მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბათ. მათ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ხელ­ზე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში წე­რი­ლი შე­ი­ტა­ნეს და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მო­უ­წო­დეს, მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ შე­იქ­მნას სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე იმუ­შა­ვებს.

რო­გორც ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია "კავ­ში­რი სი­ცო­ცხლის­თვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გვან­ცა აფხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი 2024 წლი­დან ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან ჯან­დაც­ვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რაც მათი სი­ცო­ცხლის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა.

"დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მივ­მარ­თავთ წე­რი­ლით, რომ შექ­მნას მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და დაგ­ვეხ­მა­როს რიგი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვა­ში არის დღეს და რო­მელ­საც ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი აწყდე­ბი­ან. ეს ხარ­ვე­ზე­ბია ის, რომ 25 ათას ლა­რი­ა­ნი ლი­მი­ტი დაგ­ვი­წე­სა მთავ­რო­ბამ, რაც არაფ­რის­თვის არ არის საკ­მა­რი­სი, ძა­ლი­ან ცუ­დად არის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამის­თვის სა­ჭი­როა, რომ მოხ­დეს პა­ცი­ენ­ტე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა. ასე­ვე, ჩვენ ვი­თხოვთ იმას, რომ და­ფი­ნან­სე­ბამ არ და­აგ­ვი­ა­ნოს, რად­გან ხში­რად ერთი და ორი თვე აგ­ვი­ა­ნებს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. ჩვენ ონ­კო­ლო­გებ­მა გვი­თხრეს, რომ 3 დღეც შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი იყოს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის­თვის",-გა­ნა­ცხა­და აფხა­ი­ძემ.

მისი თქმით, პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აც­ნო­ბეს, თუმ­ცა უწყე­ბი­დან მათ არა­ვინ გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიანა
0

მეც ონკოპაციენტი ვარ ,ძუძუს კიბოთი. წამალი პერჯეტა დაგიფინსდებათო იანვრიდანო მთელი ზარზეიმით რომ გვამცნეს და მაინც უარი მოვიდა.2700 ლარი გადავიხადე მაინც.დღეს ჯანდაცვაში ვიყავი რა გვეკუთვნის ონკოპაციენტებს ახალი რეგულაციებით მეთქი და იქ ოპერატორმა გოგომ არაფერი არ ვიცითო..საოცრებაა მაგათმა თუ არაფერი იციან ჩვენ პაციენტებმა რა ვქნათ??დამჯდარიყო ჭკვიანი, მცოდნე 3 კაცი და დაწერდა გეგმას,მხოლოდ უვიცი ახლობლებით რომ გაავსეს სამინისტროები.. იმიტომ ეტყობა ქვეყანას ,,წინსვლა''.აფთიაქები კიდე ვინც 2000 % ამატებს ჩვენს წამლებზე მაგათ დამფუძნებლებზე ცალკე ჯოჯოხეთია..ისედაც ქვეყანა ფული გვჭირდება კვლევებზე და ცალკე თქვენც გაგვატყავეთ აბა..ხალხის სიცოცხლეზე ფულის კეთება არ შერჩება თქვენ და თქვენს შთამომავლობას..

ვახტანგი -72
4

ღმერთმა ყველას მოუმართოს ხელი, მათ შორის ონკოლოგიური და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადამიანებს!

ონკოპაციენტებს დღევანდელი ხელისუფლება თურმე 25 ათასი ლარით ეხმარება ყოველწლიურად!!!

ინფორმაციისა და შეხსენებისათვის, სააკაშვილმა 2004 წელს გააუქმა ონკოლოგიურ ავადმყოფებზე სახელმწიფოს დახმარების პროგრამა მათი ძალზე ძვირადღირებული წამლებით უზრუნველყოფის საქმეში.

საზოგადოებისათვის შარშან ცნობილი გახდა, რომ ინიციატორი გიორგი ვაშაძე ყოფილა, რომელსაც მიზეზად დაუსახელებია „მაინც მალე გარდაიცვლებიან და სახელმწიფომ რატომ უნდა ხარჯოს მათზეო“!!!

იმედია, რომ ეს საპროტესტო აქცია ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების მიერ არაა აგორებული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და ირაკლი კობახიძეს მოუწოდეს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტების პრობლემებზე იმუშავებს.

როგორც ონკოპაციენტების ორგანიზაცია "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ განაცხადა, ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვასთან ურთიერთობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა.

"დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მივმართავთ წერილით, რომ შექმნას მისი მეთვალყურეობის ქვეშ სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს რიგი ხარვეზების გამოსწორებაში, რომელიც ჯანდაცვაში არის დღეს და რომელსაც ონკოპაციენტები აწყდებიან. ეს ხარვეზებია ის, რომ 25 ათას ლარიანი ლიმიტი დაგვიწესა მთავრობამ, რაც არაფრისთვის არ არის საკმარისი, ძალიან ცუდად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამისთვის საჭიროა, რომ მოხდეს პაციენტების დიფერენცირება. ასევე, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ დაფინანსებამ არ დააგვიანოს, რადგან ხშირად ერთი და ორი თვე აგვიანებს, რაც დაუშვებელია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ჩვენ ონკოლოგებმა გვითხრეს, რომ 3 დღეც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ადამიანების სიცოცხლისთვის",-განაცხადა აფხაიძემ.

მისი თქმით, პრობლემების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს აცნობეს, თუმცა უწყებიდან მათ არავინ გამოხმაურებიათ.