კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან
რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზი ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სინ­დრო­მია. ის მეტ­წი­ლად მსუ­ბუ­ქი ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში მას საკ­მა­ოდ მწვა­ვე სიმპტო­მე­ბი და გარ­თუ­ლე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს.

რო­დის უნდა ვი­ეჭ­ვოთ მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრომ­ზე და მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს? რა შემ­თხვე­ვებ­ში იწ­ვევს ის გარ­თუ­ლე­ბებს და რო­დის არის სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვა? – ამ და სხვა თე­მებ­ზე თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი სო­ფიო ნემ­სა­ძე გვე­სა­უბ­რა.

რა არის მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი?

მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მი გა­მოწ­ვე­უ­ლია ძი­რი­თა­დად ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სით (EBV), თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე გან­ვი­თარ­დეს სხვა ეტი­ო­ლო­გი­უ­რი აგენ­ტე­ბი­თაც, ესე­ნია: ცი­ტო­მე­გა­ლო­ვირუ­სი (CMV), აივ ინ­ფექ­ცია (HIV), ჰერ­პეს ვირუ­სი ტიპი 6 (HSV 6), ჰერ­პერს ვირუ­სი ტიპი 7 (HSV 7), B ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი (HBV), ასე­ვე, ტოქ­სოპ­ლაზ­მა (Toxoplasma).

რად­გა­ნაც მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მი მეტ­წი­ლად ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ჯობს, აქ­ცენ­ტი სწო­რედ მას­ზე გა­ვა­კე­თოთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 95% სე­რო­პო­ზი­ტუ­რია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ექ­სპო­ზი­რე­ბუ­ლია ვირუს­თან. ინ­ფი­ცი­რე­ბა ძი­რი­თა­დად ბავ­შვთა ასაკ­ში ხდე­ბა და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა ამ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­საძ­ლე­ბე­ლია მშო­ბელ­მა ვერც შეძ­ლოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნურ ვირუ­სულ რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ას­თან. EBV ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ზრდას­რულ ასაკ­შიც მოხ­დეს, რა დრო­საც სიმპტო­მე­ბი, რო­გორც წესი, მე­ტა­დაა კლი­ნი­კუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი.

ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა ორო­ფა­რინ­გე­ა­ლუ­რი სეკ­რე­ტით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი­სას. ვირუ­სის გა­და­ცე­მა მწვა­ვე პე­რი­ო­დი­დან 6 თვემ­დე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრომს?

მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მის ძი­რი­თა­დი ჩი­ვი­ლე­ბია ცხე­ლე­ბა, ფა­რინ­გი­ტი, ტონ­ზი­ლი­ტი, კის­რის მი­და­მოს ლიმ­ფა­დე­ნო­პა­თია (ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის გა­დი­დე­ბა), ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნოს სპლე­ნო­მე­გა­ლია (ელენ­თის გა­დი­დე­ბა) და გა­მო­ხა­ტუ­ლი ძლი­ე­რი სა­ერ­თო სი­სუს­ტე. მას შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, ახ­ლდეს ყე­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი ტკი­ვი­ლი, მო­თეთ­რო-მო­ნაც­რის­ფრო ნა­დე­ბი ტონ­ზი­ლებ­ზე, პე­ტე­ქი­უ­რი გა­მო­ნა­ყა­რი რბილ სა­სა­ზე. იშ­ვი­ა­თად ვლინ­დე­ბა პო­ლი­მორ­ფუ­ლი გა­მო­ნა­ყა­რი კან­ზეც – ის შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­კუ­ლო­პა­პუ­ლა­რუ­ლი, ურტი­კა­რი­უ­ლი ან პე­ტე­ქი­უ­რი. ადრე მიჩ­ნე­უ­ლი იყო, რომ გა­მო­ნა­ყა­რი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­ღე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, თუმ­ცა დღეს ვი­ცით, რომ ეს კლი­ნი­კუ­რი ნი­შა­ნი მე­დი­კა­მენ­ტის გა­რე­შე მხო­ლოდ ვირუ­სულ­მა ინ­ფექ­ცი­ა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მის დროს?

