კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?
საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?

დღეს სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა დი­ნა­მო არე­ნას­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის პლეი ოფის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ლუქ­სემ­ბურგს უმას­პინ­ძლებს.

  • გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დი ფი­ნალ­ში გავა, სა­დაც 26 მარტს, ისევ თბი­ლის­ში, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ წყვილ­ში, სა­ბერ­ძნეთ­სა და ყა­ზა­ხეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის გა­ნა­ცხად­ში ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლი საბა სა­ზო­ნო­ვი და საყ­რდე­ნი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი ვერ მოხ­ვდნენ.

უე­ფას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 23-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მე­კა­რე­ე­ბი: გი­ორ­გი ლო­რია, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი

მცვე­ლე­ბი: ოთარ კა­კა­ბა­ძე, ლაშა დვა­ლი, გუ­რამ კა­შია, საბა კვირ­კვე­ლია, გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი.

ნა­ხე­ვარმცვე­ლე­ბი: გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი, სან­დრო ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი, ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი, ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ მა­მუ­ჩაშ­ვი­ლი, ლე­ვან შენ­გე­ლია, ჯაბა კან­კა­ვა, გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი.

ფორ­ვარ­დე­ბი: ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე, გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ია.

ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც მთა­ვარ მწვრთნელ­თან ერ­თად, მე­დი­ის შე­კი­თხვებს ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა.

ვილი სა­ნი­ო­ლი (სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი): "გუნ­დუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამის გა­რე­შე დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. ფეხ­ბურ­თე­ლებს ვთხო­ვე კონ­ცენ­ტრირ­დნენ იმა­ზე, თუ რა და­ვა­ლე­ბე­ბი უნდა შე­ას­რუ­ლონ მო­ე­დან­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­მა­ში გვე­ლის. თუ ვი­თა­მა­შებთ გო­ნივ­რუ­ლად, სწო­რი სუ­ლის­კვე­თე­ბით და იმ მო­ტი­ვა­ცი­ით, რო­მე­ლიც არ გვაკ­ლია, წარ­მა­ტე­ბის შანსს გა­ვიზ­რდით. მა­ღა­ლი დო­ნის მო­თა­მა­შე­ე­ბი მრავ­ლად გვყავს, თუმ­ცა მთა­ვა­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, გო­ნივ­რუ­ლი თა­მა­შია.

მოკ­ლე შეკ­რე­ბა გვქონ­და, საკ­ლუ­ბო მატ­ჩე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი გვი­ან შე­მოგ­ვი­ერ­თდა. მო­სამ­ზა­დებ­ლად დიდი დრო არ გვქონ­და, თუმ­ცა სა­ნაკ­რე­ბო კა­ლენ­დრის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას მიჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მატ­ჩია, მზა­დე­ბის გეგ­მა არ შეგ­ვიც­ვლია, რად­გან ფეხ­ბურ­თე­ლებს სჭირ­დე­ბათ სტა­ბი­ლუ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი გეგ­მა. თი­თო­ე­ულ­მა მო­თა­მა­შემ იცის, თუ რო­გორ უნდა მო­ემ­ზა­დოს თა­მა­შის­თვის და მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავთ.

სტაფ­თან ერ­თად ლუქ­სემ­ბურ­გი კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ. ვი­ცით ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­სუ­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­კე­თეს. თუმ­ცა, რო­გორც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვთქვი, ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ჩვე­ნი მხრი­დან მე­ტო­ქის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა. ლუქ­სემ­ბურ­გი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ძლი­ე­რი გუნ­დია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თავი სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ.

კმა­ყო­ფი­ლი ვარ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ გვყავს ტრავ­მი­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი. კარ­გია, რომ ზივ­ზი­ვა­ძე და მი­ქა­უ­ტა­ძე მეტ სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კას იღე­ბენ კლუ­ბებ­ში. ასე­ვე, მო­ე­დანს და­უბ­რუნ­და გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი. ხვალ, ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით კარგ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და გუნ­დურ თა­მაშს ველი.

რო­გორც მწვრთნე­ლი, მო­უთ­მენ­ლად ველი შეხ­ვედ­რას. მწვრთნე­ლე­ბი და მო­თა­მა­შე­ე­ბი მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად, სწო­რედ ასე­თი თა­მა­შე­ბის­თვის და გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თვის ვმუ­შა­ობთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ყოთ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლე­ბი მთა­ვარ მი­ზან­ზე. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ფეხ­ბურ­თე­ლებს ვთხოვ, იმოქ­მე­დონ ჯერ გო­ნე­ბით და შემ­დეგ გუ­ლით და არა პი­რი­ქით".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჭვიანი
0

მოკლედ კაშიას იქეთ გზა არა გვაქვს.

ლევანი
11

ცალი ფეხით მოვუგებთ 4:0 გადავთელავთ დღეს დაერხა ლუქსემბურგს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?

საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?

დღეს სრულიად ქართული საზოგადოების ყურადღება დინამო არენასკენ იქნება მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

  • გამარჯვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო სანიოლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.

უეფას ოფიციალური საიტის თანახმად, საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.

ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, ამის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ფეხბურთელებს ვთხოვე კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა დავალებები უნდა შეასრულონ მოედანზე. მნიშვნელოვანი თამაში გველის. თუ ვითამაშებთ გონივრულად, სწორი სულისკვეთებით და იმ მოტივაციით, რომელიც არ გვაკლია, წარმატების შანსს გავიზრდით. მაღალი დონის მოთამაშეები მრავლად გვყავს, თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, გონივრული თამაშია.

მოკლე შეკრება გვქონდა, საკლუბო მატჩების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, თუმცა სანაკრებო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას მიჩვეულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მატჩია, მზადების გეგმა არ შეგვიცვლია, რადგან ფეხბურთელებს სჭირდებათ სტაბილური მოსამზადებელი გეგმა. თითოეულმა მოთამაშემ იცის, თუ როგორ უნდა მოემზადოს თამაშისთვის და მზადების პროცესში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ვერ ვხედავთ.

სტაფთან ერთად ლუქსემბურგი კარგად შევისწავლეთ. ვიცით ყველაფერი, რაც გასული 12 თვის განმავლობაში გააკეთეს. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობა იქნება. ლუქსემბურგი კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია და მნიშვნელოვანია, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მომზადებით. მნიშვნელოვანია, რომ არ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები. კარგია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე მეტ სათამაშო პრაქტიკას იღებენ კლუბებში. ასევე, მოედანს დაუბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი. ხვალ, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით კარგ ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს ველი.

როგორც მწვრთნელი, მოუთმენლად ველი შეხვედრას. მწვრთნელები და მოთამაშეები მთელი კარიერის განმავლობაში, ყოველდღიურად, სწორედ ასეთი თამაშებისთვის და გამოწვევებისთვის ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ ფოკუსირებულები მთავარ მიზანზე. ერთადერთი, რასაც ფეხბურთელებს ვთხოვ, იმოქმედონ ჯერ გონებით და შემდეგ გულით და არა პირიქით".

წაიკითხეთ ასევე: