პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

14

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:51-ზე, მთვარე ქალწულშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი ცოლს ეძებს - როგორ ცხოვრობს გიგანტური სულთან ქოსენი და რატომ დაენგრა ოჯახი სირიელ ქალთან
მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი ცოლს ეძებს - როგორ ცხოვრობს გიგანტური სულთან ქოსენი და რატომ დაენგრა ოჯახი სირიელ ქალთან

სულ­თან ქო­სე­ნი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სი­მაღ­ლე­ში 2 მეტ­რი და 51 სმ-ია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში კვლავ გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სიყ­ვა­რუ­ლის სა­პოვ­ნე­ლად.

გი­გან­ტი მა­მა­კა­ცი თა­ვის უჩ­ვე­უ­ლო სი­მაღ­ლეს არ ეჩაგ­ვრი­ნე­ბა და უკვე 120-ზე მეტ ქვე­ყა­ნას ეწ­ვია, იმუ­შა­ვა ფერ­მე­რად, ცირ­კის მსა­ხი­ო­ბად და სა­პა­ტიო ელ­ჩა­დაც კი მშობ­ლი­ურ თურ­ქეთ­ში.

41 წლის სულ­თან ქო­სენს ჰი­პო­ფი­ზის გი­გან­ტიზ­მი აქვს, რაც ნიშ­ნავს, რომ მისი ორ­გა­ნიზ­მი გა­ნუ­წყვეტ­ლივ წარ­მოქ­მნის ზრდის ჰორ­მო­ნებს. მან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ადა­მი­ა­ნის გი­ნე­სის რე­კორ­დი 2009 წელს და­ამ­ყა­რა და მას შემ­დეგ ვე­რა­ვინ შეძ­ლო მისი მოხ­სნა. ქო­სე­ნი 5 და-ძმი­დან ერთ-ერ­თია, მისი ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი კი ყვე­ლა­ნი "ნორ­მა­ლუ­რი" სი­მაღ­ლის არი­ან.

მო­ზარ­დო­ბი­სას ქო­სე­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ლათ­ბურ­თის გუნდში და­რე­გის­ტრირ­და, რათა სპორ­ტით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ უთხრეს, რომ სა­თა­მა­შოდ ზედ­მე­ტად მა­ღა­ლი იყო. სი­მაღ­ლემ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და სკო­ლაც და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ფერ­მე­რად და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. ამ და სხვა მსგავ­სმა შემ­თხვე­ვებ­მა მა­ინც ვერ მო­ა­ხერ­ხეს ქო­სე­ნის ოპ­ტი­მიზ­მის ჩაკ­ვლა და თა­ვის გი­გან­ტურ ზო­მებს ის დღემ­დე პო­ზი­ტი­უ­რად აღიქ­ვამს.

ამ კვი­რა­ში ჯი­ო­ტი და ქო­სე­ნი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს

2018 წელს ქო­სე­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ქალ­თან, ჯი­ო­ტი ამ­გეს­თან ერ­თა­დაც გა­მოჩ­ნდა. 2.51 მეტ­რი­ა­ნი ქო­სე­ნის და სულ რა­ღაც 60 სმ სი­მაღ­ლის ამ­გეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა 6 წლის წინ, ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დებ­თან შედ­გა.

2009 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­სას ქო­სენ­მა თქვა, რომ იმე­დი ჰქონ­და, პო­პუ­ლა­რო­ბა მის ცხოვ­რე­ბას შეც­ვლი­და და ცო­ლის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და. მან ეს ოც­ნე­ბა 2013 წელს აის­რუ­ლა და სი­რი­ელ ქალ მერ­ვე დი­ბო­ზე იქორ­წი­ნა. პა­ტარ­ძალ­მა, რო­მე­ლიც იმ დროს 20 წლის იყო, ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა: "თა­ვი­დან ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მისი სი­მაღ­ლის გამო ცო­ლო­ბა­ზე უარი უნდა მეთ­ქვა, მაგ­რამ მე მისი სი­მაღ­ლე სა­ერ­თოდ არ მა­წუ­ხებს."

სამ­წუ­ხა­როდ, წყვი­ლი 2021 წელს გან­ქორ­წინ­და. მათ მთა­ვარ პრობ­ლე­მად ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და­ა­სა­ხე­ლეს, რად­გან ქო­სე­ნი მხო­ლოდ თურ­ქუ­ლად ლა­პა­რა­კობს, მისი ცოლი კი მხო­ლოდ არა­ბუ­ლად.

