სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
World Vision-ის საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერის ცენტრი  უკრაინელი ბავშვებისთვის
World Vision-ის საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერის ცენტრი  უკრაინელი ბავშვებისთვის

უკ­რა­ი­ნის ომის შე­დე­გად მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნელს მო­უ­წია ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებს თავ­შე­სა­ფარს სთა­ვა­ზობს და სხვა­დას­ხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას უწევს. ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლის გარ­და, ლტოლ­ვილ ბავ­შვებს და მათ ოჯა­ხებს ბევ­რი სხვა სა­ჭი­რო­ე­ბაც აქვთ და მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ გა­მოწ­ვე­ვებ­თან უწევთ გამ­კლა­ვე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია World Vision სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 25 წელ­ზე მე­ტია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს მო­წყვლა­დი ბავ­შვე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მის და­სახ­მა­რებ­ლად. კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცია გვერ­დში და­უდ­გა უკ­რა­ი­ნი­დან ათა­სო­ბით ჩა­მო­სულ ოჯახს. სხვა­დას­ხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის მეშ­ვე­ო­ბით მათი სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გარ­და, World Vision სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ზო­გა­დად მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა. სწო­რედ ამ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის შექ­მნი­ლი სივ­რცე „ჰეფი სფე­ი­სი“, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­რო­ვან წრე­ებ­სა და კურ­სებს სრუ­ლი­ად უფა­სოდ სთა­ვა­ზობს უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებ­სა და მათ ოჯა­ხის წევ­რებს.,

ამ ეტაპ­ზე ცენ­ტრე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­თა და ტრე­ნე­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ცენ­ტრი სთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან პროგ­რა­მას ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს, მათ შო­რის სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შვებს, მო­ზარ­დებს, ზრდას­რუ­ლებ­სა და ხან­დაზ­მუ­ლებს. აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ორ მი­მარ­თუ­ლე­ბად იყო­ფა:

  • არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­მელ­შიც შე­დის (ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და უკ­რა­ი­ნუ­ლი) კურ­სე­ბი, შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­შე­ბი, ახალ­გაზ­რდუ­ლი კლუ­ბი, ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა, თე­ატ­რა­ლუ­რი წრე, მა­თე­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წრე, წი­ნა­სას­კო­ლო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი წრე.
  • ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მუ­სი­კი­სა და ცეკ­ვის სინ­თე­ზურ აქ­ტი­ვო­ბებს, მი­თოდ­რა­მას, არტთე­რა­პი­ას, სტრე­სის მარ­თვი­სა და კონ­ფლიქტთან გამ­კლა­ვე­ბის სე­სი­ებს.

ცენ­ტრის ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლია ასე­ვე სხვა­დას­ხვა კლუ­ბე­ბი, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ქა­ლე­ბის­თვის, ხან­დაზ­მუ­ლე­ბის­თვის (60+ პი­რე­ბის­თვის). აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ზა­ნია უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რა, გაძ­ლი­ე­რე­ბა და ახალ გა­რე­მო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა.

„ჩვე­ნი ცენ­ტრის სერ­ვი­სე­ბით წელს უკვე 2000-ზე მეტ­მა პირ­მა ისარ­გებ­ლა. ბავ­შვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მათ მშობ­ლებ­სა და გა­რე­მო­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვმუ­შა­ობთ ოჯა­ხის ყვე­ლა წევრთან, მათ შო­რის ბე­ბი­ებ­თან და ბა­ბუ­ებ­თან. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე მივ­ხვდით, რომ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან აკ­ლდათ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სჭირ­დე­ბო­დათ ისე­თი ად­გი­ლი, სა­დაც ისი­ნი თავს იგ­რძნობ­დნენ უსაფრ­თხოდ და და­ცუ­ლად, შეძ­ლებ­დნენ შეკ­რე­ბას და ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, თა­ვი­ან­თი დარ­დის თუ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ ზრდას­რულ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან და­ვი­წყეთ ფსი­ქო­ლო­გის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი სე­სი­ე­ბის, ხოლო ბავ­შვებ­თან მუ­სი­კა­ლუ­რი თე­რა­პი­ი­სა და მი­თოდ­რა­მის წრე­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს მათ ემო­ცი­ურ და მენ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი ოთა­ხი­დან და­ი­წყო, რო­მე­ლიც ოფის­ში იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. რად­გან სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ბევ­რი იყო და სერ­ვი­სებ­ზე მო­თხოვ­ნაც სულ უფრო იზ­რდე­ბო­და, გა­დავ­წყვი­ტეთ გა­ფარ­თო­ე­ბა, რათა მეტ ადა­მი­ანს და ბავ­შვს დავ­ხმა­რე­ბო­დით. ასე გაჩ­ნდა ცენ­ტრის შექ­მნის იდეა, რო­მე­ლიც ახლა უკვე ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლის­თვის, სა­კუ­თარ სახ­ლთან, უსაფრ­თხო და მე­გობ­რულ გა­რე­მოს­თან ასო­ცირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს სვიტ­ლა­ნა, “ჰეფი სფე­ი­სის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, რო­მე­ლიც სხვა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მსგავ­სად ომის დროს ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­ლე­ვე შე­უ­ერ­თდა World Vision-ის გუნდს.

რო­გორც სვიტ­ლა­ნა აღ­ნიშ­ნავს, არტთე­რა­პია, მი­თოდ­რა­მა და თე­ატ­რა­ლუ­რი წრე­ე­ბი ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დებს ეხ­მა­რე­ბა ომის შე­დე­გად გა­და­ტა­ნილ სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა­სა და მარ­თვა­ში, რაც მათ მენ­ტა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მშობ­ლე­ბიც და ხან­დაზ­მუ­ლე­ბიც დიდი მონ­დო­მე­ბით ეს­წრე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სე­სი­ა­სა და შეკ­რე­ბას.

„კლუ­ბი 60+ ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი აქ­ტი­ვო­ბაა, რად­გან აქ ძა­ლი­ან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა. გარ­და იმი­სა, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯგუ­ფუ­რად მუ­შა­ო­ბენ ფსი­ქო­ლოგ­თან, ისი­ნი ასე­ვე ერ­თმა­ნეთ­საც უწე­ვენ მხარ­და­ჭე­რას. მათ ძა­ლი­ან უხა­რი­ათ და სი­ა­მოვ­ნებთ ამ შეხ­ვედ­რებ­ზე დას­წრე­ბა, ცენ­ტრში მო­სულ ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. რო­გორც თა­ვად ჰყვე­ბი­ან, ეს შეხ­ვედ­რე­ბი მარ­ტო­ო­ბას­თან და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ“, - ამ­ბობს სვიტ­ლა­ნა.

38 წლის ელე­ნა ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც ხში­რად სტუმ­რობს ცენ­ტრს თა­ვის 6 წლის შვილ­თან ერ­თად და სარ­გებ­ლობს სხვა­დას­ხვა სერ­ვი­სით. ის 2022 წლის ივ­ნის­ში ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში თავ­შე­საფ­რის და უსაფრ­თხო გა­რე­მოს ძი­ე­ბის მიზ­ნით. ცენ­ტრში ის ეს­წრე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის სე­სი­ებს, ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს და და­დის ქარ­თუ­ლი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე

„ჩემი შვი­ლი ნი­კი­ტა და­დის წი­ნა­სას­კო­ლო მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე, სა­დაც მას ას­წავ­ლი­ან უკ­რა­ი­ნულ ენას, მარ­ტივ მა­თე­მა­ტი­კას და სხვა­დას­ხვა უნა­რის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ სა­ვარ­ჯი­შო­ებს. . მას ძა­ლი­ან მოს­წონს აქ ყოფ­ნა, მე­გობ­რე­ბი შე­ი­ძი­ნა და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ძა­ლი­ან თბი­ლად ექ­ცე­ვი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრი ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა, რად­გან პირ­ველ რიგ­ში აქ შეკ­რე­ბის, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის და სხვა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ნახ­ვის და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და, რთუ­ლი იყო მარ­ტო ახალ გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა და ცხოვ­რე­ბა,თუმ­ცა ახლა გა­ცი­ლე­ბით კარ­გად ვგრძნობთ თავს, მეც და ჩემი შვი­ლიც. ჩემი ბიჭი გა­იხ­სნა, მე­ტად ლაღი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და. ჯერ პან­დე­მი­ამ, შემ­დეგ ომმა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დეს მას­ზე და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ ხნის მან­ძილ­ზე ბავ­შვს არ ჰქონ­და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ახლა ის ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და ლა­ღია, რაც მე ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. რო­დე­საც ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა წრეს ეს­წრე­ბი­ან, ჩვენ, მშობ­ლე­ბი, ამ დროს ენის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ვართ, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია. თა­ვი­დან გვე­გო­ნა მალე დავ­ბრუნ­დე­ბო­დით სამ­შობ­ლო­ში, თუმ­ცა ორი წელი გა­ვი­და და ისევ არ ვი­ცით აქ რამ­დე­ნი ხანი მოგ­ვი­წევს გა­ჩე­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა და ჩვე­ნი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, თვით­დამ­კვიდ­რე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. ამი­ტომ, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი და მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ამ ცენ­ტრის. ჩვენ უკვე ორი წე­ლია ზე­დი­ზედ ვსარ­გებ­ლობთ „გა­მო­ზამ­თრე­ბის“ პროგ­რა­მით და სპე­ცი­ა­ლუ­რი ვა­უ­ჩე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თბილ ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, რაც ძა­ლი­ან დიდი შე­ღა­ვა­თია, “- გვიყ­ვე­ბა ელე­ნა, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას დიდი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, მას­პინ­ძლო­ბი­სა და იმ შე­ღა­ვა­თე­ბის­თვის, რი­თაც უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ World Vision მალე და­ი­წყებს სას­კო­ლო ახალ­გაზ­რდუ­ლი კლუ­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში.

სას­კო­ლო ახალ­გაზ­რდუ­ლი კლუ­ბის მი­ზა­ნია სკო­ლა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი მუ­შა­ო­ბი­სა და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით ხელი შე­უ­წყოს უკ­რა­ი­ნე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი (ქარ­თვე­ლი) ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას.

ნე­ბის­მი­ერ უკ­რა­ი­ნელ მო­ქა­ლა­ქეს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­რე­გის­ტრირ­დეს და ისარ­გებ­ლოს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სერ­ვი­სე­ბით სრუ­ლი­ად უფა­სოდ.“ჰეფი სფე­ი­სი“-ს ცენ­ტრის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად გა­და­დით ბმულ­ზე:

https://worldvision.ge/ge/22

„უკ­რა­ი­ნის კრი­ზის­ზე რე­ა­გი­რე­ბის პროგ­რა­მა“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა World Vision სა­ქარ­თვე­ლოს მეირ World Vision International-ის და Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის მხარ­და­ჭე­რით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

World Vision-ის საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერის ცენტრი  უკრაინელი ბავშვებისთვის

World Vision-ის საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერის ცენტრი  უკრაინელი ბავშვებისთვის

უკრაინის ომის შედეგად მილიონობით უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება. საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს თავშესაფარს სთავაზობს და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს. ჰუმანიტარულის გარდა, ლტოლვილ ბავშვებს და მათ ოჯახებს ბევრი სხვა საჭიროებაც აქვთ და მათ ყოველდღიურად ახალ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.

საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია ფუნქციონირებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს მოწყვლადი ბავშვებისა და ადგილობრივი თემის დასახმარებლად. კონფლიქტის პირველივე დღეებიდან ორგანიზაცია გვერდში დაუდგა უკრაინიდან ათასობით ჩამოსულ ოჯახს. სხვადასხვა მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, World Vision საქართველოს გუნდისთვის პრიორიტეტულია ბავშვების განათლებაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და ზოგადად მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საგანმანათლებლო და სოციალური მხარდაჭერისათვის შექმნილი სივრცე „ჰეფი სფეისი“, რომელიც მრავალფეროვან წრეებსა და კურსებს სრულიად უფასოდ სთავაზობს უკრაინელ ბავშვებსა და მათ ოჯახის წევრებს.,

