კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?
ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ყაბ­ზო­ბა ბავ­შვებ­ში – რა უნდა ვი­ცო­დეთ მას­ზე?

ბავ­შვთა ასაკ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ჩი­ვილს ყაბ­ზო­ბა წარ­მო­ად­გენს. ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ მისი ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბას ან არ მი­იჩ­ნე­ვენ მას სე­რი­ო­ზულ სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მად. რე­ა­ლუ­რად კი, ყაბ­ზო­ბის უკან ყო­ველ­თვის დგას რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი, რომ­ლის ამოც­ნო­ბაც და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

რა არის ყაბ­ზო­ბა და რა იწ­ვევს მას? რო­გორ უნდა ამო­იც­ნოს მშო­ბელ­მა შეკ­რუ­ლო­ბის ნიშ­ნე­ბი და რო­დის უნდა მი­მარ­თოს ექიმს? – ამ და სხვა კი­თხვებ­ზე გვპა­სუ­ხობს თო­დუ­ას კლი­ნი­კის ვე­რის ფი­ლი­ა­ლის პე­დი­ატ­რი თეა აბ­ჟან­და­ძე.

რა არის ყაბ­ზო­ბა და რა ფაქ­ტო­რე­ბი იწ­ვევს მას?

  • ყაბ­ზო­ბა, იგი­ვე შეკ­რუ­ლო­ბა, ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბის სიხ­ში­რის კვი­რა­ში 3 ან ნაკ­ლებ ეპი­ზო­დამ­დე შემ­ცი­რე­ბას ნიშ­ნავს. ასე­ვე, მტკივ­ნე­ულ და გაძ­ნე­ლე­ბულ დე­ფე­კა­ცი­ას მყა­რი გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბით.
  • ბავ­შვებ­ში ყაბ­ზო­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იწ­ვევ­დეს, ესე­ნია:
  • კვე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბი – მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო­ე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი­სა და სი­თხის არა­საკ­მა­რი­სი მი­ღე­ბა;
  • ქცე­ვი­თი ფაქ­ტო­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, დე­ფე­კა­ცი­ის აქ­ტის შე­კა­ვე­ბა. ბავ­შვებ­მა შე­იძ­ლე­ბა იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თონ დე­ფე­კა­ცი­ის სურ­ვილს, რად­გან ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან თა­მა­შით ან არ სურთ ისარ­გებ­ლონ უც­ნო­ბი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით;
  • ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა;
  • სა­მე­დი­ცი­ნო მი­ზე­ზე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი (IBS), ჰი­პო­თი­რე­ო­ზი, მაგ­ნი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი, კა­ლი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი;
  • ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი – სტრეს­მა, შფოთ­ვამ ან სხვა ემო­ცი­ურ­მა ფაქ­ტო­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე.

რა ნიშ­ნე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს ყაბ­ზო­ბა­ზე?

შე­იძ­ლე­ბა საქ­მე გვქონ­დეს ყაბ­ზო­ბას­თან, თუ ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა გა­იშ­ვი­ათ­და და დე­ფე­კა­ცი­ას ბავ­შვი კვი­რა­ში 3-ჯერ ან კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით ახერ­ხებს. შეკ­რუ­ლო­ბის დროს დე­ფე­კა­ცია მტკივ­ნე­უ­ლია, გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბი კი – მყა­რი და მშრა­ლი. ბავ­შვი, ასე­ვე, ვერ ახერ­ხებს ნაწ­ლა­ვე­ბის საკ­მა­რი­სად დაც­ლას.

რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ხან­გრძლივ­მა შეკ­რუ­ლო­ბამ?

დე­ფე­კა­ცი­ის გაძ­ნე­ლე­ბამ ბავ­შვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დე­ფე­კა­ცი­ის პრო­ცე­სის შიში, რაც თა­ვის მხრივ კი­დევ უფრო აღ­რმა­ვებს პრობ­ლე­მას და არ­თუ­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ამას­თან ერ­თად, ყაბ­ზო­ბის მქო­ნე ბავ­შვებს ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ ქრო­ნი­კუ­ლი მუც­ლის ტკი­ვი­ლი და დის­კომ­ფორ­ტი. ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე შეკ­რუ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, გა­მო­იწ­ვი­ოს ანა­ლუ­რი ნაპ­რა­ლე­ბი და სის­ხლდე­ნა ანუ­სი­დან.

რო­გო­რია ყაბ­ზო­ბის პრე­ვენ­ცია?

შეკ­რუ­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბის ცვლი­ლე­ბა. ბავ­შვის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნი უნდა შე­ი­ცავ­დეს მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კო­ე­ბით მდი­დარ საკ­ვებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ხილი, ბოსტნე­უ­ლი და მარ­ცვლოვ­ნე­ბი. გა­ნავ­ლო­ვა­ნი მა­სე­ბის დარ­ბი­ლე­ბა­სა და ნაწ­ლა­ვე­ბის მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ხელს უწყობს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბაც.

მშო­ბელ­მა, ასე­ვე, უნდა და­უ­წე­სონ ბავ­შვს ტუ­ა­ლე­ტის რუ­ტი­ნა და მის­ცეს მას რე­გუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი – სა­სურ­ვე­ლია, დე­ფე­კა­ცია მოხ­დეს ჭა­მის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუთ­ში. ნაწ­ლა­ვის ფუნ­ქცი­ის სტი­მუ­ლი­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც.

