სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო - ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი" - იაგო ხვიჩია
"ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო - ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი" - იაგო ხვიჩია

ლგბტ პრო­პა­გან­და ჩავ­წე­რე Google-ში და პა­პუ­აშ­ვი­ლი ამო­მიგ­დო. ეს არის პა­სუ­ხი იმა­ზე, ვინ არის ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი ლგბტ პრო­პა­გან­დის­ტი - "პრა­იდ­შიც" “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა”, - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ერთი მსხვერ­პლიც კი არ მო­ი­ძებ­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” რი­გებ­ში, ვინც “თა­ვის თავ­ზე აი­ღებ­და ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მთელ სიმ­ძი­მეს”.

“ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით დის­კუ­სი­ებ­ზე ამ­დე­ნი დრო არა­ვის და­უ­ხარ­ჯავს და თა­ვი­სი­ვე მი­ღე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში არა­ვის მო­უნ­დო­მე­ბია ჩა­წე­როს სპე­ცი­ფი­უ­რი მუხ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თა­დერ­თი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ვი­ღა­ცას უკ­რძა­ლა­ვენ ლგბტ პრო­პა­გან­დას ისე, რომ ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც არ ჰყავს. ერთი მსხვერ­პლიც კი არ მო­ი­ძებ­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” რი­გებ­ში, ვინც ვაჟ­კა­ცუ­რად ად­გე­ბო­და და თა­ვის თავ­ზე აი­ღებ­და ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მთელ სიმ­ძი­მეს; იტყო­და, მე ვი­ყა­ვი ის უბე­დუ­რი, ვინც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ამ პრო­პა­გან­დას ემსხვერ­პლაო. ვურ­ჩევ­დი, ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლას. მულ­ტფილ­მე­ბი და ვინ რას იღებს სამ­ყა­რო­ში, არა­ფერ შუ­ა­შია ჩვენ­თან. სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ე­ბის გულ­წრფე­ლად მო­ყო­ლის­კენ მო­ვუ­წო­დებ “ქო­ცებს”,- გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

კი­თხვას, გა­მო­იწ­ვევს თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბას, ხვი­ჩია ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა”.

“სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ ორი­ვე მხა­რეს “ქო­ცე­ბი” დგა­ნან - ვი­საც არ­ბე­ვენ, იმ მხა­რე­საც “ქო­ცე­ბი” არი­ან და ვინც არ­ბევს, ისი­ნიც “ქო­ცე­ბი” არი­ან. ამ ლგბტ პრო­პა­გან­დით ვის ვის­თან უნდა და­ე­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია, არ ვიცი, რად­გან მხო­ლოდ ერთი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე ჰყავს - “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”. პრა­იდ­შიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა” და იქით-აქეთ, ყვე­ლა­გან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა”, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით ორი - ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ინი­ცი­ა­ტი­ვა და­რე­გის­ტრირ­დე­ბა.

“ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ“ წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც მოქ­მედ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, ასე­ვე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“.

თა­ვად კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბით, კო­რექ­ტირ­დე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის 30-ე მუხ­ლი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის, დე­და­თა და ბავ­შვთა უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბა. პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მუხლს ემა­ტე­ბა ახა­ლი პუნ­ქტი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სით: - “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია“.

რაც შე­ე­ხე­ბა “ოჯა­ხურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნის პრო­ექტს, ის რვა პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა და მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
57

იგივე ოცნებას და კალьას რო დაჭირდათ რეიტინგისთვის დემნას ეგრევე საპატიო მოქალაქეობა ხო მიანიჭეს... ფარისევლები რაზეც მაგრად დაიცინენ თავად დემნასგანაც.. ვიღაც იმბეცილმა სუბარმა და ერთუჯრედიანმა მდინარაძემ როგორ უნდა გადამიწყვიტოს ცხოვრების წესი ეგ რუსულ საპატრიარქოს, ალტ ინფოს და აგრესიულ ჰომოფობ მრევლის იმედად დარჩენილი პატარა ჭუჭუიანი კაცუნები! გადაგახევთ ახალგაზრდობა ამ კანონს თავზე და მართლა შვილისშვილებს მოვუყვებით რა ბანძები იყვნენ ხელისუფლებაში 2012 წლიდან! 🤮 თქვე პატარა 🍆 ბო ! 

გოგი
32

იაგო ხვიჩია, წითლიძე, ვაშაძე, სამააშვილი, ეს სამარჩხვინო გოცირიძე და მაგნაირები რომ ისხდებიან პარლამენტში, შემირცხვენია ასეთი პარლამენტი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო - ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი" - იაგო ხვიჩია

"ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო - ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი" - იაგო ხვიჩია

ლგბტ პროპაგანდა ჩავწერე Google-ში და პაპუაშვილი ამომიგდო. ეს არის პასუხი იმაზე, ვინ არის ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი - "პრაიდშიც" “ქართული ოცნებაა”, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთი მსხვერპლიც კი არ მოიძებნა ჯერჯერობით “ქართული ოცნების” რიგებში, ვინც “თავის თავზე აიღებდა ამ კანონპროექტის მთელ სიმძიმეს”.

“ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიებზე ამდენი დრო არავის დაუხარჯავს და თავისივე მიღებულ კონსტიტუციაში არავის მოუნდომებია ჩაწეროს სპეციფიური მუხლი, ფაქტობრივად ერთადერთი ცვლილება შეიტანოს, რომელიც შეეხება იმას, რომ ვიღაცას უკრძალავენ ლგბტ პროპაგანდას ისე, რომ ერთი დაზარალებული ადამიანიც არ ჰყავს. ერთი მსხვერპლიც კი არ მოიძებნა ჯერჯერობით “ქართული ოცნების” რიგებში, ვინც ვაჟკაცურად ადგებოდა და თავის თავზე აიღებდა ამ კანონპროექტის მთელ სიმძიმეს; იტყოდა, მე ვიყავი ის უბედური, ვინც ახალგაზრდობაში ამ პროპაგანდას ემსხვერპლაო. ვურჩევდი, ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი ისტორიების მოყოლას. მულტფილმები და ვინ რას იღებს სამყაროში, არაფერ შუაშია ჩვენთან. საკუთარი ისტორიების გულწრფელად მოყოლისკენ მოვუწოდებ “ქოცებს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვას, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული ცვლილებები საზოგადოებაში დაპირისპირებას, ხვიჩია ამბობს, რომ ერთადერთი დაინტერესებული მხარე “ქართული ოცნებაა”.

“საერთოდ, მგონია, რომ ორივე მხარეს “ქოცები” დგანან - ვისაც არბევენ, იმ მხარესაც “ქოცები” არიან და ვინც არბევს, ისინიც “ქოცები” არიან. ამ ლგბტ პროპაგანდით ვის ვისთან უნდა დაეძაბოს სიტუაცია, არ ვიცი, რადგან მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე ჰყავს - “ქართული ოცნება”. პრაიდშიც “ქართული ოცნებაა” და იქით-აქეთ, ყველაგან “ქართული ოცნებაა”, - განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.