ქო­სე­ნის­თვის დღემ­დე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ოც­ნე­ბად ოჯა­ხის შექ­მნა რჩე­ბა. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბით გულ­გა­ტე­ხილ­მა გი­გან­ტმა გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი სიყ­ვა­რუ­ლის სა­პოვ­ნე­ლად მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო ემოგ­ზა­უ­რა. ამ დრომ­დე მან უკვე 127 ქვე­ყა­ნა მო­ი­ნა­ხუ­ლა, თუმ­ცა იმ ერ­თა­დერ­თს ჯე­რაც ვერ შეხ­ვდა.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უიმეეე
19

ამაზე გათხოვებას შინაბერად დარჩენა ჯობია.

ჯიგარსონა
13

თუ მაგის გაზრდის ჰორმონი ისევ წარმატებით მუშაბს, 1 კი არა, 7 ცოლი უნდა მიყვანოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი ცოლს ეძებს - როგორ ცხოვრობს გიგანტური სულთან ქოსენი და რატომ დაენგრა ოჯახი სირიელ ქალთან

მსოფლიოს ყველაზე მაღალი მამაკაცი ცოლს ეძებს - როგორ ცხოვრობს გიგანტური სულთან ქოსენი და რატომ დაენგრა ოჯახი სირიელ ქალთან

სულთან ქოსენი, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი, რომელიც სიმაღლეში 2 მეტრი და 51 სმ-ია სოციალურ მედიაში კვლავ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად სიყვარულის საპოვნელად.

გიგანტი მამაკაცი თავის უჩვეულო სიმაღლეს არ ეჩაგვრინება და უკვე 120-ზე მეტ ქვეყანას ეწვია, იმუშავა ფერმერად, ცირკის მსახიობად და საპატიო ელჩადაც კი მშობლიურ თურქეთში.

41 წლის სულთან ქოსენს ჰიპოფიზის გიგანტიზმი აქვს, რაც ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი განუწყვეტლივ წარმოქმნის ზრდის ჰორმონებს. მან ყველაზე მაღალი ადამიანის გინესის რეკორდი 2009 წელს დაამყარა და მას შემდეგ ვერავინ შეძლო მისი მოხსნა. ქოსენი 5 და-ძმიდან ერთ-ერთია, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები კი ყველანი "ნორმალური" სიმაღლის არიან.

მოზარდობისას ქოსენი ადგილობრივი კალათბურთის გუნდში დარეგისტრირდა, რათა სპორტით პროფესიონალურად დაკავებულიყო, მაგრამ უთხრეს, რომ სათამაშოდ ზედმეტად მაღალი იყო. სიმაღლემ ის იძულებული გახადა სკოლაც დაეტოვებინა და ფერმერად დაეწყო მუშაობა. ამ და სხვა მსგავსმა შემთხვევებმა მაინც ვერ მოახერხეს ქოსენის ოპტიმიზმის ჩაკვლა და თავის გიგანტურ ზომებს ის დღემდე პოზიტიურად აღიქვამს.

ამ კვირაში ჯიოტი და ქოსენი კალიფორნიაში შეხვდნენ ერთმანეთს

2018 წელს ქოსენი მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალთან, ჯიოტი ამგესთან ერთადაც გამოჩნდა. 2.51 მეტრიანი ქოსენის და სულ რაღაც 60 სმ სიმაღლის ამგეს პირველი შეხვედრა 6 წლის წინ, ეგვიპტის პირამიდებთან შედგა.

2009 წელს დიდ ბრიტანეთში პირველი ვიზიტისას ქოსენმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა, პოპულარობა მის ცხოვრებას შეცვლიდა და ცოლის პოვნაში დაეხმარებოდა. მან ეს ოცნება 2013 წელს აისრულა და სირიელ ქალ მერვე დიბოზე იქორწინა. პატარძალმა, რომელიც იმ დროს 20 წლის იყო, ინტერვიუში თქვა: "თავიდან ყველა მეუბნებოდა, რომ მისი სიმაღლის გამო ცოლობაზე უარი უნდა მეთქვა, მაგრამ მე მისი სიმაღლე საერთოდ არ მაწუხებს."

სამწუხაროდ, წყვილი 2021 წელს განქორწინდა. მათ მთავარ პრობლემად ენობრივი ბარიერი დაასახელეს, რადგან ქოსენი მხოლოდ თურქულად ლაპარაკობს, მისი ცოლი კი მხოლოდ არაბულად.

ქოსენისთვის დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან ოცნებად ოჯახის შექმნა რჩება. წარუმატებელი ქორწინებით გულგატეხილმა გიგანტმა გადაწყვიტა, თავისი ერთადერთი სიყვარულის საპოვნელად მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა. ამ დრომდე მან უკვე 127 ქვეყანა მოინახულა, თუმცა იმ ერთადერთს ჯერაც ვერ შეხვდა.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა