სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაფიქრდით, ქართველებო! იმის მაგივრად, რომ გაიხაროთ გამარჯვებით..." - რატომ გახდა აფხაზეთში გარჩევის საგანი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება?
"დაფიქრდით, ქართველებო! იმის მაგივრად, რომ გაიხაროთ გამარჯვებით..." - რატომ გახდა აფხაზეთში გარჩევის საგანი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება?

26 მარტს დი­ნა­მო არე­ნა­ზე სა­ბერ­ძნეთ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად გა­ვი­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გა­მარ­ჯვე­ბა თბი­ლის­ში, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ერ­თად იზე­ი­მეს.

  • "ამ დღეს, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მიკრო­ფონ­ში სკან­დი­რებ­დნენ ფრა­ზებს, "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, სა­მა­ჩაბ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა". გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი მათ შე­ძა­ხი­ლებს იმე­ო­რებ­დნენ" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია 26 მარ­ტის ღა­მეს.

ტე­ლეგ­რამ-არხი "რეს­პუბ­ლი­კა" ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო საქ­ცი­ელ­ზე რე­ა­გი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნოს იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წე­სებ­სა და ჩარ­ჩო­ებს".

პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, კო­მენ­ტა­რებ­ში წე­რენ:

"რუ­სულ სპორ­ტულ სა­ი­ტებ­ზე კო­მენ­ტა­რებ­ში მხო­ლოდ მი­ლოც­ვე­ბია რუ­სე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ევრო 24-ზე გას­ვლა­ზე... რა უხა­რი­ათ?!“

"იმის მა­გივ­რად, რომ გა­ი­ხა­რონ, რომ პირ­ვე­ლად მოხ­ვდნენ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ეს იდი­ო­ტე­ბი სი­სუ­ლე­ლეს სკან­დი­რე­ბენ“

"მათ არც კი ეს­მით, რომ ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი კი­დევ უფრო გვა­ი­ძუ­ლებს გავ­ხდეთ ერ­თი­ა­ნი. აფხა­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს კაზ­მავ­დნენ, მაგ­რამ ჩქა­რა იპა­რე­ბი­ან! ომი არ არის ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო თა­მაშ­თან! და­ფიქ­რდით, ქარ­თვე­ლე­ბო, ამას თუ კი­თხუ­ლობთ და თუ შეგ­წევთ სა­ერ­თოდ აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი!“

"უფა­ლო, ეს უნი­კა­ლუ­რი ხალ­ხია. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ივი­წყე­ბენ აფხა­ზეთს“

"ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ ოპო­ზი­ცი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და სა­ერ­თოდ დაგ­ვა­ვი­წყდა, რომ „დღემ­დე“ ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქარ­თვე­ლებ­თან ვართ. არ ივი­წყე­ბენ და ემ­ზა­დე­ბი­ან... რამ­დე­ნი ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში?!“

"მათ კარ­გი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავთ. ჩაკ­ვე­ტა­ძე კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე უა­რე­სად არ თა­მა­შობს“

ჟურ­ნა­ლის­ტი როინ აგრბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 2016 წლის ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­დე­საც სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს" სტა­დი­ონ­ზე სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ხუ­რა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში - ConIFA-2016 და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი გახ­და.

"და ჩვენს ქუ­ჩა­ზეც იყო დღე­სას­წა­უ­ლი, ლო­ზუნ­გე­ბი­სა და სა­გა­ლობ­ლე­ბის გა­რე­შე" - წერს აგრბა. პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში აფხა­ზე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"და კი­დევ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა. ჩვენს შვი­ლებს მა­შინ არც კი ახ­სოვ­დათ "კარ­გი" მე­ზობ­ლე­ბი. სტუმ­რე­ბი ღირ­სე­უ­ლად მი­ი­ღეს და მა­ი­მუ­ნე­ბი­ვით არ ცეკ­ვავ­დნენ.“

"კი და არა­ვის უყ­ვი­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო + ევ­რო­პა + ლგბტ“

"როინ, მალე დად­გე­ბა ის დრო, როცა, რო­გორც ძვე­ლად, ისევ ჩა­ვე­ხუ­ტე­ბით ერ­თმა­ნეთს. შენი უნი­ჭი­ე­რე­სი ანა, ქარ­თულ სცე­ნა­საც და­ამ­შვე­ნებს. მე მე­ნატ­რე­ბა ის დრო. მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის“

2016 წელი, სო­ხუ­მი

სა­პა­სუ­ხოდ აგრბა წერს:

"გმად­ლობთ კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვის და წარ­სუ­ლის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის­თვის. სამ­წუ­ხა­როდ, წარ­სუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ სა­ხით, რო­მელ­შიც ჩვენ ყვე­ლა ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია ვი­ყოთ პო­ზი­ტი­უ­რე­ბი, დავ­მშვიდ­დეთ და ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი დღეს ერ­თმა­ნე­თის­თვის“.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Marvel
67

დიდი გამარჯვება იყო,ძალიან დიდი...მაგრამ ეს სკანდირება ნაღდად ზედმეტი იყო,იმის ნაცვლად მშვიდობისკენ და პრაგმატული პოლიტიკისკენ მივდიოდეთ,ისევ ეს გიჟური ლოზუნგები,მტრის გინება,არც აფხაზებს ვაგდებთ ძაღლად,არც ოსებს,რუსებს...მოკლედ ყველანაირად ვცდილობთ რომ ომი მივიღოთ საკუთარ მიწაზე და მერე ვნახავ ეს პატრიოტები სად წავლენ,მე ზუსტად ვიცი რასაც ვიზავ!