ამ ეტაპზე ცენტრები ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. კვალიფიციური სპეციალისტებით, მასწავლებლებითა და ტრენერებით დაკომპლექტებული ცენტრი სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას ყველა ასაკის ადამიანს, მათ შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, მოზარდებს, ზრდასრულებსა და ხანდაზმულებს. აქტივობები ძირითადად ორ მიმართულებად იყოფა:

  • არაფორმალური განათლება, რომელშიც შედის (ქართული, ინგლისური და უკრაინული) კურსები, შემეცნებითი თამაშები, ახალგაზრდული კლუბი, ფილმების ჩვენება, თეატრალური წრე, მათემატიკის გაკვეთილები, ეფექტური კომუნიკაციის წრე, წინასასკოლო მოსამზადებელი წრე.
  • ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს მუსიკისა და ცეკვის სინთეზურ აქტივობებს, მითოდრამას, არტთერაპიას, სტრესის მართვისა და კონფლიქტთან გამკლავების სესიებს.

ცენტრის ბაზაზე შექმნილია ასევე სხვადასხვა კლუბები, ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, ხანდაზმულებისთვის (60+ პირებისთვის). აღნიშნული აქტივობების მიზანია უკრაინელი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერა, გაძლიერება და ახალ გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„ჩვენი ცენტრის სერვისებით წელს უკვე 2000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ბავშვების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ მშობლებსა და გარემოზე. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ ოჯახის ყველა წევრთან, მათ შორის ბებიებთან და ბაბუებთან. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე მივხვდით, რომ ადამიანებს ძალიან აკლდათ ურთიერთობები და სჭირდებოდათ ისეთი ადგილი, სადაც ისინი თავს იგრძნობდნენ უსაფრთხოდ და დაცულად, შეძლებდნენ შეკრებას და ერთმანეთთან კომუნიკაციას, თავიანთი დარდის თუ გამოცდილების გაზიარებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ზრდასრულ ბენეფიციარებთან დავიწყეთ ფსიქოლოგის ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების, ხოლო ბავშვებთან მუსიკალური თერაპიისა და მითოდრამის წრეების ჩატარება, რაც ძალიან დადებითად მოქმედებს მათ ემოციურ და მენტალურ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი ერთი ოთახიდან დაიწყო, რომელიც ოფისში იყო გამოყოფილი. რადგან საჭიროებები ბევრი იყო და სერვისებზე მოთხოვნაც სულ უფრო იზრდებოდა, გადავწყვიტეთ გაფართოება, რათა მეტ ადამიანს და ბავშვს დავხმარებოდით. ასე გაჩნდა ცენტრის შექმნის იდეა, რომელიც ახლა უკვე ბევრი უკრაინელისთვის, საკუთარ სახლთან, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოსთან ასოცირდება“, - აღნიშნავს სვიტლანა, “ჰეფი სფეისის“ კოორდინატორი და სულისჩამდგმელი, რომელიც სხვა უკრაინელების მსგავსად ომის დროს ჩამოვიდა საქართველოში და მალევე შეუერთდა World Vision-ის გუნდს.

როგორც სვიტლანა აღნიშნავს, არტთერაპია, მითოდრამა და თეატრალური წრეები ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება ომის შედეგად გადატანილ სტრესთან გამკლავებაში და ემოციების გამოხატვასა და მართვაში, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. მისივე თქმით, მშობლებიც და ხანდაზმულებიც დიდი მონდომებით ესწრებიან სხვადასხვა სესიასა და შეკრებას.

„კლუბი 60+ ასაკოვანი ადამიანებისთვის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი აქტივობაა, რადგან აქ ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა. გარდა იმისა, რომ მონაწილეები ჯგუფურად მუშაობენ ფსიქოლოგთან, ისინი ასევე ერთმანეთსაც უწევენ მხარდაჭერას. მათ ძალიან უხარიათ და სიამოვნებთ ამ შეხვედრებზე დასწრება, ცენტრში მოსულ ბავშვებთან კომუნიკაცია და სოციალიზაცია. როგორც თავად ჰყვებიან, ეს შეხვედრები მარტოობასთან და სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარებათ“, - ამბობს სვიტლანა.

38 წლის ელენა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხშირად სტუმრობს ცენტრს თავის 6 წლის შვილთან ერთად და სარგებლობს სხვადასხვა სერვისით. ის 2022 წლის ივნისში ჩამოვიდა საქართველოში თავშესაფრის და უსაფრთხო გარემოს ძიების მიზნით. ცენტრში ის ესწრება პოზიტიური მშობლობის სესიებს, ფსიქოლოგთან კონსულტაციებს და დადის ქართულისა და ინგლისური ენის გაკვეთილებზე

„ჩემი შვილი ნიკიტა დადის წინასასკოლო მოსამზადებელ კურსზე, სადაც მას ასწავლიან უკრაინულ ენას, მარტივ მათემატიკას და სხვადასხვა უნარის განმავითარებელ სავარჯიშოებს. . მას ძალიან მოსწონს აქ ყოფნა, მეგობრები შეიძინა და მასწავლებლებიც ძალიან თბილად ექცევიან. აღნიშნული ცენტრი ძალიან გვეხმარება, რადგან პირველ რიგში აქ შეკრების, ჩვენი მეგობრების და სხვა უკრაინელების ნახვის და მათთან ურთიერთობის საშუალება გვაქვს. თავიდან ძალიან გვიჭირდა, რთული იყო მარტო ახალ გარემოში მოხვედრა და ცხოვრება,თუმცა ახლა გაცილებით კარგად ვგრძნობთ თავს, მეც და ჩემი შვილიც. ჩემი ბიჭი გაიხსნა, მეტად ლაღი და კომუნიკაბელური გახდა. ჯერ პანდემიამ, შემდეგ ომმა უარყოფითად იმოქმედეს მასზე და მის განვითარებაზე. ამ ხნის მანძილზე ბავშვს არ ჰქონდა თანატოლებთან ურთიერთობის და თამაშის შესაძლებლობა, ახლა ის ძალიან მეგობრული და ლაღია, რაც მე ძალიან მახარებს. როდესაც ბავშვები სხვადასხვა წრეს ესწრებიან, ჩვენ, მშობლები, ამ დროს ენის გაკვეთილებზე ვართ, რაც ჩვენთვის ძალიან კომფორტულია. თავიდან გვეგონა მალე დავბრუნდებოდით სამშობლოში, თუმცა ორი წელი გავიდა და ისევ არ ვიცით აქ რამდენი ხანი მოგვიწევს გაჩერება. შესაბამისად, ვფიქრობ აუცილებელია ადგილობრივი ენისა და კულტურის შესწავლა და ჩვენი უნარების განვითარება, თვითდამკვიდრებისა და რეალიზებისთვის. ამიტომ, ძალიან კმაყოფილები და მადლიერები ვართ ამ ცენტრის. ჩვენ უკვე ორი წელია ზედიზედ ვსარგებლობთ „გამოზამთრების“ პროგრამით და სპეციალური ვაუჩერების მეშვეობით თბილ ტანსაცმელს ვყიდულობთ ჩვენი შვილებისთვის, რაც ძალიან დიდი შეღავათია, “- გვიყვება ელენა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას დიდი მადლიერება გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ, მასპინძლობისა და იმ შეღავათებისთვის, რითაც უკრაინელი ლტოლვილები სარგებლობენ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ World Vision მალე დაიწყებს სასკოლო ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას საქართველოს რეგიონებში.

სასკოლო ახალგაზრდული კლუბის მიზანია სკოლაზე დაფუძნებული ახალგაზრდული მუშაობისა და არაფორმალური განათლების გზით ხელი შეუწყოს უკრაინელი და ადგილობრივი (ქართველი) ახალგაზრდების ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას.

ნებისმიერ უკრაინელ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს და ისარგებლოს ჩვენი ორგანიზაციის მრავალფეროვანი სერვისებით სრულიად უფასოდ.“ჰეფი სფეისი“-ს ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://worldvision.ge/ge/22

„უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამა“ ხორციელდება World Vision საქართველოს მეირ World Vision International-ის და Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის მხარდაჭერით.

NS