მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულუარული ინფორმაციით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს "ცუდი ადამიანი" უწოდა - დაძაბულობა აშშ-სა და ისრაელს შორის: რა გახდა ამის მიზეზი?
კულუარული ინფორმაციით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს "ცუდი ადამიანი" უწოდა - დაძაბულობა აშშ-სა და ისრაელს შორის: რა გახდა ამის მიზეზი?

ჯო ბა­ი­დენ­მა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს "ცუდი ადა­მი­ა­ნი" უწო­და - ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico პრე­ზი­დენ­ტთან და­ახ­ლო­ე­ბულ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ენ­დრიუ ბე­იტსმა, ბა­ი­დე­ნის სპი­კერ­მა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ბრალ­დე­ბე­ბი და Politico-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ "პრე­ზი­დენტს მსგავ­სი არა­ფე­რი უთ­ქვამს და არც არას­დროს იტყვის". ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა.

ორ ლი­დერს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ბა­ი­დენ­მა ორი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის იდეა წა­მო­ა­ყე­ნა. ამ იდე­ას მხა­რი დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და სხვა და­სავ­ლურ­მა ქვეყ­ნებ­მაც და­უ­ჭი­რეს, თუმ­ცა ნე­თა­ნი­აჰუმ წი­ნა­და­დე­ბა უარ­ყო.

  • ორი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა - შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ღა­ზის სექ­ტორ­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე შექ­მნის პა­ლეს­ტი­ნელ­თა სა­ხელ­მწი­ფოს. "ჰა­მა­სი“ უარ­ყოფს ორი სა­ხელ­მწი­ფოს იდე­ას და ის­რა­ე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას ლა­მობს. ის­რა­ე­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ითხოვს, რომ თუ შე­იქ­მნე­ბა პა­ლეს­ტი­ნის სა­ხელ­მწი­ფო, დე­მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი უნდა იყოს.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სუ­ლი წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ღა­ზის სექ­ტო­რი­დან ის­რა­ელ­ში შეჭ­რილ­მა "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტებ­მა 1500-ზე მეტი ის­რა­ე­ლე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე მოკ­ლეს, რის მე­რეც და­ი­წყო "ჰა­მას" - ის­რა­ე­ლის ომი.

ის­რა­ე­ლი­სა და პა­ლეს­ტი­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას თით­ქმის სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია აქვს. მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მსოფ­ლი­ო­ში გა­ფან­ტუ­ლი ებ­რა­უ­ლი დი­ას­პო­რა აქ­ტი­უ­რად იწყებს ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბარს. ვი­თარ­დე­ბა სი­ო­ნიზ­მის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი იდე­ო­ლო­გია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი პოს­ტუ­ლა­ტი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა იყო. სი­ო­ნიზმს ლე­გი­ტი­მა­ცია მის­ცა ჰო­ლო­კოსტმაც - მე-2 მსოფ­ლიო ომში ნა­ცის­ტურ­მა გერ­მა­ნი­ამ ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით მი­ლი­ო­ნო­ბით ებ­რა­ე­ლი გა­ა­ნად­გუ­რა, ხოლო გა­დარ­ჩე­ნილ­მა ნა­წილ­მა შეძ­ლო მსოფ­ლი­ოს დარ­წმუ­ნე­ბა იმა­ში, რომ მათი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია მხო­ლოდ ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნის გზით იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ის­რა­ე­ლის შექ­მნა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1947 წელს გა­ფორმ­და, რო­დე­საც გა­ე­როს დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მა­შინ­დე­ლი პა­ლეს­ტი­ნის ტე­რი­ტო­რია ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო - ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი და სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი (პა­ლეს­ტი­ნის სრუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 56%) ის­რა­ე­ლის ხელ­ში გა­და­ვი­და, ხოლო არა­ბე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლი, ძი­რი­თა­დად ღა­ზის სექ­ტო­რი, და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ტე­რი­ტო­რია და ჩრდი­ლო­ე­თით ლი­ბა­ნის მო­სა­ზღვრე მი­წე­ბი (სრუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის 44%) პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის კონ­ტროლ­ქვეშ დარ­ჩა. გა­ე­როს გეგ­მა პა­ლეს­ტი­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ არ მი­ი­ღო და სამ­შობ­ლოს დაც­ვის მო­ტი­ვით ახ­ლად­შექ­მნი­ლი ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ომი და­ი­წყო. პა­ლეს­ტი­ნას მხა­რი მე­ზო­ბელ­მა არა­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა: ეგ­ვიპ­ტემ, იორ­და­ნი­ამ, სი­რი­ამ, ერაყ­მა და ლი­ბან­მა და­უ­ჭი­რეს. ომის პირ­ველ ეტაპ­ზე არა­ბულ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, მათ შო­რის იე­რუ­სა­ლი­მის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლიც და­ი­კა­ვა, თუმ­ცა, ომის გარ­დამ­ტეხ ეტაპ­ზე უპი­რა­ტე­სო­ბა ებ­რა­უ­ლი ჯა­რის ხელ­ში გა­და­ვი­და, რო­მელ­მაც ომში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგომ პა­ლეს­ტი­ნას ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­მა­ტე­ბით 22% წა­არ­თვა. ომის ბო­ლოს პა­ლეს­ტი­ნა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი მხო­ლოდ ღა­ზის სექ­ტორ­სა და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის მე­ო­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი 1967 წელს მოხ­და, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში ექ­ვსდღი­ა­ნი ომის სა­ხე­ლით შე­ვი­და. ეს ომი ის­რა­ე­ლის­თვის გარ­დამ­ტე­ხი მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მას­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ამ სა­ხელ­მწი­ფომ სი­რი­ას გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბე­ბი, ეგ­ვიპ­ტეს სი­ნას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და ღაზა, ხოლო იორ­და­ნეს და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო წა­არ­თვა. ექ­ვსდღი­ან ომში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ არა­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა რე­ვან­შის­თვის აქ­ტი­უ­რი მზა­დე­ბა და­ი­წყეს და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია 1973 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს, "იომ ქი­ფუ­რის“, ებ­რა­ელ­თა მი­ტე­ვე­ბის დღეს და­ი­წყეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტმა ომის პირ­ველ ეტაპ­ზე ეგ­ვიპ­ტე­სა და სი­რი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა მის­ცა, თუმ­ცა, ის­რა­ელ­მა მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რის - აშშ-ის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის წყა­ლო­ბით, და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მა­ლე­ვე შეძ­ლო. "იომ ქი­ფუ­რის" ომის შე­დე­გად და­დე­ბუ­ლი სა­ზა­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მე­ო­მარ მხა­რე­ებს შო­რის სამ­ხედ­რო პა­რი­ტე­ტი აღ­დგა და ისი­ნი ომამ­დე არ­სე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე დაბ­რუნ­დნენ. გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბებ­სა და სი­ნას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს ისევ ის­რა­ე­ლი აკონ­ტრო­ლებ­და. სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად მხო­ლოდ 1978 წელს შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც კემპ დე­ვი­დის ცნო­ბი­ლი შე­თან­ხმე­ბით, ის­რა­ელ­მა ეგ­ვიპ­ტეს აღი­ა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სი­ნას ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი და­უბ­რუ­ნა, თუმ­ცა, ის­რა­ელ­მა სხვა არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან აღი­ა­რე­ბას ვერ მი­აღ­წია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის ახა­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ინ­ტი­ფა­და) გან­ვი­თარ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტა­ნას შო­რის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად მწვავ­დე­ბო­და ბოლო წლე­ბის გან­მა­ვა­ლო­ბა­შიც.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1234....
1

Ბებერ ჯომ თუ იცოდა ვის ეხუტებოდა? - მე არა მგონია. 

ალექს
7

რეძისკა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კულუარული ინფორმაციით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს "ცუდი ადამიანი" უწოდა - დაძაბულობა აშშ-სა და ისრაელს შორის: რა გახდა ამის მიზეზი?

კულუარული ინფორმაციით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს "ცუდი ადამიანი" უწოდა - დაძაბულობა აშშ-სა და ისრაელს შორის: რა გახდა ამის მიზეზი?

ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს "ცუდი ადამიანი" უწოდა - ინფორმაციას Politico პრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ენდრიუ ბეიტსმა, ბაიდენის სპიკერმა, კატეგორიულად უარყო ბრალდებები და Politico-ს განუცხადა, რომ "პრეზიდენტს მსგავსი არაფერი უთქვამს და არც არასდროს იტყვის". ეს ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით იმყოფება.

ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბაიდენმა ორი სახელმწიფოს შექმნის იდეა წამოაყენა. ამ იდეას მხარი დიდმა ბრიტანეთმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმაც დაუჭირეს, თუმცა ნეთანიაჰუმ წინადადება უარყო.

  • ორი სახელმწიფოს შექმნა - შეთანხმება, რომელიც ისრაელის პარალელურად, ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე შექმნის პალესტინელთა სახელმწიფოს. "ჰამასი“ უარყოფს ორი სახელმწიფოს იდეას და ისრაელის განადგურებას ლამობს. ისრაელი უსაფრთხოების მიზნით ითხოვს, რომ თუ შეიქმნება პალესტინის სახელმწიფო, დემილიტარიზებული უნდა იყოს.

