გუშინდელი დღე ალბათ არც ერთ ქართველს არ დაავიწყდენა. პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს.
სოციალური ქსელების ყველა პლატფორმა ამ თემას და მასზე აწყობილ ვიდეოებს მიჰქონდა. რამდენიმე ვიდეომ, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, ერთ დღეში მილიონამდე ნახვაც კი დააგროვა. ერთ-ერთი ასეთი იყო, ბათუმელი ქომაგის ვიდეოკადრი.
"ბათუმში მივდიოდი, მატარებელმა გამასწრო და ქუჩაში დავიძინებ... არ მაქვს პრობლემა, ღმერთო" - ამბობს გახარებული ახალგაზრდა.
როგორც გაირკვა ბათუმელი ქომაგი ენრი ბოლქვაძეა. ამბობს, რომ მატჩის შემდეგ იმდენად იყო ემოციებში შესული, რომ მატარებლის ზუსტი განრიგი არც ახსოვდა. მისი თქმით, თბილისში ნაკრების საგულშემატკივროდ ჩამოვიდა და ქომაგებმა ე.წ. მეთორმეტე მოთამაშის პოზიცია საუკეთესოდ შეითავსეს.
"სიმართლე გითხრათ იმ დონეზე აჟიტირებული ვიყავი, მატარებლის ზუსტი განრიგი არ მახსოვდა, ტელეფონიც მიჯდებოდა, ვისთან ერთადაც ვიყავი, მასაც ვერ ვუკავშირდებოდი და თბილისის ქუჩებთანაც ახლო კონტაქტი არ მაქვს. ბოლოს როგორც იქნა შევეხმიანე ჩემებს.
თურმე პირველის ნახევარზე გადიოდა მატარებელი. მე ვიცოდი, რომ სადღაც პირველის 10 წუთზე უნდა გასულიყო. ჩემი და ვნახე და ბოლო 3 წუთზე მივუსწარით. იმ დონეზე ბედნიერი ვიყავი, რომ დავრჩებოდი თბილისში, ქუჩაშიც.
გუშინ თბილისის ქუჩებში სასწაული ხდებოდა. ქომაგებმა ძალიან კარგად შევასრულეთ მეთორმეტე მოთამაშის პოზიცია. 120 წუთი არ გაჩერებულა მაყურებელი. მაქსიმალურად ვცდილობდით " - აღნიშნა ენრიმ "აჭარის" ტელევიზიის ეთერში.
წაიკითხეთ ასევე:
ჩვენ აფხაზეთში ასეთი მეგრული სიტყვაც კი გვაქვს: გიმასერე, რაც ზუსტად ნიშნავს პიროვნებას, ვისაც ღამის გათენება სჭირდება. ასე რომ ჩვენს მადლიან ქვეყანაში ვინ არ მიგიღებდა შვილო.
შვილო, ნეტავ მცოდნოდა, სიამოვნებით მიგიღებდით. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ბავშვობიდან მახსოვს: რამდენ უცხოს გაუთენებია ღამე ჩვენს მამა-პაპისეულ ოჯახში, რა პატივით გაუსტუმრებიათ მეორე დილით. ის ხალხი არც გვინახავს მერე, მაგრამ მთავარი იყო პატივი გვეცა. ბებია იტყოდა: ასე იყო მის ბავშვობაშიც და იმის წინაც. ასე უნდა გაგრძელდეს საქართველოში შემდგომშიც. შენ კი ალალო ბიჭო, სიკეთე და ბედნიერება!