რო­გორ მკურ­ნა­ლობთ ყაბ­ზო­ბას ბავ­შვებ­ში?

თუ ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და დი­ე­ტის ცვლი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყაბ­ზო­ბა მა­ინც გაგ­რძელ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მის კონ­სულ­ტა­ცია, შეკ­რუ­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნი­სა და სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით.

გარ­კვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან გა­ნავ­ლის და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყაბ­ზო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი უნდა მოხ­დეს მათი დაძ­ლე­ვა. მა­გა­ლი­თად, თუ შეკ­რუ­ლო­ბას შე­დე­გად ახ­ლავს სტრე­სი ან შფოთ­ვა, სა­ჭი­როა, პრობ­ლე­მას კომ­პლექ­სუ­რად მი­ვუდ­გეთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი და არა­ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა სა­ჭი­რო გახ­დეს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბაც.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ყაბზობა ბავშვებში – რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჩივილს ყაბზობა წარმოადგენს. ზოგჯერ მშობლები ვერ ახერხებენ მისი ნიშნების ამოცნობას ან არ მიიჩნევენ მას სერიოზულ სამედიცინო პრობლემად. რეალურად კი, ყაბზობის უკან ყოველთვის დგას რაიმე კონკრეტული მიზეზი, რომლის ამოცნობაც და დროული რეაგირება მნიშვნელოვანია ბავშვის საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.

რა არის ყაბზობა და რა იწვევს მას? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა შეკრულობის ნიშნები და როდის უნდა მიმართოს ექიმს? – ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის პედიატრი თეა აბჟანდაძე.

რა არის ყაბზობა და რა ფაქტორები იწვევს მას?

  • ყაბზობა, იგივე შეკრულობა, ნაწლავთა მოქმედების სიხშირის კვირაში 3 ან ნაკლებ ეპიზოდამდე შემცირებას ნიშნავს. ასევე, მტკივნეულ და გაძნელებულ დეფეკაციას მყარი განავლოვანი მასებით.
  • ბავშვებში ყაბზობას რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იწვევდეს, ესენია:
  • კვებითი ფაქტორები – მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და სითხის არასაკმარისი მიღება;
  • ქცევითი ფაქტორები, მაგალითად, დეფეკაციის აქტის შეკავება. ბავშვებმა შეიძლება იგნორირება გაუკეთონ დეფეკაციის სურვილს, რადგან ისინი დაკავებული არიან თამაშით ან არ სურთ ისარგებლონ უცნობი სველი წერტილებით;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
  • სამედიცინო მიზეზები, როგორებიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), ჰიპოთირეოზი, მაგნიუმის დეფიციტი, კალიუმის დეფიციტი;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორები – სტრესმა, შფოთვამ ან სხვა ემოციურმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

რა ნიშნები მიანიშნებს ყაბზობაზე?

შეიძლება საქმე გვქონდეს ყაბზობასთან, თუ ნაწლავთა მოქმედება გაიშვიათდა და დეფეკაციას ბავშვი კვირაში 3-ჯერ ან კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობით ახერხებს. შეკრულობის დროს დეფეკაცია მტკივნეულია, განავლოვანი მასები კი – მყარი და მშრალი. ბავშვი, ასევე, ვერ ახერხებს ნაწლავების საკმარისად დაცლას.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივმა შეკრულობამ?

დეფეკაციის გაძნელებამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს დეფეკაციის პროცესის შიში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ართულებს მკურნალობას. ამასთან ერთად, ყაბზობის მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული მუცლის ტკივილი და დისკომფორტი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე შეკრულობამ შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს ანალური ნაპრალები და სისხლდენა ანუსიდან.

როგორია ყაბზობის პრევენცია?

შეკრულობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კვების ცვლილება. ბავშვის ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს მცენარეული ბოჭკოებით მდიდარ საკვებს, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლოვნები. განავლოვანი მასების დარბილებასა და ნაწლავების მოტორული ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს დღის განმავლობაში სითხის ჭარბი რაოდენობით მიღებაც.

მშობელმა, ასევე, უნდა დაუწესონ ბავშვს ტუალეტის რუტინა და მისცეს მას რეგულარული ხასიათი – სასურველია, დეფეკაცია მოხდეს ჭამის შემდეგ დაახლოებით 15-20 წუთში. ნაწლავის ფუნქციის სტიმულირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფიზიკური აქტივობაც.

როგორ მკურნალობთ ყაბზობას ბავშვებში?

თუ ცხოვრების წესისა და დიეტის ცვლილების მიუხედავად ყაბზობა მაინც გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, შეკრულობის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სწორი მკურნალობის შერჩევის მიზნით.

გარკვეულ სიტუაციებში რეკომენდებულია მედიკამენტების ან განავლის დამარბილებელი საშუალებების გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყაბზობა ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის განპირობებული უნდა მოხდეს მათი დაძლევა. მაგალითად, თუ შეკრულობას შედეგად ახლავს სტრესი ან შფოთვა, საჭიროა, პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ. ამ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან ერთად, შესაძლოა საჭირო გახდეს ფსიქოთერაპევტის ჩართულობაც.

R