მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიანკას მამა განრისხებულია და აინტერესებს, რას იგრძნობდა ქანიე, მის ქალიშვილებს მამაკაცი ასე რომ მოპყრობოდა" - ბიანკა ცენსორი კოლჰოტით და საცვლების გარეშე: მორიგი სკანდალი
"ბიანკას მამა განრისხებულია და აინტერესებს, რას იგრძნობდა ქანიე, მის ქალიშვილებს მამაკაცი ასე რომ მოპყრობოდა" - ბიანკა ცენსორი კოლჰოტით და საცვლების გარეშე: მორიგი სკანდალი

რე­პე­რი ქა­ნიე ვეს­ტი და მისი ცოლი ბი­ან­კა ცენ­სო­რი კვლავ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ბი­ან­კას ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მისი მამა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და გან­რის­ხე­ბუ­ლია, რად­გან თვლის, რომ ქა­ნიე უეს­ტი მისი შვი­ლის ოჯა­ხის­გან ჩა­მო­შო­რე­ბას ცდი­ლობს და მას რე­პუ­ტა­ცი­ას უნად­გუ­რებს.

ეს ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც 29 წლის ცენ­სო­რი პა­რიზ­ში რე­პერ­თან ერ­თად სა­ვახ­შმოდ საც­ვლის გა­რე­შე, მხო­ლოდ კოლ­ჰო­ტის ამა­რა გა­მოჩ­ნდა.

ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის ის შე­საძ­ლოა, ცი­ხე­შიც კი აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან საფ­რან­გეთ­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის გა­მო­ჩე­ნა 1-წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თი­თა და ფუ­ლა­დი ჯა­რი­მით ის­ჯე­ბა.

წყა­რო­ე­ბის მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, ბი­ან­კას ოჯა­ხი მას­ზე ნერ­ვი­უ­ლობს და გულ­წრფე­ლად აინ­ტე­რე­სებთ, რას იგ­რძნობ­და ქა­ნიე, რო­მე­ლი­მე მა­მა­კა­ცი მის ქა­ლიშ­ვი­ლებს, ნორ­თსა და ჩი­კა­გოს მსგავ­სად რომ მო­პყრო­ბო­და.

ბი­ან­კას მამა, ლეო ცენ­სო­რი

"ბი­ან­კას მა­მას, ლეოს სურს, ქა­ნი­ეს სა­თა­ნა­დოდ გა­მოჰ­კი­თხოს, რაზე ფიქ­რობს, როცა ბი­ან­კას სა­ჯა­როდ აშიშ­ვლებს. რას გა­ა­კე­თებს, თუ მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქმრე­ბის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ სა­მოს­ში, ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან?!"

წყა­რო დას­ძენს: "მა­მა­კაც­მა საყ­ვა­რე­ლი ქალი არას­დროს უნდა წა­ა­ხა­ლი­სოს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე გა­მოჩ­ნდეს. ეს არ არის სიყ­ვა­რუ­ლი, ეს კონ­ტრო­ლია". წყა­რო­სა­ვე თქმით, მის მე­გობ­რებს უკვე აღარც კი აკ­ვირ­ვებთ ბი­ან­კას ჩაც­მუ­ლო­ბა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, როცა ბი­ან­კას ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი ქა­ნი­ეს გან­ზრახ­ვებს ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ:

"ბი­ან­კას ოჯა­ხი ღე­ლავს, რად­გან სულ უფრო და უფრო უა­რე­სი რამ ხდე­ბა",- გა­ნუ­ცხა­და წარ­სულ­ში მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში წყა­რომ Daily Mail-ს.

"ბი­ან­კა აშ­კა­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მისი ტან­საც­მე­ლი არა მხო­ლოდ ამაზ­რზე­ნი და ცუდი მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მია, არა­მედ ის პო­ტენ­ცი­უ­რად კა­ნონ­საც არ­ღვევს. ოჯა­ხი ფიქ­რობს, რომ ბი­ან­კა ასე არ მო­იქ­ცე­ო­და, ქმა­რი რომ არ მარ­თავ­დეს", - ჰყვე­ბო­და ქა­ლის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

კი­დევ ერთი წყა­როს თქმით, ყო­ფილ­მა ცოლ­მა, კიმ კარ­და­ში­ან­მა ქა­ნი­ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნუ­ცხა­და, რომ ბი­ან­კა მის შვი­ლებ­თან ყოფ­ნი­სას ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო და უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად სცმო­და.

