მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც მკითხველთა ფართო წრეები არ იცნობენ - მწერლის რომანების ახალი ტირაჟით გამოცემა გრძელდება
ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც მკითხველთა ფართო წრეები არ იცნობენ - მწერლის რომანების ახალი ტირაჟით გამოცემა გრძელდება

„პა­ლიტ­რა L-ი“ კლა­სი­კო­სი მწერ­ლის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბის ახა­ლი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მას აგ­რძე­ლებს.

ავ­ტო­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი „პა­ლიტ­რა L-მა“ ერთი სე­რი­ის ქვეშ გა­ა­ერ­თი­ა­ნა და 8 ტო­მად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა: „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“, „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ (ორ ნა­წი­ლად), „დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი“, „ვა­ზის ყვა­ვი­ლო­ბა“, „დი­დოს­ტა­ტის კონ­სტან­ტი­ნეს მარ­ჯვე­ნა“, მო­თხრო­ბე­ბი, ნო­ვე­ლე­ბი და უახ­ლე­სი, მე 8 ტომი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს „გო­ე­ტეს ცხოვ­რე­ბის რო­მან­სა“ და „ბე­ლადს“.

„გო­ე­ტეს ცხოვ­რე­ბის რო­მა­ნი“ ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია იო­ჰან ვოლ­ფგანგ ფონ გო­ე­თეს შე­სა­ხებ. თა­ვად ავ­ტო­რის თქმით, ეს ნაშ­რო­მი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­გამ­მა შე­უკ­ვე­თა გო­ე­თეს იუ­ბი­ლეს გამო. იგი პირ­ვე­ლი ცდაა ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი­სა ქარ­თულ ენა­ზე.

„ბე­ლა­დი“ ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, რო­გორც წიგ­ნი, რო­მელ­მაც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნა. რო­მა­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 1937 წელს ჟურ­ნალ „მნა­თობ­ში“ და­ი­ბეჭ­და.

გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლადო იო­სე­ბი­ძე და ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბის ავ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია მწერ­ლის ორი­ვე ნა­მუ­შევ­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს გვი­ზი­ა­რე­ბენ. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ, შეკ­რი­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი და გა­ა­ერ­თი­ა­ნა ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბა­ში, სა­ი­და­ნაც მკი­თხვე­ლი სხვა­დას­ხვა აქამ­დე ნაკ­ლე­ბად გახ­მა­უ­რე­ბულ დე­ტალს შე­ი­ტყობს.

მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლადო იო­სე­ბი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის მწერ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: „ბე­ლა­დი“ მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ი­ცა თით­ქმის ასი წლის წინ (1939 წ.) და პი­რა­დად სტა­ლი­ნის მი­თი­თე­ბით შე­წყვი­ტა მწე­რალ­მა წიგ­ნის წერა, რო­მე­ლიც ტრი­ლო­გი­ად ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. თუ კარ­გად ჩა­ვუკ­ვირ­დე­ბით ტექსტს, აკ­რძალ­ვის მი­ზეზ­საც მი­ვაგ­ნებთ - კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, წიგნ­ში ამ­ხელს რუს ჩი­ნოვ­ნიკ­თა დამ­პყრობ­ლურ, ქარ­თველთმო­ძუ­ლე ბუ­ნე­ბას, რაც, ვფიქ­რობთ, და­უშ­ვე­ბე­ლი იყო მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­უ­რი, კო­მუ­ნის­ტუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - გან­მარ­ტა მან.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სე­ბის და ამ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ახა­ლი ტი­რა­ჟე­ბით გა­მო­ცე­მა და კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად შეს­წავ­ლა, ლადო იო­სე­ბი­ძე გან­მარ­ტავს, რომ „მხო­ლოდ კლა­სი­კო­სებ­თან შე­იძ­ლე­ბა მი­ვაგ­ნოთ გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, სა­ხე­ე­ბის ხატ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მა­ნე­რას, სტი­ლის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას, მსუ­ყე ლექ­სი­კას, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით მდი­და­რია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა და რის­გა­ნაც თით­ქმის დაც­ლი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ზა“.

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­სა და წიგ­ნის ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბის ავ­ტორს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვკი­თხეთ, მწერ­ლის რო­მელ რო­მა­ნებს გა­მო­არ­ჩევ­და. რო­გორც აღ­ნიშ­ნა, ოთხი­ვე მათ­გა­ნი: „დი­ო­ნი­სოს ღი­მი­ლი“, „მთვა­რის მო­ტა­ცე­ბა“, „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“ და „და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ მის­თვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„ოღონდ ყვე­ლას რა­ღაც თა­ვი­სე­ბუ­რი კუ­თხე გა­აჩ­ნია, ვგუ­ლის­ხმობ ამ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, წარ­მო­ჩე­ნი­სა და იდე­ე­ბის მხატ­ვრულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას“, -აღ­ნიშ­ნა მან.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბა­ში მკი­თხვე­ლი მწერ­ლის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს შე­ი­ტყობს:

