მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

ია­პო­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ტო­კი­ო­ში გა­ი­მარ­თა კვე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა Foodex Japan 2024. მას­ში ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით, 16-მა ქარ­თულ­მა ღვი­ნის კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მათ შო­რის იყო ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ბრენ­დი TSV Estate Winery (მეღ­ვი­ნე­ო­ბა თი­ეს­ვი), რომ­ლის მიერ წარ­დგე­ნილ­მა ღვი­ნო­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­წო­ნე­ბა და აღი­ა­რე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

გა­მარ­თულ დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ინ­ტე­რე­სი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია TSV-ის პრე­მი­უმ კლა­სის ქვევ­რის ღვი­ნო­ებ­მა: „მე­ფის რჩე­უ­ლი“, ქისი და სა­ფე­რა­ვი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ისი­ნი მსურ­ვე­ლე­ბის­თვის მი­საწ­ვდო­მია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მა­ღა­ზია-ბა­რებ­შიც.

“თი­ეს­ვი“ მეღ­ვი­ნე­ო­ბის სტენ­დს ეწ­ვივ­ნენ და ღვი­ნო და­ა­გე­მოვ­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ია­პო­ნი­ა­ში, თე­ი­მუ­რაზ ლეჟა­ვა და ია­პო­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლო სუ­მო­ის­ტი ლე­ვან გორ­გა­ძე (ტო­ჩი­ნო­ში­ნი).

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ TSV Estate Winery-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გი­ორ­გი ვენ­კომ ია­პო­ნუ­რი მე­დი­ის, მარ­კე­ტინ­გუ­ლი, სა­ვაჭ­რო და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის გა­მარ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­მი­ნა­რი, რო­მელ­ზეც აუ­დი­ტო­რი­ას ქარ­თუ­ლი ღვი­ნის უძ­ვე­ლეს ის­ტო­რი­ა­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, უნი­კა­ლურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე ესა­უბ­რა. ასე­ვე წა­რუდ­გი­ნა კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტე­ბი, ხედ­ვა და სტრა­ტე­გია. სე­მი­ნარ­მა დამ­სწრე­ებ­ში, რო­მელ­თა შო­რი­საც გარ­და ღვი­ნის 40-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ი­სა, უმაღ­ლე­სი კლა­სის სო­მე­ლი­ე­ე­ბი და ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბიც იყ­ვნენ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და და­ი­გეგ­მა კი­დეც სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტე­ბი.

გი­ორ­გი ვენ­კომ ია­პო­ნურ ტე­ლე­არ­ხებ­თან სა­უ­ბარ­ში სწო­რედ იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რომ აზი­ის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა საკ­მა­ოდ იზ­რდე­ბა და მსგავ­სი გა­მო­ფე­ნე­ბი წარ­მო­ად­გენს არ­სე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ია­პო­ნელ­მა ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა და უძ­ვე­ლეს­მა ქარ­თულ­მა ღვი­ნომ ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­იც­ნონ.

TSV Estate Winery ნი­დერ­ლან­დებ­ში მცხოვ­რებ­მა ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წემ, თიკა სვა­ნი­ძე-ვენ­კომ და­ა­არ­სა 2020 წელს. კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, მთელს მსოფ­ლი­ოს ღვი­ნის ენა­ზე მო­უ­თხროს სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც, „თი­ეს­ვი“ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ პრე­მი­უმ კლა­სის პრო­დუქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი კონ­ცეფ­ცი­ი­თა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი აქამ­დე არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გამ­ხდა­რა. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „სა­კუ­რას“ ღვი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი - ოქ­რო­სა (სა­ფე­რა­ვი) და ვერ­ცხლის („მე­ფის რჩე­უ­ლი) მედ­ლე­ბი. რო­გორც TSV Estate Winery-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აა­ნონ­სე­ბენ, მალე მათი ღვი­ნო ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მი­შე­ლი­ნის ვარ­სკვლა­ვის მფლო­ბელ 3 სა­უ­კე­თე­სო რეს­ტო­რან­ში გა­ი­ყი­დე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

იაპონიაში, ქალაქ ტოკიოში გაიმართა კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2024. მასში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 16-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ცნობილი ქართული ღვინის ბრენდი TSV Estate Winery (მეღვინეობა თიესვი), რომლის მიერ წარდგენილმა ღვინომაც გამორჩეული მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

გამართულ დეგუსტაციებზე განსაკუთრებით დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია TSV-ის პრემიუმ კლასის ქვევრის ღვინოებმა: „მეფის რჩეული“, ქისი და საფერავი, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და ისინი მსურველებისთვის მისაწვდომია ქართული ღვინის მაღაზია-ბარებშიც.

“თიესვი“ მეღვინეობის სტენდს ეწვივნენ და ღვინო დააგემოვნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა და იაპონიაში მოღვაწე ლეგენდარული ქართველო სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).

მნიშვნელოვანია, რომ TSV Estate Winery-ს წარმომადგენელმა, გიორგი ვენკომ იაპონური მედიის, მარკეტინგული, სავაჭრო და საკონსულტაციო კომპანიებისთვის გამართა სპეციალური სემინარი, რომელზეც აუდიტორიას ქართული ღვინის უძველეს ისტორიასა და თავისებურებებზე, უნიკალურ მახასიათებლებზე ესაუბრა. ასევე წარუდგინა კომპანიის პროდუქტები, ხედვა და სტრატეგია. სემინარმა დამსწრეებში, რომელთა შორისაც გარდა ღვინის 40-მდე ადგილობრივი კომპანიისა, უმაღლესი კლასის სომელიეები და ღვინის ექსპერტებიც იყვნენ, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია და დაიგეგმა კიდეც სამომავლო თანამშრომლობის ფორმატები.

გიორგი ვენკომ იაპონურ ტელეარხებთან საუბარში სწორედ იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ აზიის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარობა საკმაოდ იზრდება და მსგავსი გამოფენები წარმოადგენს არსებით შესაძლებლობას, რომ იაპონელმა ღვინის მოყვარულებმა და უძველესმა ქართულმა ღვინომ ერთმანეთი კარგად გაიცნონ.

TSV Estate Winery ნიდერლანდებში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და კულტურის მოღვაწემ, თიკა სვანიძე-ვენკომ დააარსა 2020 წელს. კომპანიის მიზანია, მთელს მსოფლიოს ღვინის ენაზე მოუთხროს საქართველოს უძველესი ისტორიისა და კულტურის შესახებ. ამიტომაც, „თიესვი“ ორიენტირებულია მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქციაზე, რომელიც უნიკალურია თავისი კონცეფციითა და გემოვნური თვისებებით. კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები აქამდე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გამხდარა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „საკურას“ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე მიღებული ჯილდოები - ოქროსა (საფერავი) და ვერცხლის („მეფის რჩეული) მედლები. როგორც TSV Estate Winery-ს წარმომადგენლები აანონსებენ, მალე მათი ღვინო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიშელინის ვარსკვლავის მფლობელ 3 საუკეთესო რესტორანში გაიყიდება.

R