თა­ვი­დან­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუს­ზე და მი­სით გან­პი­რო­ბე­ბულ მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრომ­ზე ხში­რად წარ­მოდ­გე­ნე­ბი უტ­რი­რე­ბუ­ლია. ცხა­დია, ის, რო­გორც სხვა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გარ­თუ­ლე­ბებს იწ­ვევს, ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ მძი­მე­საც, თუმ­ცა ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა ძი­რი­თად გარ­თუ­ლე­ბებს, ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის მწვა­ვე პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ტონ­ზი­ლე­ბის ჰი­პერტრო­ფია ანუ გა­დი­დე­ბა იმ­დე­ნად, რომ სა­სუნ­თქი გზე­ბის ობსტრუქ­ცია გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე, არ­სე­ბობს ელენ­თის რუპ­ტუ­რის (გას­კდო­მის) შე­საძ­ლებ­ლო­ბა ელენ­თის გა­დი­დე­ბის დროს. ამას­თან ერ­თად, არ­სე­ბობს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აკავ­ში­რე­ბენ EBV-ს მო­მა­ვალ­ში ლიმ­ფო­მის ან სხვა ონ­კო­ლო­გი­ურ პა­თო­ლო­გი­ე­ბის, ასე­ვე, ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი, სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა) გან­ვი­თა­რე­ბას­თან, თუმ­ცა ასე­თი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის სა­გა­ნია.

EBV-ის იშ­ვი­ათ გარ­თუ­ლე­ბებ­ში შე­დის ჰე­პა­ტი­ტი, გი­ლი­ენ-ბა­რეს სინ­დრო­მი, კრა­ნი­ა­ლუ­რი ნერ­ვის პა­რე­ზი, ოპ­ტი­კუ­რი ნევ­რი­ტი. მან შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მე­ნინ­გო­ენ­ცე­ფა­ლი­ტი და ასეპ­ტი­უ­რი მე­ნინ­გი­ტიც. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა იყოს „ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში“ სინ­დრო­მის ტრი­გე­რი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ EBV ვირუ­სის ორი უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თი და მძი­მე გარ­თუ­ლე­ბა – ჰე­მო­ფა­გო­ცი­ტუ­რი ლიმ­ფო­ჰის­ტი­ო­ცი­ტო­ზი და ქრო­ნი­კუ­ლი, აქ­ტი­უ­რი EBV ინ­ფექ­ცია.

რო­დის უნდა მი­მარ­თოს პა­ცი­ენ­ტმა ექიმს და რო­გორ ხდე­ბა მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

ექიმ­თან ვი­ზი­ტი სა­სურ­ვე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ მიერ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნა პა­ცი­ენტს. ასეთ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის შე­ფა­სე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რო­გორც მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა, ისე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა. ექიმ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს ტონ­ზი­ლე­ბის ჰი­პერტრო­ფი­ის ხა­რის­ხი და გან­სა­ზღვროს ობსტრუქ­ცი­ის რის­კე­ბი, ასე­ვე, სპლე­ნო­მე­გა­ლი­ის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს მის­ცეს შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ხში­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოხ­დეს მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა მსგავ­სი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­თან, რათა სწო­რად და­ი­გეგ­მოს მარ­თვა. მა­გა­ლი­თად, A ჯგუ­ფის სტრეპ­ტო­კო­კუ­ლი ფა­რინ­გი­ტი კლი­ნი­კუ­რად შე­იძ­ლე­ბა ჰგავ­დეს EBV ინ­ფექ­ცი­ას, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ამ ორი ინ­ფექ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბა. თუკი პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პია ინიშ­ნე­ბა,

ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ჭი­რო არაა.

რაც შე­ე­ხე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას, ის ხდე­ბა სის­ხლის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით. ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ინიშ­ნე­ბა ლიმ­ფუ­რი სის­ტე­მის და მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პია.

რო­გორ ხდე­ბა მო­ნო­ნუკ­ლე­ო­ზის სინ­დრო­მის მკურ­ნა­ლო­ბა?

ეპშ­ტე­ინ-ბა­რის ვირუ­სი ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და არის თვით­გან­ვლა­დი ინ­ფექ­ცია. თუმ­ცა გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო გახ­დეს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ჩა­რე­ვა, რა დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სიმპტო­მურ, ისე გლუ­კო­კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დუ­ლი ჯგუ­ფის პრე­პა­რა­ტე­ბი. ამ უკა­ნას­კნე­ლის და­ნიშ­ვნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუფ­ში და არა რუ­ტი­ნუ­ლად, ყვე­ლა მწვა­ვე EBV-ის დროს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

რა უნდა ვიცოდეთ მონონუკლეოზის სინდრომზე? – ინტერვიუ ინფექციონისტთან

მონონუკლეოზი ფართოდ გავრცელებული სინდრომია. ის მეტწილად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის კლინიკური ნიშნებით ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევაში მას საკმაოდ მწვავე სიმპტომები და გართულებები ახასიათებს.

როდის უნდა ვიეჭვოთ მონონუკლეოზის სინდრომზე და მივმართოთ სპეციალისტს? რა შემთხვევებში იწვევს ის გართულებებს და როდის არის საჭირო სამედიცინო ჩარევა? – ამ და სხვა თემებზე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ინფექციონისტი სოფიო ნემსაძე გვესაუბრა.

რა არის მონონუკლეოზის სინდრომის გამომწვევი მიზეზი?

მონონუკლეოზის სინდრომი გამოწვეულია ძირითადად ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV), თუმცა შესაძლებელია ასევე განვითარდეს სხვა ეტიოლოგიური აგენტებითაც, ესენია: ციტომეგალოვირუსი (CMV), აივ ინფექცია (HIV), ჰერპეს ვირუსი ტიპი 6 (HSV 6), ჰერპერს ვირუსი ტიპი 7 (HSV 7), B ჰეპატიტის ვირუსი (HBV), ასევე, ტოქსოპლაზმა (Toxoplasma).

რადგანაც მონონუკლეოზის სინდრომი მეტწილად ეპშტეინ-ბარის ვირუსითაა განპირობებული, ჯობს, აქცენტი სწორედ მასზე გავაკეთოთ. აღსანიშნავია, რომ ზრდასრული მოსახლეობის 95% სეროპოზიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპოზირებულია ვირუსთან. ინფიცირება ძირითადად ბავშვთა ასაკში ხდება და უმეტეს შემთხვევაში დაავადება ამ ასაკობრივ ჯგუფში მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაძლებელია მშობელმა ვერც შეძლოს დიფერენცირება, მაგალითად, მსუბუქად მიმდინარე სეზონურ ვირუსულ რესპირატორულ ინფექციასთან. EBV ვირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს, რა დროსაც სიმპტომები, როგორც წესი, მეტადაა კლინიკურად გამოხატული.

ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება ხდება ოროფარინგეალური სეკრეტით, ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისას. ვირუსის გადაცემა მწვავე პერიოდიდან 6 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.

რა სიმპტომები ახასიათებს მონონუკლეოზის სინდრომს?

მონონუკლეოზის სინდრომის ძირითადი ჩივილებია ცხელება, ფარინგიტი, ტონზილიტი, კისრის მიდამოს ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება), ასევე, შეიძლება პაციენტს აღენიშნოს სპლენომეგალია (ელენთის გადიდება) და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტე. მას შეიძლება, ასევე, ახლდეს ყელის ინტენსიური ტკივილი, მოთეთრო-მონაცრისფრო ნადები ტონზილებზე, პეტექიური გამონაყარი რბილ სასაზე. იშვიათად ვლინდება პოლიმორფული გამონაყარი კანზეც – ის შეიძლება იყოს მაკულოპაპულარული, ურტიკარიული ან პეტექიური. ადრე მიჩნეული იყო, რომ გამონაყარი ანტიბიოტიკის მიღებით იყო განპირობებული, თუმცა დღეს ვიცით, რომ ეს კლინიკური ნიშანი მედიკამენტის გარეშე მხოლოდ ვირუსულმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს.