„მკი­თხვე­ლი გა­ა­კე­თებს ისეთ აღ­მო­ჩე­ნებს, რაც მან აქამ­დე ყურ­მოკ­ვრით იცო­და, მა­გა­ლი­თად, რომ არ­სე­ბობს რო­მა­ნი „ბე­ლა­დი“ ან ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი გო­ე­თეს ცხოვ­რე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა მათი შექ­მნის წი­ნა­პი­რო­ბებს, არც ეს იცო­და მკი­თხველ­მა. მა­გა­ლი­თად, არ იცო­და, რომ რო­მა­ნი გო­ე­თეს ცხოვ­რე­ბა­ზე ეძღვნე­ბა გო­ე­თეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის 100 წლის თავს და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია იყო ის შე­მოქ­მე­დი, რო­მე­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამ მოვ­ლე­ნას. საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ეჭ­ვოა, რომ ვინ­მე გა­მოხ­მა­უ­რე­ბო­და ამ თა­რიღს. რაც შე­ე­ხე­ბა „ბე­ლადს“, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ თა­ვად რო­მა­ნი არის ბე­ლა­დის მიერ და­წუ­ნე­ბუ­ლი, ვგუ­ლის­ხმობ სტა­ლინს. მან ჩათ­ვა­ლა, რომ ამას მის ბი­ოგ­რა­ფი­ას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო და პრაქ­ტი­კუ­ლად აკ­რძა­ლა მისი გაგ­რძე­ლე­ბაც და მისი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ცე­მაც. რო­დე­საც დეს­ტა­ლი­ნი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში ჰკი­თხეს, რა­ტომ და­წე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნი, უპა­სუ­ხა, თვი­თონ მწე­რალ­მა უპა­სუ­ხა, „მე გუ­ლით დავ­წე­რე, არც არ­წი­ვი მი­წო­დე­ბია მის­თვის, არც ლომი და არც გე­ნი­ო­სიო“.

ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ცო­ცხლად არის აღ­წე­რი­ლი გო­რის ცხოვ­რე­ბა, რაც ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ.

კი­თხვა­ზე, რე­ა­ლუ­რად, სი­ცო­ცხლე გა­და­ირ­ჩი­ნა თუ არა მწე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­მა­ნით, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია პა­სუ­ხობს, რომ მისი აზ­რით, შე­იძ­ლე­ბო­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო:

„თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ ხელი მოჰ­კი­და ამ ნა­წარ­მო­ებს, ჩემი აზ­რით ეს მას უკვე ჩა­ეთ­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ზო­გა­დად, კრი­ტი­კა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო აზრი, რომ ახალ სო­ცი­ა­ლის­ტურ და კო­მუ­ნის­ტურ სტილს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ვერ ასა­ხავ­და. იგი ძა­ლი­ან კარ­გად და მარ­ჯვედ ასა­ხავ­და ძვე­ლის დამ­ხო­ბას, ძვე­ლი სამ­ყა­როს და­ისს, მაგ­რამ ვერ ასა­ხავ­და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას და თა­ვად ბე­ლად­მაც და მის­მა გა­რე­მოც­ვა­მაც ასე ჩათ­ვა­ლა, რომ მწე­რა­ლი ეცა­და, მაგ­რამ ვერ გა­არ­თვა თავი ამო­ცა­ნას. რო­გორც ჩანს, მან ვერ შეძ­ლო, რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და და­ე­წე­რა მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წი­ლი; ვერ შეძ­ლო კო­მუ­ნიზ­მი­სა და სო­ცი­ა­ლიზ­მის ტრი­უმ­ფი აღე­წე­რა... აღე­წე­რა იგი სწო­რედ დიდი ბე­ლა­დის სა­ხით“, - გან­მარ­ტა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა „გო­ე­ტეს ცხოვ­რე­ბის რო­მანს“, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა ამ ჟანრ­ში სხვა ავ­ტო­რებს ერ­თგვა­რად გზა გა­უჭ­რა. მისი შე­ფა­სე­ბით, მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ეს წიგ­ნი ბე­ლეტ­რის­ტი­კაა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ის სა­კი­თხის ბი­ოგ­რა­ფი­ულ გაშ­ლას წარ­მო­ად­გენს.