ზურა
2

ადმინ მაშინ შენ წერე და იკითხე კომენტარები. რა აზრი აქვს წერას თუ არ აქვეყნებ? აფხაზები და ოსები ვინც სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ მალე შეგვეხვეწებიან შემორიგებას და მაშინ უნდა ჩავხადოთ ზუსტად არც ერთი არ უნდა მივიღოთ და გავუშვათ დედა რუსეთის ნოყიერ მიწებზე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დაფიქრდით, ქართველებო! იმის მაგივრად, რომ გაიხაროთ გამარჯვებით..." - რატომ გახდა აფხაზეთში გარჩევის საგანი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება?

"დაფიქრდით, ქართველებო! იმის მაგივრად, რომ გაიხაროთ გამარჯვებით..." - რატომ გახდა აფხაზეთში გარჩევის საგანი საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება?

26 მარტს დინამო არენაზე საბერძნეთზე გამარჯვების შემდეგ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა. წარმატებული მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა გამარჯვება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს.

  • "ამ დღეს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიკროფონში სკანდირებდნენ ფრაზებს, "აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა". გულშემატკივრები კი მათ შეძახილებს იმეორებდნენ" - ასე ეხმაურება რუსული მედია 26 მარტის ღამეს.

ტელეგრამ-არხი "რესპუბლიკა" ქართველი ფეხბურთელების ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არასათანადო საქციელზე რეაგირება უნდა მოახდინოს იმ ხელისუფლებამ, რომელიც განსაზღვრავს სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს".

პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, კომენტარებში წერენ:

"რუსულ სპორტულ საიტებზე კომენტარებში მხოლოდ მილოცვებია რუსების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ევრო 24-ზე გასვლაზე... რა უხარიათ?!“

"იმის მაგივრად, რომ გაიხარონ, რომ პირველად მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ეს იდიოტები სისულელეს სკანდირებენ“

"მათ არც კი ესმით, რომ ასეთი შეძახილები კიდევ უფრო გვაიძულებს გავხდეთ ერთიანი. აფხაზები შეიძლება დიდხანს კაზმავდნენ, მაგრამ ჩქარა იპარებიან! ომი არ არის ფეხბურთის თამაში და მას არაფერი აქვს საერთო თამაშთან! დაფიქრდით, ქართველებო, ამას თუ კითხულობთ და თუ შეგწევთ საერთოდ აზროვნების უნარი!“

"უფალო, ეს უნიკალური ხალხია. არავითარ შემთხვევაში არ ივიწყებენ აფხაზეთს“

"ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციისა და ხელისუფლების განცხადებებს და საერთოდ დაგვავიწყდა, რომ „დღემდე“ ომის მდგომარეობაში ქართველებთან ვართ. არ ივიწყებენ და ემზადებიან... რამდენი ასეთი განცხადება გაკეთდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში?!“

"მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე უარესად არ თამაშობს“

ჟურნალისტი როინ აგრბა სოციალურ ქსელში 2016 წლის ვიდეოს აქვეყნებს, როდესაც სოხუმის "დინამოს" სტადიონზე საზეიმო ვითარებაში დაიხურა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში - ConIFA-2016 და გამარჯვებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრები გახდა.

"და ჩვენს ქუჩაზეც იყო დღესასწაული, ლოზუნგებისა და საგალობლების გარეშე" - წერს აგრბა. პოსტს კომენტარებში აფხაზებისა და ქართველების ნაწილი გამოეხმაურა.

"და კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება. ჩვენს შვილებს მაშინ არც კი ახსოვდათ "კარგი" მეზობლები. სტუმრები ღირსეულად მიიღეს და მაიმუნებივით არ ცეკვავდნენ.“

"კი და არავის უყვირია, რომ საქართველო + ევროპა + ლგბტ“

"როინ, მალე დადგება ის დრო, როცა, როგორც ძველად, ისევ ჩავეხუტებით ერთმანეთს. შენი უნიჭიერესი ანა, ქართულ სცენასაც დაამშვენებს. მე მენატრება ის დრო. მადლობა მოლოცვისთვის“

2016 წელი, სოხუმი

საპასუხოდ აგრბა წერს:

"გმადლობთ კეთილი სურვილებისთვის და წარსულის სასიამოვნო მოგონებებისთვის. სამწუხაროდ, წარსულის დაბრუნება შეუძლებელია იმ სახით, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობდით, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ პოზიტიურები, დავმშვიდდეთ და ვიყოთ ბედნიერები დღეს ერთმანეთისთვის“.

ნახეთ ასევე: