კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 წლის ექიმი, რომელმაც თოდუას კლინიკის თორაკალური ქირურგიის მიმართულება ჩაიბარა
30 წლის ექიმი, რომელმაც თოდუას კლინიკის თორაკალური ქირურგიის მიმართულება ჩაიბარა

ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის წინსვლის სწრა­ფი ტემ­პის ფონ­ზე, მე­დი­ცი­ნა კი­დევ უფრო ვი­თარ­დე­ბა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სის უც­ვლელ სფე­როდ რჩე­ბა. მათ შო­რი­საა 30 წლის ბექა შუ­ბი­თი­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ მი­სი­ად პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ი­სა­ხა. მი­მარ­თუ­ლე­ბაც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თი აირ­ჩია – თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია. მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ემო­ცია ახ­ლავს მო­მენტს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კას ჯან­მრთე­ლი ტო­ვებს. საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თო­დუ­ას კლი­ნი­კის გა­რე­მოც უწყობს ხელს, რაც კვლე­ვე­ბის, ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და თე­რა­პი­ის­თვის ყვე­ლა პი­რო­ბაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ეს კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს ერთ სივ­რცე­ში პა­ცი­ენ­ტის სრულ­ყო­ფილ გა­მოკ­ვლე­ვას. ამ სტა­ტი­ა­ში ბექა შუ­ბი­თი­ძე მოგ­ვიყ­ვე­ბა, რო­გორ აირ­ჩია მე­დი­ცი­ნის სწო­რედ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად, რას ნიშ­ნავს თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია.

დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბაა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გან­ვიც­დით – რით მოგ­ხიბ­ლა მე­დი­ცი­ნამ და რა პერ­სპექ­ტი­ვა და­ი­ნა­ხე ამ ყვე­ლა­ფერ­ში?

ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მინ­დო­და ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. ად­რე­ულ ასაკ­ში ხში­რად მქონ­და შე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებ­თან, რა­მაც ასე­ვე დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი არ­ჩე­ვა­ნი. მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გავმხდა­რი­ყა­ვი ექი­მი. ამა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი იქო­ნია დე­და­ჩე­მის სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­მაც.

რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან რჩე­ვას, ის­წავ­ლონ თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე, ვპა­სუ­ხობ – „არაა“, რად­გან თუ ადა­მი­ანს ეჭვი ეპა­რე­ბა გახ­დეს ექი­მი, მა­შინ სჯობს, ამ სფე­რო­ში არ წა­ვი­დეს. ვთვლი, რომ ადა­მი­ანს ბო­ლომ­დე უნდა ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი. რა­ტომ? თუ თქვენ გაქვთ სურ­ვი­ლი ემ­სა­ხუ­როთ მე­დი­ცი­ნას, მა­შინ სა­მუ­და­მოდ აქ ხართ.

არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა იმ გრძნო­ბას, რო­დე­საც შენ მიერ გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ტო­ვებს კლი­ნი­კის კედ­ლებს!

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­დი­ცი­ნა მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სფე­როა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­გიძ­ლია გახ­დე რა­ღაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნის ნა­წი­ლი, თუნ­დაც და­ნერ­გო ახა­ლი მე­თო­დი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცესს უფრო და­აჩ­ქა­რებს.

რა არის თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია და რით და­გა­ინ­ტე­რე­სა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბამ, ყვე­ლა­ზე მე­ტად?

თო­რაქს - ნიშ­ნავს გულ­მკერ­დის ღრუს, შე­სა­ბა­მი­სად, თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია არის გულ­მკერ­დის ღრუს ქი­რურ­გია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ოპე­რა­ცი­ებს შემ­დეგ ორ­გა­ნო­ებ­ზე:

გულ–მკერ­დის კე­დე­ლი­ფილ­ტვე­ბიტ­რა­ქე­ა­საყ­ლა­პა­ვი მი­ლიპ­ლევ­რა­დი­აფ­რაგ­მამ­კერ­დუ­კა­ნა ჯირ­კვა­ლი­ე­საა ორ­გა­ნო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მდე­ბა­რე­ო­ბენ გულ–მკერ­დის ღრუ­ში მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. მათი და­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მე­ტად სა­ხი­ფა­თო. სწო­რედ ამ მი­და­მოს რთუ­ლი ანა­ტო­მი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გამო და­ვინ­ტე­რეს­დი თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პირ­ველ რიგ­ში, გთხოვ, შენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე გვი­ამ­ბე – რო­გორ აირ­ჩიე ეს არც ისე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ქი­რურ­გი­ა­ში?

სტუ­დე­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ფილ­ტვე­ბის ქი­რურ­გია, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ამ სა­კი­თხით ჩემი უფრო ღრმა და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე ამერ­ჩია ქი­რურ­გი­ის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა.

რა ტი­პის ოპე­რა­ცი­ებს მო­ი­ცავს თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მას?

თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია მო­ი­ცავს რო­გორც ღია ასე­ვე თო­რა­კოს­კო­პი­ულ (მი­ნი­ინ­ვა­ზი­ურ) ოპე­რა­ცი­ებს. ეს ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო, ასე­ვე სამ­კურ­ნა­ლო სა­ხის. გულ - მკერ­დის ღრუს ორ­გა­ნო­ებ­ზე ღია ტი­პის ოპე­რა­ცი­ის დროს, გა­ნაკ­ვე­თი არის დიდი ზო­მის, შე­სა­ბა­მი­სად პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ტკი­ვი­ლი უფრო ძლი­ე­რი, ხან­გრძლი­ვი ხა­სი­ა­თი­საა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას დიდი დრო სჭირ­დე­ბა.

ხოლო თო­რა­კოს­კო­პი­უ­ლი (მინი - ინ­ვა­ზი­უ­რი) ოპე­რა­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აად­ვი­ლე­ბენ პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდს. ით­ვლე­ბა, რომ გა­ნაკ­ვე­თის მცი­რე ზომა და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ით ამ­ცი­რებს ტკი­ვილს. პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში კი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა დიდ­წი­ლა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თან­ხმლებ ჭრი­ლო­ბის ტკი­ვილ­თან. ამი­ტომ, თო­რა­კოს­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ, პა­ცი­ენ­ტის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხდე­ბა სწრა­ფად, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ჭრი­ლო­ბის კოს­მე­ტი­კურ ეფექ­ტზე.

რო­გო­რი გა­რე­მოა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლი­ნი­კის ფარ­გლებ­ში, რომ თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს და ამ კუ­თხით, რამ­დე­ნად გი­წყობთ ხელს კლი­ნი­კა?

იმი­სათ­ვის, რომ კლი­ნი­კა­ში თო­რა­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს, სა­ჭი­როა პრო­ფე­სი­ო­ნალ ექიმ­თა გუნ­დი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტარ­დე­ბო­დეს ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვა, რო­მელ­საც მო­ი­თხოვს თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გია, კერ­ძოდ:

  • სპი­რო­მეტ­რია
  • ბრონ­ქოს­კო­პია
  • კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია
  • და სხვა­დას­ხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი

ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­სტუ­მენ­ტე­ბის ქონა. თო­დუ­ას კლი­ნი­კა აღ­ჭურ­ვი­ლია ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რით, სა­დაც მუ­შა­ო­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ერთ სივ­რცე­ში მი­ი­ღოთ თო­რა­კა­ლურ ქი­რურ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სერ­ვი­სი, რაც მო­ი­ცავს რო­გორც კვლე­ვებს, ასე­ვე ქი­რურ­გი­ულ და არა ქი­რურ­გი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

30 წლის ექიმი, რომელმაც თოდუას კლინიკის თორაკალური ქირურგიის მიმართულება ჩაიბარა

30 წლის ექიმი, რომელმაც თოდუას კლინიკის თორაკალური ქირურგიის მიმართულება ჩაიბარა

ტექნოლოგიებისა და მეცნიერების წინსვლის სწრაფი ტემპის ფონზე, მედიცინა კიდევ უფრო ვითარდება და ახალგაზრდა თაობის ინტერესის უცვლელ სფეროდ რჩება. მათ შორისაა 30 წლის ბექა შუბითიძე, რომელმაც საკუთარ მისიად პატარა ასაკიდანვე ადამიანების დახმარება დაისახა. მიმართულებაც საკმაოდ იშვიათი აირჩია – თორაკალური ქირურგია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია ახლავს მომენტს, როდესაც პაციენტი კლინიკას ჯანმრთელი ტოვებს. საქმიანობაში თოდუას კლინიკის გარემოც უწყობს ხელს, რაც კვლევების, ქირურგიული ოპერაციებისა და თერაპიისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი, ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ერთ სივრცეში პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას. ამ სტატიაში ბექა შუბითიძე მოგვიყვება, როგორ აირჩია მედიცინის სწორედ ეს მიმართულება და კონკრეტულად, რას ნიშნავს თორაკალური ქირურგია.

დღესდღეობით, მსოფლიოში უამრავი საინტერესო მიმართულებაა საქმიანობისთვის. იმ ფონზე, როდესაც ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პროფესიის ნაკლებობას არ განვიცდით – რით მოგხიბლა მედიცინამ და რა პერსპექტივა დაინახე ამ ყველაფერში?

ყოველთვის ძალიან მინდოდა ადამიანების დახმარება. ადრეულ ასაკში ხშირად მქონდა შეხება სამედიცინო პროფესიის წარმომადგენელებთან, რამაც ასევე დიდწილად განაპირობა ჩემი არჩევანი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ექიმი. ამაში გარკვეული წვლილი იქონია დედაჩემის სამედიცინო საქმიანობამაც.

როდესაც მეკითხებიან რჩევას, ისწავლონ თუ არა სამედიცინო ფაკულტეტზე, ვპასუხობ – „არაა“, რადგან თუ ადამიანს ეჭვი ეპარება გახდეს ექიმი, მაშინ სჯობს, ამ სფეროში არ წავიდეს. ვთვლი, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი არჩევანი. რატომ? თუ თქვენ გაქვთ სურვილი ემსახუროთ მედიცინას, მაშინ სამუდამოდ აქ ხართ.

არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენ მიერ განკურნებული პაციენტი ტოვებს კლინიკის კედლებს!

მოგეხსენებათ, მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, აქედან გამომდინარე, შეგიძლია გახდე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის ნაწილი, თუნდაც დანერგო ახალი მეთოდი, რომელიც ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესს უფრო დააჩქარებს.

რა არის თორაკალური ქირურგია და რით დაგაინტერესა ამ მიმართულებამ, ყველაზე მეტად?

თორაქს - ნიშნავს გულმკერდის ღრუს, შესაბამისად, თორაკალური ქირურგია არის გულმკერდის ღრუს ქირურგია, რომელიც მოიცავს ოპერაციებს შემდეგ ორგანოებზე:

გულ–მკერდის კედელიფილტვებიტრაქეასაყლაპავი მილიპლევრადიაფრაგმამკერდუკანა ჯირკვალიესაა ორგანოები, რომლებიც მდებარეობენ გულ–მკერდის ღრუში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მათი დაზიანება შეიძლება აღმოჩნდეს მეტად სახიფათო. სწორედ ამ მიდამოს რთული ანატომიური თავისებურების გამო დავინტერესდი თორაკალური ქირურგიის მიმართულებით.

პირველ რიგში, გთხოვ, შენს პროფესიულ არჩევანზე გვიამბე – როგორ აირჩიე ეს არც ისე გავრცელებული მიმართულება ქირურგიაში?

სტუდენობის პერიოდში ძალიან მაინტერესებდა ფილტვების ქირურგია, რამაც განაპირობა ამ საკითხით ჩემი უფრო ღრმა დაინტერესება და საბოლოოდ გადავწყვიტე ამერჩია ქირურგიის ეს მიმართულება.

რა ტიპის ოპერაციებს მოიცავს თორაკალური ქირურგია და რა მნიშვნელობა აქვს მას?

თორაკალური ქირურგია მოიცავს როგორც ღია ასევე თორაკოსკოპიულ (მინიინვაზიურ) ოპერაციებს. ეს ოპერაციები შეიძლება იყოს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო სახის. გულ - მკერდის ღრუს ორგანოებზე ღია ტიპის ოპერაციის დროს, განაკვეთი არის დიდი ზომის, შესაბამისად პოსტოპერაციული ტკივილი უფრო ძლიერი, ხანგრძლივი ხასიათისაა და რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება.

ხოლო თორაკოსკოპიული (მინი - ინვაზიური) ოპერაციები მნიშვნელოვნად აადვილებენ პოსტოპერაციულ პერიოდს. ითვლება, რომ განაკვეთის მცირე ზომა დაახლოებით 50%-ით ამცირებს ტკივილს. პოსტოპერაციულ პერიოდში კი პაციენტის მდგომარეობა დიდწილადაა დაკავშირებული თანხმლებ ჭრილობის ტკივილთან. ამიტომ, თორაკოსკოპიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტის რეაბილიტაცია ხდება სწრაფად, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპერაციის შემდგომ ჭრილობის კოსმეტიკურ ეფექტზე.

როგორი გარემოა მნიშვნელოვანი კლინიკის ფარგლებში, რომ თორაკალური ქირურგია წარმატებით ხორციელდებოდეს და ამ კუთხით, რამდენად გიწყობთ ხელს კლინიკა?

იმისათვის, რომ კლინიკაში თორაკალური ოპერაცია წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა პროფესიონალ ექიმთა გუნდი, მნიშვნელოვანია ტარდებოდეს ყველა გამოკვლევა, რომელსაც მოითხოვს თორაკალური ქირურგია, კერძოდ:

  • სპირომეტრია
  • ბრონქოსკოპია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • და სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები

ასევე აუცილებელია ამ მიმართულებისთვის საჭირო ინსტუმენტების ქონა. თოდუას კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ექიმები და ექთნები.

თქვენ შეგიძლიათ ერთ სივრცეში მიიღოთ თორაკალურ ქირურგიასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რაც მოიცავს როგორც კვლევებს, ასევე ქირურგიულ და არა ქირურგიულ მომსახურებას.

R