სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - "მხევლის წიგნის" მთარგმნელი ანი კოპალიანი სამუშაო პროცესს გვიზიარებს
წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - "მხევლის წიგნის" მთარგმნელი ანი კოპალიანი სამუშაო პროცესს გვიზიარებს

18 მარ­ტი­დან კა­ნა­დე­ლი მწერ­ლის მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის „მხევ­ლის წიგ­ნის“ ახა­ლი გა­მო­ცე­მა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის ჯი­ხუ­რებ­შიც იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მა­ნამ­დე კი წიგ­ნის შე­ძე­ნა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„მხევ­ლის წიგ­ნი“ გა­მო­ვი­და ახა­ლი სე­რი­ის ფარ­გლებ­ში - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ და მა­ღა­ზი­ებ­ში გა­მო­ჩე­ნი­დან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 10 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რით არის მწერ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლი და რა გა­მოც­დი­ლე­ბა იყო მის თარ­გმან­ზე მუ­შა­ო­ბა. ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად მთარ­გმნე­ლი ანი კო­პა­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს:

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გა­მოც­დი­ლე­ბა იყო თქვენ­თვის ეტ­ვუ­დის „მხევ­ლის წიგ­ნის“ თარ­გმნა?

ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს ადა­მი­ა­ნებს, ხოლო წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თარ­გმნი - ახლო ნაც­ნო­ბებს; ისი­ნი ყო­ველ­თვის დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მთარ­გმნელ­ზე - კარ­გს ან ცუდს, სა­სი­ა­მოვ­ნოს ან უსი­ა­მოვ­ნოს. მთარ­გმნე­ლი­სა და წიგ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი­ად არა­ნა­ირ მი­ნიშ­ნე­ბას არ გვაძ­ლევს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მი­ი­ღებს იმა­ვე წიგნს მკი­თხვე­ლი - ყო­ფი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც წიგ­ნის თარ­გმნა­ში უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის­ხმე­ვა ჩა­მი­დია, თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე მი­მუ­შა­ვია, პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვუზ­რდი­ვარ ამ პრო­ცესს და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაც მი­მი­ღია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს წიგ­ნი მკი­თხველ­თა ვიწ­რო წრეს თუ წა­უ­კი­თხავს. წიგ­ნებს, ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, თა­ვი­ან­თი ბედი აქვთ - ეს პირ­ვე­ლად მე ნამ­დვი­ლად არ მით­ქვამს (არც ის მახ­სოვს, ვინ თქვა), მაგ­რამ ხში­რად ვი­მე­ო­რებ. "მხევ­ლის წიგ­ნის” ბე­დად უჩ­ვე­უ­ლო პო­პუ­ლა­რო­ბა ხვდა - ამ მოვ­ლე­ნის მი­მართ საკ­მა­ოდ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ერთი მხრივ, ცხა­დია, მი­ხა­რია, მე­ო­რე მხრივ კი მაც­ბუ­ნებს.

მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის ეს რო­მა­ნი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლად ვთარ­გმნი­დი თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ებს და იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რომ მას უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აუ­დი­ტო­რია წა­ი­კი­თხავ­და - თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხვე­ლი, რო­მელ­საც, ვთქვათ, ლექ­სი­კო­ნის მტვერ­გა­დაც­ლი­ლი სი­ტყვე­ბი ანდა მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი ჩა­ნარ­თე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და. კარ­გია, რომ სწო­რი წი­ნათ­გრძნო­ბა აღ­მო­მაჩ­ნდა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ვა­რა­უ­დო მკი­თხვე­ლის დიქ­ტატს არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბი­ვარ, ვთარ­გმნი­დი ისე, რო­გორც ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის იმ სა­ფე­ხურ­ზე მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ უნდა მე­თარ­გმნა, რო­გორც ინ­სტინ­ქტი მკარ­ნა­ხობ­და - ვფიქ­რობ, რო­გორც კი თარ­გმნა ჩემ­თვის ინ­სტინ­ქტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა აღარ იქ­ნე­ბა, მა­შინ­ვე დავ­კარ­გავ ინ­ტე­რესს მის მი­მართ.

მგო­ნი, ამ პე­რი­ოდ­ში­ვე ვის­წავ­ლე სა­თარ­გმნი მა­სა­ლის ში­ნა­არ­სის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა - სხვაგ­ვა­რად ამ რო­მა­ნის უმ­ძი­მე­სი პა­სა­ჟე­ბის თარ­გმნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, მით უმე­ტეს, მა­შინ ჩემი ცხოვ­რე­ბის საკ­მა­ოდ დე­ლი­კა­ტურ პე­რი­ოდს გავ­დი­ო­დი. მახ­სოვს, მო­ვა­ხერ­ხე და ერ­თა­დერ­თხელ ვი­ტი­რე, იმ მო­ნაკ­ვე­თის თარ­გმნი­სას, რო­დე­საც აბა­ზა­ნა­ში ჩა­წო­ლილ მთა­ვარ გმირს თა­ვი­სი და­კარ­გუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი ელან­დე­ბა.

რა სპე­ცი­ფი­კას­თან არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი? რამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დით თარ­გმან­ზე?

მგო­ნი, იო­ლად სა­თარ­გმნი წიგ­ნი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ თუკი სად­მე მა­ინც არის, ეს "მხევ­ლის წიგ­ნი” ნამ­დვი­ლად არაა. მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი არა მხო­ლოდ რო­მა­ნე­ბის, არა­მედ არა­ერ­თი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლის ავ­ტო­რი­ცაა და მგო­ნია, რომ ეს მის პრო­ზა­ულ ნა­წარ­მო­ე­ბებ­საც ძა­ლი­ან ეტყო­ბა - ზო­გან პირ­და­პირ რიტ­მუ­ლი პრო­ზის ჩა­ნარ­თე­ბიც კი გვხვდე­ბა, მა­გა­ლი­თად, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის მიერ "მა­მაო ჩვე­ნოს” მო­დი­ფი­ცი­რე­ბი­სას. პო­ე­ტუ­რი ქსო­ვი­ლის თვალ­საზ­რი­სით შე­უ­და­რე­ბე­ლია იმა­ვე ავ­ტო­რის სხვა რო­მა­ნი "ბრმა მკვლე­ლი”, რო­მე­ლიც - მათ შო­რის, თა­მარ ჯა­ფა­რი­ძის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თარ­გმა­ნის გა­მოც - ეტ­ვუ­დის ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლეს ნა­წარ­მო­ე­ბად რჩე­ბა.

თარ­გმა­ნის სირ­თუ­ლის თვალ­საზ­რი­სით ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეტ­ვუ­დი ამ რო­მან­ში უამ­რავ ოკა­ზი­ო­ნა­ლიზმს ქმნის, რომ­ლებ­საც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სე­ბის მი­სა­და­გე­ბა სჭირ­დე­ბა - ეს პრო­ცე­სი, ჩემი ნება რომ ყო­ფი­ლი­ყო, წლო­ბით გაგ­რძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­გა­მომ­ცემ­ლო ბა­ზა­რი ასე არ მუ­შა­ობს. "მხევ­ლის წიგნ­ზე” ზუს­ტად იმ­დენ ხანს ვი­მუ­შა­ვე, რამ­დე­ნი ხა­ნიც კონ­ტრაქ­ტით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩემი მა­შინ­დე­ლი გა­მომ­ცემ­ლი­სა და წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რის ენ­თუ­ზი­აზ­მი ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბად და წა­მა­ხა­ლი­სებ­ლად მოქ­მე­დებ­და. ვი­ცო­დი, რომ ჩემ მიერ გაგ­ზავ­ნილ ნა­წყვეტს მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ, მა­შინ­ვე წა­ი­კი­თხავ­დნენ და მო­საზ­რე­ბებ­საც გა­მო­მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, ამი­ტომ თავს გუნ­დურ მო­თა­მა­შედ ვგრძნობ­დი და ეს ძა­ლი­ან დიდ ინ­სპი­რა­ცი­ას მაძ­ლევ­და.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მწერ­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას იმი­სათ­ვის, რომ მკი­თხვე­ლამ­დე წიგ­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­თენ­ტუ­რი ვერ­სია მი­ვი­დეს? რამ­დე­ნად არის ეს გა­მოწ­ვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

მგო­ნი, მხატ­ვრუ­ლი თარ­გმა­ნი სხვა არც არა­ფე­რია - მწერ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იმის­თვის, რომ მკი­თხველ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­თენ­ტუ­რი ვერ­სია მი­ვი­დეს, აზარ­ტი, რო­მე­ლიც ამ თით­ქმის შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბის მცდე­ლო­ბას მოს­დევს და ის კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა თუ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა, რაც შე­დე­გის მი­ღე­ბი­სას ეუფ­ლე­ბა ადა­მი­ანს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი ცნო­ბილ თარ­გმანმცოდ­ნე­სა და მთარ­გმნელს ლანა კას­ტე­ლა­ნოს, რო­მელ­მაც თქვა, რომ მთარ­გმნე­ლი 30 წლამ­დე სრუ­ლი­ად უმ­წი­ფა­რია, ხოლო მისი ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პიკი 50 წლის შემ­დეგ დგე­ბა. მთარ­გმნე­ლო­ბა დიდ­წი­ლად არის გა­მოც­დი­ლე­ბის, შრო­მის უწყვე­ტი ციკ­ლი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის ნა­ყო­ფი. ახალ­გაზ­რდა მთარ­გმნე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს უნი­ჭი­ე­რე­სი, იმე­დის­მომ­ცე­მი, ჰქონ­დეს ქა­რიზ­მით სავ­სე ტექ­სტის შექ­მნის უნა­რი (რაც, რო­გორც წესი დი­დად არ უკავ­შირ­დე­ბა მის პი­როვ­ნულ ქა­რიზ­მას), მაგ­რამ ის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი მთარ­გმნე­ლი - სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტის ჩახ­შო­ბი­სა და უკა­ნა პლან­ზე და­ყე­ნე­ბის მცოდ­ნე, კირ­კი­ტა და ყო­ველ წვრილ­მან­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ნე­ბის­ყო­ფა, დის­ციპ­ლი­ნა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა ის სამი თვი­სე­ბაა, რო­მე­ლიც მთარ­გმნელს ისე უვი­თარ­დე­ბა, რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვეს - პლას­ტი­კა ანდა კუნ­თე­ბი. კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის მთარ­გმნე­ლი მსა­ხი­ობს ჰგავს, მერე კი ბერს, ას­კეტს ემ­სგავ­სე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო კია ეს გზა არ­ტის­ტო­ბი­დან ას­კე­ტო­ბამ­დე.

და­ბო­ლოს, რა­ტომ უნდა წა­ვი­კი­თხოთ ეს წიგ­ნი, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს? არის თუ არა ეტ­ვუ­დი თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?

ეტ­ვუ­დი მა­ღა­ლი დო­ნის კო­მერ­ცი­უ­ლი მწე­რა­ლია - ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე. მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც მკი­თხველს აი­ძუ­ლებს იგ­რძნოს და ამას­თა­ნა­ვე დიდი ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღოს. ის ნამ­დვი­ლი მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქეა, აი, ისე­თი, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აე­დევ­ნოთ და იმედს არ გა­გიც­რუ­ებთ, ყო­ველ­თვის საღ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ავ­ლენს და ში­გა­და­შიგ თა­ვი­სი გა­მომ­ცხვა­რი ნამ­ცხვრე­ბის ფო­ტო­ებ­საც გა­გი­ზი­ა­რებთ. სწო­რედ ამ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა იმ ტე­ლე­სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "მხევ­ლის წიგ­ნი” გა­და­ი­ღეს - რო­დე­საც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სათ­ვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი ნა­რა­ტი­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის­თვის ზედ­გა­მოჭ­რი­ლი ფორ­მა­ტით - ტე­ლე­სე­რი­ა­ლით - გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, წარ­მა­ტე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ვერ გავ­ბე­დავ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო, რომ მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დი, რო­გორც მწე­რა­ლი, სა­უ­კუ­ნე­ებს შე­მორ­ჩე­ბა და მის წიგნს ისე გა­შიფ­რა­ვენ ას­წლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ, რო­გორც მისი პერ­სო­ნა­ჟი მხევ­ლის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს, თუმ­ცა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­მოწ­ვე­ვებს ის ზედ­მი­წევ­ნით პა­სუ­ხობს, რა­შიც მკი­თხველს "მხევ­ლის წიგ­ნის” გაგ­რძე­ლე­ბა "აღ­თქმე­ბიც” და­არ­წმუ­ნებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - "მხევლის წიგნის" მთარგმნელი ანი კოპალიანი სამუშაო პროცესს გვიზიარებს

წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - "მხევლის წიგნის" მთარგმნელი ანი კოპალიანი სამუშაო პროცესს გვიზიარებს

18 მარტიდან კანადელი მწერლის მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნის“ ახალი გამოცემა „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებშიც იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე კი წიგნის შეძენა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

„მხევლის წიგნი“ გამოვიდა ახალი სერიის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ და მაღაზიებში გამოჩენიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად - 10 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

საინტერესოა, რით არის მწერლის აღნიშნული რომანი გამორჩეული და რა გამოცდილება იყო მის თარგმანზე მუშაობა. ამის შესახებ დეტალურად მთარგმნელი ანი კოპალიანი საუბრობს:

საინტერესოა, რა გამოცდილება იყო თქვენთვის ეტვუდის „მხევლის წიგნის“ თარგმნა?

ჩემი გადმოსახედიდან, წიგნები ძალიან ჰგავს ადამიანებს, ხოლო წიგნები, რომლებსაც თარგმნი - ახლო ნაცნობებს; ისინი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს მთარგმნელზე - კარგს ან ცუდს, სასიამოვნოს ან უსიამოვნოს. მთარგმნელისა და წიგნის ურთიერთობა სრულიად არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს იმავე წიგნს მკითხველი - ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც წიგნის თარგმნაში უზარმაზარი ძალისხმევა ჩამიდია, თითოეულ სიტყვაზე მიმუშავია, პროფესიულად გავუზრდივარ ამ პროცესს და დიდი სიამოვნებაც მიმიღია, მაგრამ საბოლოოდ ეს წიგნი მკითხველთა ვიწრო წრეს თუ წაუკითხავს. წიგნებს, ისევე როგორც ადამიანებს, თავიანთი ბედი აქვთ - ეს პირველად მე ნამდვილად არ მითქვამს (არც ის მახსოვს, ვინ თქვა), მაგრამ ხშირად ვიმეორებ. ,,მხევლის წიგნის” ბედად უჩვეულო პოპულარობა ხვდა - ამ მოვლენის მიმართ საკმაოდ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს, ერთი მხრივ, ცხადია, მიხარია, მეორე მხრივ კი მაცბუნებს.

მარგარეტ ეტვუდის ეს რომანი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან პირველად ვთარგმნიდი თანამედროვე ეპოქის, ჯერ კიდევ ცოცხალი მწერლის ნაწარმოებს და იმასაც ვხვდებოდი, რომ მას უფრო განსხვავებული აუდიტორია წაიკითხავდა - თანამედროვე მკითხველი, რომელსაც, ვთქვათ, ლექსიკონის მტვერგადაცლილი სიტყვები ანდა მაღალფარდოვანი ჩანართები გააღიზიანებდა. კარგია, რომ სწორი წინათგრძნობა აღმომაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სავარაუდო მკითხველის დიქტატს არ დავმორჩილებივარ, ვთარგმნიდი ისე, როგორც ჩემი პროფესიული განვითარების იმ საფეხურზე მივიჩნევდი, რომ უნდა მეთარგმნა, როგორც ინსტინქტი მკარნახობდა - ვფიქრობ, როგორც კი თარგმნა ჩემთვის ინსტინქტური საქმიანობა აღარ იქნება, მაშინვე დავკარგავ ინტერესს მის მიმართ.

მგონი, ამ პერიოდშივე ვისწავლე სათარგმნი მასალის შინაარსისგან დისტანცირება - სხვაგვარად ამ რომანის უმძიმესი პასაჟების თარგმნა შეუძლებელი იქნებოდა, მით უმეტეს, მაშინ ჩემი ცხოვრების საკმაოდ დელიკატურ პერიოდს გავდიოდი. მახსოვს, მოვახერხე და ერთადერთხელ ვიტირე, იმ მონაკვეთის თარგმნისას, როდესაც აბაზანაში ჩაწოლილ მთავარ გმირს თავისი დაკარგული ქალიშვილი ელანდება.

რა სპეციფიკასთან არის ეს დაკავშირებული? რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით თარგმანზე?

მგონი, იოლად სათარგმნი წიგნი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ თუკი სადმე მაინც არის, ეს ,,მხევლის წიგნი” ნამდვილად არაა. მარგარეტ ეტვუდი არა მხოლოდ რომანების, არამედ არაერთი პოეტური კრებულის ავტორიცაა და მგონია, რომ ეს მის პროზაულ ნაწარმოებებსაც ძალიან ეტყობა - ზოგან პირდაპირ რიტმული პროზის ჩანართებიც კი გვხვდება, მაგალითად, მთავარი პერსონაჟის მიერ ,,მამაო ჩვენოს” მოდიფიცირებისას. პოეტური ქსოვილის თვალსაზრისით შეუდარებელია იმავე ავტორის სხვა რომანი ,,ბრმა მკვლელი”, რომელიც - მათ შორის, თამარ ჯაფარიძის არაჩვეულებრივი თარგმანის გამოც - ეტვუდის ჩემთვის უსაყვარლეს ნაწარმოებად რჩება.

თარგმანის სირთულის თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია, რომ ეტვუდი ამ რომანში უამრავ ოკაზიონალიზმს ქმნის, რომლებსაც, რასაკვირველია, ქართული შესატყვისების მისადაგება სჭირდება - ეს პროცესი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, წლობით გაგრძელდებოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, საგამომცემლო ბაზარი ასე არ მუშაობს. ,,მხევლის წიგნზე” ზუსტად იმდენ ხანს ვიმუშავე, რამდენი ხანიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. ჩემი მაშინდელი გამომცემლისა და წიგნის რედაქტორის ენთუზიაზმი ძალიან გადამდებად და წამახალისებლად მოქმედებდა. ვიცოდი, რომ ჩემ მიერ გაგზავნილ ნაწყვეტს მოუთმენლად ელოდნენ, მაშინვე წაიკითხავდნენ და მოსაზრებებსაც გამომიგზავნიდნენ, ამიტომ თავს გუნდურ მოთამაშედ ვგრძნობდი და ეს ძალიან დიდ ინსპირაციას მაძლევდა.

რა მნიშვნელობა აქვს მწერლის დამახასიათებელი სტილის შენარჩუნებას იმისათვის, რომ მკითხველამდე წიგნის მაქსიმალურად ავთენტური ვერსია მივიდეს? რამდენად არის ეს გამოწვევებთან დაკავშირებული?

მგონი, მხატვრული თარგმანი სხვა არც არაფერია - მწერლის ინდივიდუალური სტილის შენარჩუნება იმისთვის, რომ მკითხველთან მაქსიმალურად ავთენტური ვერსია მივიდეს, აზარტი, რომელიც ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესრულების მცდელობას მოსდევს და ის კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების შეგრძნება, რაც შედეგის მიღებისას ეუფლება ადამიანს. აბსოლუტურად ვეთანხმები ცნობილ თარგმანმცოდნესა და მთარგმნელს ლანა კასტელანოს, რომელმაც თქვა, რომ მთარგმნელი 30 წლამდე სრულიად უმწიფარია, ხოლო მისი ნამდვილი პროფესიული პიკი 50 წლის შემდეგ დგება. მთარგმნელობა დიდწილად არის გამოცდილების, შრომის უწყვეტი ციკლისა და ძალისხმევის ნაყოფი. ახალგაზრდა მთარგმნელი შეიძლება იყოს უნიჭიერესი, იმედისმომცემი, ჰქონდეს ქარიზმით სავსე ტექსტის შექმნის უნარი (რაც, როგორც წესი დიდად არ უკავშირდება მის პიროვნულ ქარიზმას), მაგრამ ის ძალიან იშვიათად თუ იქნება ნამდვილი მთარგმნელი - საკუთარი შემოქმედებითი მუხტის ჩახშობისა და უკანა პლანზე დაყენების მცოდნე, კირკიტა და ყოველ წვრილმანზე პასუხისმგებელი. ნებისყოფა, დისციპლინა და მიზანდასახულობა ის სამი თვისებაა, რომელიც მთარგმნელს ისე უვითარდება, როგორც მოცეკვავეს - პლასტიკა ანდა კუნთები. კარიერის დასაწყისში ლიტერატურის მთარგმნელი მსახიობს ჰგავს, მერე კი ბერს, ასკეტს ემსგავსება, საინტერესო კია ეს გზა არტისტობიდან ასკეტობამდე.

დაბოლოს, რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი, როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს? არის თუ არა ეტვუდი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი?

ეტვუდი მაღალი დონის კომერციული მწერალია - ძალიან განათლებული და მგრძნობიარე. მწერალი, რომელიც მკითხველს აიძულებს იგრძნოს და ამასთანავე დიდი ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს. ის ნამდვილი მსოფლიო მოქალაქეა, აი, ისეთი, ვისაც შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში აედევნოთ და იმედს არ გაგიცრუებთ, ყოველთვის საღ მოქალაქეობრივ პოზიციას გამოავლენს და შიგადაშიგ თავისი გამომცხვარი ნამცხვრების ფოტოებსაც გაგიზიარებთ. სწორედ ამ თანამედროვეობამ განაპირობა იმ ტელესერიალის პოპულარულობა, რომლის მიხედვითაც ,,მხევლის წიგნი” გადაიღეს - როდესაც თანამედროვეობისათვის ზედგამოჭრილი ნარატივი თანამედროვეობისთვის ზედგამოჭრილი ფორმატით - ტელესერიალით - გაიცნო საზოგადოებამ, წარმატებამაც არ დააყოვნა. ვერ გავბედავ ვიწინასწარმეტყველო, რომ მარგარეტ ეტვუდი, როგორც მწერალი, საუკუნეებს შემორჩება და მის წიგნს ისე გაშიფრავენ ასწლეულების შემდეგ, როგორც მისი პერსონაჟი მხევლის აუდიოჩანაწერებს, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თანამედროვეობის გამოწვევებს ის ზედმიწევნით პასუხობს, რაშიც მკითხველს ,,მხევლის წიგნის” გაგრძელება ,,აღთქმებიც” დაარწმუნებს.

R