კულტურა/შოუბიზნესი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილეს - საგამოძიებო სამსახური
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილეს - საგამოძიებო სამსახური

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვი ამ­ხი­ლა.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ და­ზა­რა­ლე­ბულ დ.თ.-ს, თა­ვი­სი შვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ფლიქ­ტი ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ჰქონ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, მის­მა ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტივ­მა გა­და­წყვი­ტა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა. 2024 წლის 13 თე­ბერ­ვალს, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა, პო­ლი­ცი­ის უნი­ფორ­მით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით და­ზა­რა­ლე­ბულს სახ­ლში მი­ა­კი­თხა, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და თუ ის ბავ­შვის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­საყ­ვა­ნად უვა­დო მინ­დო­ბი­ლო­ბას არ გას­ცემ­და, ია­რა­ღი­სა ან/და ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბით და­ე­მუქ­რა.

და­ზა­რა­ლე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ზუგ­დი­დის ოფის­ში გა­ნა­ცხა­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ამ ეტა­პის­თვის საქ­მე­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა მოკ­ლე დრო­ში ჩა­ა­ტა­რა. დად­გე­ნი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის ვი­ნა­ო­ბა და მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტივს ბრალ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის წა­რედ­გი­ნა და გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს", - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფიზიკოსი
6

ანუ არც არაფერი შეცვლილა შევარდნაძის დროიდან... ეეეეჰ არაა ეს ქვეყანა დამოუკიდებლობის ღირსი არანაირად !!!

ნინი
3

ანუ მოსული პრაქტიკა ყოფილა... აბა რატომ არ დაემუქრა მაგალითად გაციმბირებით,ან კიდევ ჩამოხრჩობით ?!...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილეს - საგამოძიებო სამსახური

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილეს - საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა.

აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.

დაზარალებულმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში განაცხადა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამ ეტაპისთვის საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მოკლე დროში ჩაატარა. დადგენილი იქნა დამნაშავე სამართალდამცავის ვინაობა და მოპოვებული იქნა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

უწყების განმარტებით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.