რა გართულებები შეიძლება განვითარდეს მონონუკლეოზის სინდრომის დროს?

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში ეპშტეინ-ბარის ვირუსზე და მისით განპირობებულ მონონუკლეოზის სინდრომზე ხშირად წარმოდგენები უტრირებულია. ცხადია, ის, როგორც სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებები, გართულებებს იწვევს, ზოგჯერ საკმაოდ მძიმესაც, თუმცა ძალიან იშვიათად.

რაც შეეხება ძირითად გართულებებს, ვირუსული ინფექციის მწვავე პერიოდში შეიძლება მოხდეს ტონზილების ჰიპერტროფია ანუ გადიდება იმდენად, რომ სასუნთქი გზების ობსტრუქცია გამოიწვიოს. ასევე, არსებობს ელენთის რუპტურის (გასკდომის) შესაძლებლობა ელენთის გადიდების დროს. ამასთან ერთად, არსებობს ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც აკავშირებენ EBV-ს მომავალში ლიმფომის ან სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიების, ასევე, ავტოიმუნური დაავადებების (გაფანტული სკლეროზი, სისტემური წითელი მგლურა) განვითარებასთან, თუმცა ასეთი ასოციაციები დამატებითი კვლევის საგანია.

EBV-ის იშვიათ გართულებებში შედის ჰეპატიტი, გილიენ-ბარეს სინდრომი, კრანიალური ნერვის პარეზი, ოპტიკური ნევრიტი. მან შესაძლოა გამოიწვიოს მენინგოენცეფალიტი და ასეპტიური მენინგიტიც. ძალიან იშვიათად ეპშტეინ-ბარის ვირუსი შეიძლება იყოს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ სინდრომის ტრიგერი. აქვე უნდა აღვნიშნოთ EBV ვირუსის ორი უკიდურესად იშვიათი და მძიმე გართულება – ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი და ქრონიკული, აქტიური EBV ინფექცია.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის დიაგნოსტიკა?

ექიმთან ვიზიტი სასურველია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნა პაციენტს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის შეფასება და საჭიროებისამებრ, როგორც მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა, ისე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვის საჭიროების შეფასება. ექიმმა უნდა შეაფასოს ტონზილების ჰიპერტროფიის ხარისხი და განსაზღვროს ობსტრუქციის რისკები, ასევე, სპლენომეგალიის შემთხვევაში პაციენტს მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

ხშირად მნიშვნელოვანია, მოხდეს მონონუკლეოზის სინდრომის დიფერენცირება მსგავსი სიმპტომების მქონე სხვა დაავადებებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მართვა. მაგალითად, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტი კლინიკურად შეიძლება ჰგავდეს EBV ინფექციას, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულია ამ ორი ინფექციის მკურნალობა. თუკი პირველ შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება,

ეპშტეინ-ბარის ვირუსის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება საჭირო არაა.

რაც შეეხება დიაგნოსტირებას, ის ხდება სისხლის ლაბორატორიული კვლევებით. ასევე, საჭიროებისამებრ ინიშნება ლიმფური სისტემის და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

როგორ ხდება მონონუკლეოზის სინდრომის მკურნალობა?

ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და არის თვითგანვლადი ინფექცია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტური ჩარევა, რა დროსაც გამოიყენება როგორც სიმპტომურ, ისე გლუკოკორტიკოსტეროიდული ჯგუფის პრეპარატები. ამ უკანასკნელის დანიშვნა აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულებით, კონკრეტული პაციენტების ჯგუფში და არა რუტინულად, ყველა მწვავე EBV-ის დროს.

R