წყა­რო: dailymail

ნა­ხეთ ასე­ვე:

"ქა­ნი­ეს ბი­ან­კას­თვის რამ­დე­ნი­მე წესი აქვს. პირ­ვე­ლია, რომ მან ხმა არ უნდა ამო­ი­ღოს და მე­ო­რე - ის ჩა­იც­ვას, რაც ქა­ნი­ეს სურს" - ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლის ჩრდილ­ქვეშ: რას წე­რენ ტაბ­ლო­ი­დე­ბი?

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო და ვინც მათ ტაშს უკრავს

დამშვიდდით
0

ეგ მაშინ უნდა ეფიქრა მაგ შიზიკს რო ატანდა ცოლად))) ფულზე გათხოვილ კიკუებს ასეთი ბედი ელით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ბიანკას მამა განრისხებულია და აინტერესებს, რას იგრძნობდა ქანიე, მის ქალიშვილებს მამაკაცი ასე რომ მოპყრობოდა" - ბიანკა ცენსორი კოლჰოტით და საცვლების გარეშე: მორიგი სკანდალი

"ბიანკას მამა განრისხებულია და აინტერესებს, რას იგრძნობდა ქანიე, მის ქალიშვილებს მამაკაცი ასე რომ მოპყრობოდა" - ბიანკა ცენსორი კოლჰოტით და საცვლების გარეშე: მორიგი სკანდალი

რეპერი ქანიე ვესტი და მისი ცოლი ბიანკა ცენსორი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია. ბიანკას ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მისი მამა შეშფოთებული და განრისხებულია, რადგან თვლის, რომ ქანიე უესტი მისი შვილის ოჯახისგან ჩამოშორებას ცდილობს და მას რეპუტაციას უნადგურებს.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც 29 წლის ცენსორი პარიზში რეპერთან ერთად სავახშმოდ საცვლის გარეშე, მხოლოდ კოლჰოტის ამარა გამოჩნდა.

ამ საქციელისთვის ის შესაძლოა, ციხეშიც კი აღმოჩნდეს, რადგან საფრანგეთში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, საჯარო ადგილებში სასქესო ორგანოების გამოჩენა 1-წლიანი თავისუფლების აღკვეთითა და ფულადი ჯარიმით ისჯება.

წყაროების მონაყოლის მიხედვით, ბიანკას ოჯახი მასზე ნერვიულობს და გულწრფელად აინტერესებთ, რას იგრძნობდა ქანიე, რომელიმე მამაკაცი მის ქალიშვილებს, ნორთსა და ჩიკაგოს მსგავსად რომ მოპყრობოდა.

ბიანკას მამა, ლეო ცენსორი

"ბიანკას მამას, ლეოს სურს, ქანიეს სათანადოდ გამოჰკითხოს, რაზე ფიქრობს, როცა ბიანკას საჯაროდ აშიშვლებს. რას გააკეთებს, თუ მისი ქალიშვილები საზოგადოებაში ქმრების მიერ წახალისებულ სამოსში, ნახევრად შიშვლები გამოჩნდებიან?!"

წყარო დასძენს: "მამაკაცმა საყვარელი ქალი არასდროს უნდა წაახალისოს, რომ საზოგადოებაში ასე გამოჩნდეს. ეს არ არის სიყვარული, ეს კონტროლია". წყაროსავე თქმით, მის მეგობრებს უკვე აღარც კი აკვირვებთ ბიანკას ჩაცმულობა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბიანკას ოჯახი და მეგობრები ქანიეს განზრახვებს ეჭვქვეშ აყენებენ:

"ბიანკას ოჯახი ღელავს, რადგან სულ უფრო და უფრო უარესი რამ ხდება",- განუცხადა წარსულში მიცემულ ინტერვიუში წყარომ Daily Mail-ს.

"ბიანკა აშკარად ვერ აცნობიერებს, რომ მისი ტანსაცმელი არა მხოლოდ ამაზრზენი და ცუდი მაგალითის მიმცემია, არამედ ის პოტენციურად კანონსაც არღვევს. ოჯახი ფიქრობს, რომ ბიანკა ასე არ მოიქცეოდა, ქმარი რომ არ მართავდეს", - ჰყვებოდა ქალის ოჯახთან დაახლოებული პირი.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ყოფილმა ცოლმა, კიმ კარდაშიანმა ქანიეს კატეგორიულად განუცხადა, რომ ბიანკა მის შვილებთან ყოფნისას ნახევრად შიშველი არ ყოფილიყო და უფრო მოკრძალებულად სცმოდა.

წყარო: dailymail

ნახეთ ასევე:

"ქანიეს ბიანკასთვის რამდენიმე წესი აქვს. პირველია, რომ მან ხმა არ უნდა ამოიღოს და მეორე - ის ჩაიცვას, რაც ქანიეს სურს" - ახალგაზრდა ქალი მეუღლის ჩრდილქვეშ: რას წერენ ტაბლოიდები?

მოამზადა: ანა სიბოშვილმა