სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წელს საგზაო შემთხვევებისას 442 ადამიანი გარდაიცვალა - ავარიების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა
2023 წელს საგზაო შემთხვევებისას 442 ადამიანი გარდაიცვალა - ავარიების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა

2023 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ და­შავ­და 7 310 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გარ­და­იც­ვა­ლა 442 ადა­მი­ა­ნი, რაც წინა წლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 5%-ით გაზ­რდი­ლია, - ამის შე­სა­ხებ ტრან­სპორ­ტი­სა და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტმა, ფონდ „პარტნი­ო­რო­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის“ დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზეზ­თა შო­რის პირ­ველ ად­გილს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, მე­ო­რე ად­გილს კი, მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა იწ­ვევს.

"ჩვენ წლე­ბია ვაკ­ვირ­დე­ბით საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი წი­ნა­და­დე­ბით თუ ვი­ტყვით - ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. წლი­დან წლამ­დე ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი არ არის, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვქონ­დეს. 2023 წლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ და­შავ­და 7 310 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გარ­და­იც­ვა­ლა 442 ადა­მი­ა­ნი, რაც წინა წლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 5%-ით გაზ­რდი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს, პირ­ველ ად­გი­ლას არის სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, შემ­დეგ მო­დის მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა ანუ გა­დას­წრე­ბა და შემ­ხვედრ ზოლ­ში გა­დას­ვლა. თა­ვად სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი ვი­დე­ო­ჯა­რი­მე­ბის მი­ხედ­ვით, 30%-ით არის გაზ­რდი­ლი. გვაქვს, ასე­ვე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა 50 ათას საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, ამას ემა­ტე­ბა ის 5000 ათა­სი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნაა და­წყე­ბუ­ლი. აქე­დან, თბი­ლის­ში არის მომ­ხდა­რი 30 ათა­სი საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი იზო­რი­ამ მე­დი­აჰოლ­დინგ „კვი­რას" პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

ამას­თან, რო­გორც ტრან­სპორ­ტი­სა და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მთლი­ა­ნი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის 34%-ში და­ფიქ­სირ­და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან დიდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

„აქვე და­ვა­მა­ტებ, რომ რე­ა­ლუ­რად სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს, არ არის სრუ­ლი სტა­ტის­ტი­კა. ჩვენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვლა­პა­რა­კობთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ გზე­ბის სა­კი­თხზე, თუმ­ცა არ­სე­ბობს გზე­ბის 50%, სა­დაც პატ­რუ­ლი სა­ერ­თოდ არ არის, ეს არის მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი, და­ბე­ბი და ა.შ. და თუ ამ სტა­ტის­ტი­კა­საც და­ვუ­მა­ტებ­დით, აუ­ცი­ლებ­ლად გა­იზ­რდე­ბო­და მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და იზო­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
0

კანონი უნდა ეხებოდეს ყველას და არ უნდა იწერებოდეს მხოლოდ უბრალო მოკვდავებისთვის,სიჩქარის გადაჭარბებას რომ იძახით ის კამერები ფულიან ბიძებს და მათ ნაშიერებს ცნობს თუ როგორ ხდება

იკა
0

პირველ ადგილზე არის უცოდინრობა და არა სიჩქარე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2023 წელს საგზაო შემთხვევებისას 442 ადამიანი გარდაიცვალა - ავარიების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა

2023 წელს საგზაო შემთხვევებისას 442 ადამიანი გარდაიცვალა - ავარიების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა

2023 წლის მაჩვენებლებით, საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში სულ დაშავდა 7 310 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 442 ადამიანი, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 5%-ით გაზრდილია, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა შორის პირველ ადგილს სიჩქარის გადაჭარბება, მეორე ადგილს კი, მანევრირების წესების დარღვევა იწვევს.

"ჩვენ წლებია ვაკვირდებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკას და აქედან გამომდინარე, ერთი წინადადებით თუ ვიტყვით - ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. წლიდან წლამდე ისეთი ცვლილებები არ არის, რომ გაუმჯობესებული მაჩვენებლები გვქონდეს. 2023 წლის მაჩვენებლებით, საქართველოში სულ დაშავდა 7 310 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 442 ადამიანი, რაც წინა წლის გარდაცვალების მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 5%-ით გაზრდილია. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, პირველ ადგილას არის სიჩქარის გადაჭარბება, შემდეგ მოდის მანევრირების წესების დარღვევა ანუ გადასწრება და შემხვედრ ზოლში გადასვლა. თავად სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები ვიდეოჯარიმების მიხედვით, 30%-ით არის გაზრდილი. გვაქვს, ასევე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით გამოწვეული საგზაო შემთხვევები, რომელიც აღემატება 50 ათას საგზაო შემთხვევას, ამას ემატება ის 5000 ათასი შემთხვევა, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. აქედან, თბილისში არის მომხდარი 30 ათასი საგზაო შემთხვევა, ადმინისტრაციული წესით“,- განაცხადა ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, როგორც ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა აღნიშნა, მთლიანი საგზაო შემთხვევების 34%-ში დაფიქსირდა ფეხით მოსიარულეთა გარდაცვალება, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია.

„აქვე დავამატებ, რომ რეალურად სტატისტიკა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, არ არის სრული სტატისტიკა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვლაპარაკობთ საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში არსებულ გზების საკითხზე, თუმცა არსებობს გზების 50%, სადაც პატრული საერთოდ არ არის, ეს არის მაღალმთიანი რეგიონები, დაბები და ა.შ. და თუ ამ სტატისტიკასაც დავუმატებდით, აუცილებლად გაიზრდებოდა მაჩვენებლები“, - განაცხადა იზორიამ.