შეგახსენებთ, გასული წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელში შეჭრილმა "ჰამასის" ტერორისტებმა 1500-ზე მეტი ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, რის მერეც დაიწყო "ჰამას" - ისრაელის ომი.

ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირებას თითქმის საუკუნის ისტორია აქვს. მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში გაფანტული ებრაული დიასპორა აქტიურად იწყებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე საუბარს. ვითარდება სიონიზმის სახელით ცნობილი იდეოლოგია, რომლის ძირითადი პოსტულატი ისრაელის სახელმწიფოს შექმნა იყო. სიონიზმს ლეგიტიმაცია მისცა ჰოლოკოსტმაც - მე-2 მსოფლიო ომში ნაცისტურმა გერმანიამ ეთნიკური ნიშნით მილიონობით ებრაელი გაანადგურა, ხოლო გადარჩენილმა ნაწილმა შეძლო მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ მათი უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ებრაული სახელმწიფოს შექმნის გზით იყო შესაძლებელი.

ისრაელის შექმნა ოფიციალურად 1947 წელს გაფორმდა, როდესაც გაეროს დეკლარაციის მიხედვით, მაშინდელი პალესტინის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო - ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი (პალესტინის სრული ტერიტორიის 56%) ისრაელის ხელში გადავიდა, ხოლო არაბებით დასახლებული ნაწილი, ძირითადად ღაზის სექტორი, დასავლეთ სანაპიროს ტერიტორია და ჩრდილოეთით ლიბანის მოსაზღვრე მიწები (სრული ტერიტორიის 44%) პალესტინელების კონტროლქვეშ დარჩა. გაეროს გეგმა პალესტინის მოსახლეობამ არ მიიღო და სამშობლოს დაცვის მოტივით ახლადშექმნილი ისრაელის წინააღმდეგ ომი დაიწყო. პალესტინას მხარი მეზობელმა არაბულმა სახელმწიფოებმა: ეგვიპტემ, იორდანიამ, სირიამ, ერაყმა და ლიბანმა დაუჭირეს. ომის პირველ ეტაპზე არაბულმა კოალიციამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მათ შორის იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილიც დაიკავა, თუმცა, ომის გარდამტეხ ეტაპზე უპირატესობა ებრაული ჯარის ხელში გადავიდა, რომელმაც ომში გამარჯვების შემდგომ პალესტინას ტერიტორიების დამატებით 22% წაართვა. ომის ბოლოს პალესტინა და მისი მოკავშირეები მხოლოდ ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროს აკონტროლებდნენ.

ისრაელსა და პალესტინას შორის მეორე შეიარაღებული კონფლიქტი 1967 წელს მოხდა, რომელიც ისტორიაში ექვსდღიანი ომის სახელით შევიდა. ეს ომი ისრაელისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა, რადგან მასში გამარჯვების შემდეგ, ამ სახელმწიფომ სირიას გოლანის მაღლობები, ეგვიპტეს სინას ნახევარკუნძული და ღაზა, ხოლო იორდანეს დასავლეთ სანაპირო წაართვა. ექვსდღიან ომში დამარცხების შემდეგ არაბულმა სახელმწიფოებმა რევანშისთვის აქტიური მზადება დაიწყეს და სამხედრო ოპერაცია 1973 წლის 5 ოქტომბერს, "იომ ქიფურის“, ებრაელთა მიტევების დღეს დაიწყეს. მოულოდნელობის ეფექტმა ომის პირველ ეტაპზე ეგვიპტესა და სირიას მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობა მისცა, თუმცა, ისრაელმა მთავარი მოკავშირის - აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მალევე შეძლო. "იომ ქიფურის" ომის შედეგად დადებული საზავო ხელშეკრულების მიხედვით, მეომარ მხარეებს შორის სამხედრო პარიტეტი აღდგა და ისინი ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნდნენ. გოლანის მაღლობებსა და სინას ნახევარკუნძულს ისევ ისრაელი აკონტროლებდა. სიტუაცია რადიკალურად მხოლოდ 1978 წელს შეიცვალა, როდესაც კემპ დევიდის ცნობილი შეთანხმებით, ისრაელმა ეგვიპტეს აღიარების სანაცვლოდ, სინას ნახევარკუნძული დაუბრუნა, თუმცა, ისრაელმა სხვა არაბული სახელმწიფოებისგან აღიარებას ვერ მიაღწია. დროთა განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის ახალი კონფლიქტები (პირველი და მეორე ინტიფადა) განვითარდა. დაპირისპირება ისრაელსა და პალესტანას შორის პერმანენტულად მწვავდებოდა ბოლო წლების განმავალობაშიც.