Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის. არადა, ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა" - როგორ ცხოვრობს ქართული ფანოღის მეფე მერაბ კაშია?
"დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის. არადა, ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა" - როგორ ცხოვრობს ქართული ფანოღის მეფე მერაბ კაშია?

მე­რაბ კა­შია სამ­ტრე­დი­ი­დან თბი­ლის­ში 2000-იან წლებ­ში ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იც­ნობ­დნენ, რო­გორც ქარ­თუ­ლი ფა­ნო­ღის მე­ფეს. მისი სიმ­ღე­რე­ბი "მო­ვალ, მო­ვალ ვა­კის პარკში", "მინ­და გა­გე­ბუ­ტო ხან­და­ხან,“ "სოფო, სოფო, სოფო, სო­ფი­კო“ და უამ­რა­ვი სხვა - უკვე ამ ჟან­რის ჰი­ტე­ბი იყო.

მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი მო­რი­დე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია, რომ დღეს მე­რაბ კა­შია იშ­ვი­ა­თად ჩანს. ახლა გლ­დან­ში ცხოვ­რობს, მე­უღ­ლეს­თან, შვილ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. სა­ღა­მო­ო­ბით დუ­ქან­ში მღე­რის, ხელ­ფა­სი არ აქვს, მაგ­რამ "შა­ბა­შე­ბის“ იმე­დად, კმა­ყო­ფი­ლია, რომ თამ­ბა­ქოს ფული მა­ინც აქვს...

- ბა­ტო­ნო მე­რაბ, რო­გორ ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ?

- ვცხოვ­რობ ნელ-ნელა, პა­ტა­რა დუ­ქან­ში ვმუ­შა­ობ, ვერ­თო­ბი. ანა­ზღა­უ­რე­ბა არ მაქვს, თუ ვინ­მე რა­მეს მა­ჩუ­ქებს "შა­ბა­შის“ სა­ხით, ეგ არის. ხელ­ფა­სი არ მაქვს. ეს არის მხო­ლოდ ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. ჩემი სიმ­ღე­რე­ბით ბევ­რმა ფული იშო­ვა, მაგ­რამ მე ხან­და­ხან სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ მაქვს.

- პე­რი­ო­დუ­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც გიწ­ვე­ვენ.

- მივ­დი­ვარ, ვიმ­ღე­რებ, მოვ­დი­ვარ. მე არა­ფე­რი არ მაქვს მან­დე­დან. ან ჩემი სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ვინ მე­კი­თხე­ბა რა­მეს. ზოგი კი მე­კი­თხე­ბა, მი­რე­კავს, თქვენს გა­რე­შე არ მინ­დო­და და შე­იძ­ლე­ბა, ვიმ­ღე­როო? შე­ას­რუ­ლე, ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, არა­ვის არა­ფერს ვთხოვ.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბის ავ­ტო­რი თა­ვად ხართ.

- დიახ, მე ვარ ტექ­სტი­სა და მუ­სი­კის ავ­ტო­რიც. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­შიც ვი­ყა­ვი გა­წევ­რე­ბუ­ლი, სამ თვე­ში ერთხელ 300 ლარს მი­რი­ცხავ­დნენ, პან­დე­მი­ის დროს არც იმას მი­რი­ცხავ­დნენ და გა­მო­ვე­დი. ბავ­შვო­ბი­დან თავ­მდა­ბა­ლი ვარ, ჩემი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ვა­კე­თე, თა­ო­ბე­ბი აღვზარ­დე.

- ისე­თი რეს­ტორ­ნი­დან არ გქო­ნი­ათ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, სა­დაც ხელ­ფასს და­გი­ნიშ­ნავ­დნენ?

- არა, ამ დუ­ქან­შიც რომ ვარ, მად­ლო­ბე­ლი ვარ. ორი წელი სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, აი­ვან­ზე ვი­ჯე­ქი და თუ­თუნს ვა­ბო­ლებ­დი. ახლა სი­გა­რეტს მა­ინც ვე­წე­ვი, მა­გის ფულს ვშო­უ­ლობ.

- ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით.

- მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი - გო­გო­ნე­ბი. ერთი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს, მე­ო­რე თბი­ლის­ში მას­წავ­ლე­ბე­ლია. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს - გო­გო­ნე­ბი, ჩემი მე­უღ­ლეც მუ­შა­ობს. ვცხოვ­რობთ რა.

- ბინა მა­ინც გაქვთ, თუ ქი­რით ცხოვ­რობთ?

- ერთი ეგ მო­ვას­წა­რი, რომ ბინა ვი­ყი­დე. ორი­ა­თას წელ­ში ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, მა­შინ ფული იშო­ვე­ბო­და, 100 ლარს ფუ­ლად არ ვთვლი­დი, მიყ­ვარ­და ღვი­ნო, დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მა­ინც ოჯა­ხია. მე­უღ­ლემ კი იცო­და, ქა­ლე­ბი რომ მიყ­ვარ­და, ახ­ლაც მიყ­ვარს, მაგ­რამ ახლა სად არის სა­შუ­ა­ლე­ბა. ადრე რეს­ტორ­ნის წინ ორი ტაქ­სი მე­ლო­დე­ბო­და.

- რა­ტომ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ პო­პუ­ლა­რო­ბა?

- პატ­რო­ნი არ მყავ­და. რომ ბნე­ლო­და და სი­ნათ­ლე არ იყო, "ვესნა“ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი მქონ­და და სიმ­ღე­რებს ვწერ­დი. ახლა აღარ ვწერ სიმ­ღე­რებს, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ ახალ­გაზ­რდებს უყ­ვართ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი. "იუ­თუბ­ზე" არ­ცერ­თი ჩემი სიმ­ღე­რა ჩემი ატ­ვირ­თუ­ლი არ არის, არა­და, თურ­მე ვინც ტვირ­თავს, ის ხალ­ხი შო­უ­ლობს ფულს. სულ არ ვი­ცო­დი, რომ აქე­და­ნაც ფული იშო­ვე­ბო­და. არც ის ვიცი, რო­გორ უნდა ავ­ტვირ­თო იქ ვი­დეო.

- დახ­მა­რე­ბა არა­ვის შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია? ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც ხომ გიწ­ვე­ვენ...

- მასე კი მიწ­ვევ­დნენ, "იმედ­ში“ რომ ვი­ყა­ვი, მე და ფა­ქომ დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ, მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და იმ სიმ­ღე­რას და მე "მარ­შუტ­კით" წა­მო­ვე­დი შინ. ნა­ბა­ხუ­სე­ვი ვი­ყა­ვი და ლუ­დის ფუ­ლიც არა­ვინ მომ­ცა. ახლა გლ­დან­ში ვმღე­რი "გი­ვის დუ­ქან­ში“, ისე კარ­გად მხვდე­ბა ხალ­ხი, ვუყ­ვარ­ვარ და მა­ფა­სებს. პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც პი­როვ­ნე­ბას, ადა­მი­ანს მა­ფა­სე­ბენ. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია "მინ­და გა­გე­ბუ­ტო“, "ოდა შე­მი­რიგ­დი გოგო“, "ძია კაცო, გაბ­რა­ზე­ბით რად მი­ყუ­რებ.“

- ამ სიმ­ღე­რებს კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტე­ბი ჰყავ­და?

- კი, "ძია კაცო“ ჩემს სი­მამრს და­ვუ­წე­რე. მე­უღ­ლე რომ მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად, მა­შინ 15 წლის იყო, მე ოცის ვი­ყა­ვი. სა­სი­მამ­რომ მი­თხრა, - ცოტა ჭკუა რომ მი­ე­ცე­მა, მერე წა­იყ­ვა­ნეო. მე კი­დევ სიმ­ღე­რა და­ვუ­წე­რე. თე­ო­ნა ჩემს შვილს ჰქვია და მას­ზე დავ­წე­რე, სო­ფი­კო ერთი ახ­ლო­ბე­ლი იყო, ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­ლონ­ში გა­იც­ნო და რო­დე­საც გა­ი­გო, მე­რაბ კა­ში­ას ცოლი იყო, გა­და­ი­რია. მერე და­ვახ­ლოვ­დით და მი­თხრა, ერთი სიმ­ღე­რა სო­ფი­კო­ზეც და­წე­რეო.

თა­ვი­დან კა­სე­ტებ­ზე ვწერ­დი სიმ­ღე­რებს, სად იყო მა­შინ სტუ­დია. სამ­ტრე­დი­ა­ში ბა­ზარ­თან პა­ტა­რა ჩამ­წე­რი იყო და პირ­ვე­ლად იქ ჩავ­წე­რე, მახ­სოვს, ასი მა­ნე­თი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, კარ­გი ფული იყო მა­შინ. მერე ბა­თუმ­ში სტუ­დი­ა­ში ვწერ­დი, ოთხ ლა­რად ყიდ­დნენ კა­სე­ტას. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე დის­კებ­ზე ვწერ­დი სიმ­ღე­რებს, აქაც 200-300 ლარს მაძ­ლევ­დნენ.

ოჯახ­თან ერ­თად

- ადრე მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წილს ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ და­ნიშ­ნუ­ლი, არც ამ სი­ა­ში მოხ­ვედ­რილ­ხართ?

- არა, მე სხვა დო­ნის მომ­ღე­რა­ლი ვი­ყა­ვი, დიმ­პი­ტა­უ­რი-დამ­პი­ტა­უ­რი და ეგე­ნი დო­ნე­ე­ბი იყ­ვნენ. არც კონ­ცერ­ტებ­ზე მიწ­ვე­ვენ, ერთი შარ­შან იყო, ქუ­თა­ის­ში რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე რომ მი­მიწ­ვი­ეს. ხან­და­ხან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ქორ­წი­ლებ­შიც. ერთხელ მცხე­თა­ში მი­მიწ­ვი­ეს, სიძე ჩემი ფანი ყო­ფი­ლა. აუხ­ვი­ეს თვა­ლე­ბი და დარ­ბაზ­ში რომ შე­ვე­დი, "მინ­და გა­გე­ბუ­ტო“ ვიმ­ღე­რე. სი­ძეს ეგო­ნა, კომ­პი­უ­ტერ­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ნა­ჭე­რი რომ მოხ­სნეს და და­მი­ნა­ხა, გა­და­ი­რია კაცი, არ ელო­და.

- პან­დე­მი­ის დროს რო­გორ ცხოვ­რობ­დით?

- სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი, სამ­ტრე­დი­ა­ში, სი­მინდს ვთე­სავ­დი.

- გულ­და­წყვე­ტი­ლი ხართ, მაგ­რამ იუ­მო­რის გრძნო­ბას ინარ­ჩუ­ნებთ.

- რა თქმა უნდა, იუ­მო­რი თა­ვი­დან­ვე მქონ­და. რას იზამ, ყვე­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს. მთა­ვა­რი ჯან­მრთე­ლო­ბაა, ფული არაა მთა­ვა­რი...

- ამ ინ­ტერ­ვი­უს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წა­ი­კი­თხავს, რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ო­ბა, და­თან­ხმდე­ბით?

- კი დავ­თან­ხმდე­ბი, მაგ­რამ, არ მგო­ნია, შე­მომ­თა­ვა­ზონ. მარ­ტო ღმერ­თის იმე­დი მაქვს, სხვა არა­ვი­სი. რაც მო­გი­ვა და­ვი­თაო, ყვე­ლა შენი თა­ვი­თაო. არა­ვი­სი შე­წუ­ხე­ბა არ მიყ­ვარს, მარ­ტო სა­კუ­თარ თავს ვაბ­რა­ლებ ყვე­ლა­ფერს. სიყ­ვა­რუ­ლით ვცხოვ­რობ­დი და ვცხოვ­რობ, სიმ­ღე­რებ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, დე­და­ზე და სიყ­ვა­რულ­ზე ვწერ­დი. ქე­ი­ფი და და­ლე­ვა მიყ­ვარ­და. ახლა ვერც ვსვამ, "ზა­პოი“ მე­მარ­თე­ბა, მერე ერთი კვი­რა ვერ გა­მოვ­დი­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ნემსს ვი­კე­თებ ხოლ­მე ერ­თწ­ლი­ანს, რომ არ დავ­ლიო. ახლა მხო­ლოდ ყა­ვას ვსვამ...

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
1

სად მღერის ეხლა ბატონი მერაბი ? 

ედისონი
0

ჩაატარე სოლო კონცერტი ფილარმონიაში,მერე რაიონებში....ხალხი მოვა და იმათაც გადაუხდი მეპატრონეებს....ფონოგრამა ჩართე და მიდიი.კარგად კი მღერიხარ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის. არადა, ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა" - როგორ ცხოვრობს ქართული ფანოღის მეფე მერაბ კაშია?

"დუქანში ვმუშაობ, ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის. არადა, ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა" - როგორ ცხოვრობს ქართული ფანოღის მეფე მერაბ კაშია?

მერაბ კაშია სამტრედიიდან თბილისში 2000-იან წლებში ჩამოვიდა, თუმცა საქართველოში უკვე იცნობდნენ, როგორც ქართული ფანოღის მეფეს. მისი სიმღერები "მოვალ, მოვალ ვაკის პარკში", "მინდა გაგებუტო ხანდახან,“ "სოფო, სოფო, სოფო, სოფიკო“ და უამრავი სხვა - უკვე ამ ჟანრის ჰიტები იყო.

მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ამბობს, რომ საკუთარი მორიდებულობის ბრალია, რომ დღეს მერაბ კაშია იშვიათად ჩანს. ახლა გლდანში ცხოვრობს, მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. საღამოობით დუქანში მღერის, ხელფასი არ აქვს, მაგრამ "შაბაშების“ იმედად, კმაყოფილია, რომ თამბაქოს ფული მაინც აქვს...

- ბატონო მერაბ, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?

- ვცხოვრობ ნელ-ნელა, პატარა დუქანში ვმუშაობ, ვერთობი. ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს "შაბაშის“ სახით, ეგ არის. ხელფასი არ მაქვს. ეს არის მხოლოდ ჩემი შემოსავალი. ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა, მაგრამ მე ხანდახან სიგარეტის ფულიც არ მაქვს.

- პერიოდულად ტელევიზიებშიც გიწვევენ.

- მივდივარ, ვიმღერებ, მოვდივარ. მე არაფერი არ მაქვს მანდედან. ან ჩემი სიმღერების შესრულებაზე ვინ მეკითხება რამეს. ზოგი კი მეკითხება, მირეკავს, თქვენს გარეშე არ მინდოდა და შეიძლება, ვიმღეროო? შეასრულე, ვეუბნები ხოლმე, არავის არაფერს ვთხოვ.

- როგორც ვიცი, თქვენი ცნობილი ჰიტების ავტორი თავად ხართ.

- დიახ, მე ვარ ტექსტისა და მუსიკის ავტორიც. საავტორო უფლებათა ასოციაციაშიც ვიყავი გაწევრებული, სამ თვეში ერთხელ 300 ლარს მირიცხავდნენ, პანდემიის დროს არც იმას მირიცხავდნენ და გამოვედი. ბავშვობიდან თავმდაბალი ვარ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, თაობები აღვზარდე.

- ისეთი რესტორნიდან არ გქონიათ შემოთავაზება, სადაც ხელფასს დაგინიშნავდნენ?

- არა, ამ დუქანშიც რომ ვარ, მადლობელი ვარ. ორი წელი სრულიად უმუშევარი ვიყავი, აივანზე ვიჯექი და თუთუნს ვაბოლებდი. ახლა სიგარეტს მაინც ვეწევი, მაგის ფულს ვშოულობ.

- ოჯახზე მოგვიყევით.

- მყავს მეუღლე და ორი შვილი - გოგონები. ერთი გერმანიაში ცხოვრობს, მეორე თბილისში მასწავლებელია. ორი შვილიშვილი მყავს - გოგონები, ჩემი მეუღლეც მუშაობს. ვცხოვრობთ რა.

- ბინა მაინც გაქვთ, თუ ქირით ცხოვრობთ?

- ერთი ეგ მოვასწარი, რომ ბინა ვიყიდე. ორიათას წელში ჩამოვედი თბილისში, მაშინ ფული იშოვებოდა, 100 ლარს ფულად არ ვთვლიდი, მიყვარდა ღვინო, დუდუკი, ქალები, მაგრამ პირველ რიგში მაინც ოჯახია. მეუღლემ კი იცოდა, ქალები რომ მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მაგრამ ახლა სად არის საშუალება. ადრე რესტორნის წინ ორი ტაქსი მელოდებოდა.

- რატომ ვერ შეინარჩუნეთ პოპულარობა?

- პატრონი არ მყავდა. რომ ბნელოდა და სინათლე არ იყო, "ვესნა“ მაგნიტოფონი მქონდა და სიმღერებს ვწერდი. ახლა აღარ ვწერ სიმღერებს, მაგრამ მიხარია, რომ ახალგაზრდებს უყვართ ჩემი სიმღერები. "იუთუბზე" არცერთი ჩემი სიმღერა ჩემი ატვირთული არ არის, არადა, თურმე ვინც ტვირთავს, ის ხალხი შოულობს ფულს. სულ არ ვიცოდი, რომ აქედანაც ფული იშოვებოდა. არც ის ვიცი, როგორ უნდა ავტვირთო იქ ვიდეო.

- დახმარება არავის შემოუთავაზებია? ტელევიზიებშიც ხომ გიწვევენ...

- მასე კი მიწვევდნენ, "იმედში“ რომ ვიყავი, მე და ფაქომ დუეტი ჩავწერეთ, მილიონი ნახვა ჰქონდა იმ სიმღერას და მე "მარშუტკით" წამოვედი შინ. ნაბახუსევი ვიყავი და ლუდის ფულიც არავინ მომცა. ახლა გლდანში ვმღერი "გივის დუქანში“, ისე კარგად მხვდება ხალხი, ვუყვარვარ და მაფასებს. პირველ რიგში, როგორც პიროვნებას, ადამიანს მაფასებენ. ძალიან პოპულარულია "მინდა გაგებუტო“, "ოდა შემირიგდი გოგო“, "ძია კაცო, გაბრაზებით რად მიყურებ.“

- ამ სიმღერებს კონკრეტული ადრესატები ჰყავდა?

- კი, "ძია კაცო“ ჩემს სიმამრს დავუწერე. მეუღლე რომ მოვიყვანე ცოლად, მაშინ 15 წლის იყო, მე ოცის ვიყავი. სასიმამრომ მითხრა, - ცოტა ჭკუა რომ მიეცემა, მერე წაიყვანეო. მე კიდევ სიმღერა დავუწერე. თეონა ჩემს შვილს ჰქვია და მასზე დავწერე, სოფიკო ერთი ახლობელი იყო, ჩემმა მეუღლემ სალონში გაიცნო და როდესაც გაიგო, მერაბ კაშიას ცოლი იყო, გადაირია. მერე დავახლოვდით და მითხრა, ერთი სიმღერა სოფიკოზეც დაწერეო.

თავიდან კასეტებზე ვწერდი სიმღერებს, სად იყო მაშინ სტუდია. სამტრედიაში ბაზართან პატარა ჩამწერი იყო და პირველად იქ ჩავწერე, მახსოვს, ასი მანეთი გამომიგზავნეს, კარგი ფული იყო მაშინ. მერე ბათუმში სტუდიაში ვწერდი, ოთხ ლარად ყიდდნენ კასეტას. თბილისში რომ ჩამოვედი, უკვე დისკებზე ვწერდი სიმღერებს, აქაც 200-300 ლარს მაძლევდნენ.

ოჯახთან ერთად

- ადრე მომღერლების ნაწილს ხელფასები ჰქონდათ დანიშნული, არც ამ სიაში მოხვედრილხართ?

- არა, მე სხვა დონის მომღერალი ვიყავი, დიმპიტაური-დამპიტაური და ეგენი დონეები იყვნენ. არც კონცერტებზე მიწვევენ, ერთი შარშან იყო, ქუთაისში რესტორნის გახსნაზე რომ მიმიწვიეს. ხანდახან დაბადების დღეებზეც მეპატიჟებიან, ქორწილებშიც. ერთხელ მცხეთაში მიმიწვიეს, სიძე ჩემი ფანი ყოფილა. აუხვიეს თვალები და დარბაზში რომ შევედი, "მინდა გაგებუტო“ ვიმღერე. სიძეს ეგონა, კომპიუტერში იყო ჩართული და ნაჭერი რომ მოხსნეს და დამინახა, გადაირია კაცი, არ ელოდა.

- პანდემიის დროს როგორ ცხოვრობდით?

- სოფელში ვიყავი, სამტრედიაში, სიმინდს ვთესავდი.

- გულდაწყვეტილი ხართ, მაგრამ იუმორის გრძნობას ინარჩუნებთ.

- რა თქმა უნდა, იუმორი თავიდანვე მქონდა. რას იზამ, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მთავარი ჯანმრთელობაა, ფული არაა მთავარი...

- ამ ინტერვიუს უამრავი ადამიანი წაიკითხავს, რომ შემოგთავაზონ რესტორანში მუშაობა, დათანხმდებით?

- კი დავთანხმდები, მაგრამ, არ მგონია, შემომთავაზონ. მარტო ღმერთის იმედი მაქვს, სხვა არავისი. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. არავისი შეწუხება არ მიყვარს, მარტო საკუთარ თავს ვაბრალებ ყველაფერს. სიყვარულით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, სიმღერებსაც საქართველოზე, დედაზე და სიყვარულზე ვწერდი. ქეიფი და დალევა მიყვარდა. ახლა ვერც ვსვამ, "ზაპოი“ მემართება, მერე ერთი კვირა ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ნემსს ვიკეთებ ხოლმე ერთწლიანს, რომ არ დავლიო. ახლა მხოლოდ ყავას ვსვამ...