„ამ მხრი­ვაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჟან­რია მიგ­ნე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის რა­ღა­ცით, ალ­ბათ, სტი­ლით წა­ა­გავს თო­მას მა­ნის ნა­მუ­შე­ვარს - „ლოტე ვა­ი­მარ­ში“, - აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი ტო­მე­უ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლი არ არის. ამას­თან, არ არ­სე­ბობს აკა­დე­მი­უ­რად შეს­წავ­ლი­ლი და დად­გე­ნი­ლი ტექ­სტი. საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ნა­წარ­მო­ე­ბებს თვით­ნე­ბუ­რად ექ­ცე­ო­და, ამოკ­ლებ­და და ცვლი­და ტექსტს, ად­გი­ლებს, გა­მოთ­ქმებს, რაც ჯერ კი­დევ არ არის შეს­წავ­ლი­ლი.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შეს­წავ­ლას სჭირ­დე­ბა კომ­პე­ტენ­ტურ მკვლე­ვარ­თა კო­მი­სი­ის შექ­მნა, რისი მცდე­ლო­ბაც ერთხელ - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა მცდე­ლო­ბად დარ­ჩა. რო­გორც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია აღ­ნიშ­ნავს, ის ფლობს მე­თოდს, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს სხვა­დას­ხვა რე­ა­ლო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია ამა თუ იმ პა­საჟ­თან ან კო­ნი­უნ­ქტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­გვა­რი კო­მი­სი­ის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში, ის გა­მოთ­ქვამს მზა­ო­ბას, თა­ვა­დაც ჩა­ერ­თოს კვლე­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
2

" ევროპული რეაქცია და ამერიკული კანიბალიზმი" ამის გამოცემას არ აპირებთ ,თუ მაგაზე ნიჩურიტაა და თან ცალ ფეხზე მდგომების ნერვებს უფრთხილდებით? :))

ჰმ,
1

ეს რა ქუდით დახატეთ, გამსახურდიაა, თუ ნეფერტიტა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც მკითხველთა ფართო წრეები არ იცნობენ - მწერლის რომანების ახალი ტირაჟით გამოცემა გრძელდება

ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც მკითხველთა ფართო წრეები არ იცნობენ - მწერლის რომანების ახალი ტირაჟით გამოცემა გრძელდება

„პალიტრა L-ი“ კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ახალი ტირაჟით გამოცემას აგრძელებს.

ავტორის უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი „პალიტრა L-მა“ ერთი სერიის ქვეშ გააერთიანა და 8 ტომად წარმოგვიდგინა: „მთვარის მოტაცება“, „დავით აღმაშენებელი“ (ორ ნაწილად), „დიონისოს ღიმილი“, „ვაზის ყვავილობა“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, მოთხრობები, ნოველები და უახლესი, მე 8 ტომი, რომელიც აერთიანებს „გოეტეს ცხოვრების რომანსა“ და „ბელადს“.

„გოეტეს ცხოვრების რომანი“ ბიოგრაფიული ნაწარმოებია იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს შესახებ. თავად ავტორის თქმით, ეს ნაშრომი საქართველოს სახელგამმა შეუკვეთა გოეთეს იუბილეს გამო. იგი პირველი ცდაა ბიოგრაფიული რომანისა ქართულ ენაზე.

„ბელადი“ ხშირად მოიხსენიება, როგორც წიგნი, რომელმაც კონსტანტინე გამსახურდიას საბჭოთა ეპოქაში სიცოცხლე შეუნარჩუნა. რომანის პირველი ნაწილი 1937 წელს ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა.

გამოცემის მთავარი რედაქტორი ლადო იოსებიძე და ბოლოსიტყვაობის ავტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია მწერლის ორივე ნამუშევრის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვიზიარებენ. კონსტანტინე გამსახურდიამ, შეკრიბა მნიშვნელოვანი მასალები და გააერთიანა ბოლოსიტყვაობაში, საიდანაც მკითხველი სხვადასხვა აქამდე ნაკლებად გახმაურებულ დეტალს შეიტყობს.

მთავარი რედაქტორი ლადო იოსებიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რატომ არის მწერლის აღნიშნული ნამუშევრების გამოცემა მნიშვნელოვანი: „ბელადი“ მხოლოდ ერთხელ გამოიცა თითქმის ასი წლის წინ (1939 წ.) და პირადად სტალინის მითითებით შეწყვიტა მწერალმა წიგნის წერა, რომელიც ტრილოგიად ჰქონდა ჩაფიქრებული. თუ კარგად ჩავუკვირდებით ტექსტს, აკრძალვის მიზეზსაც მივაგნებთ - კონსტანტინე გამსახურდია, ნებით თუ უნებლიედ, წიგნში ამხელს რუს ჩინოვნიკთა დამპყრობლურ, ქართველთმოძულე ბუნებას, რაც, ვფიქრობთ, დაუშვებელი იყო მაშინდელი საბჭოური, კომუნისტური კონიუნქტურის გათვალისწინებით“, - განმარტა მან.

კითხვაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი ქართველი კლასიკოსების და ამ შემთხვევაში, კონსტანტინე გამსახურდიას ახალი ტირაჟებით გამოცემა და კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლა, ლადო იოსებიძე განმარტავს, რომ „მხოლოდ კლასიკოსებთან შეიძლება მივაგნოთ გამოხატვის ფორმების მრავალფეროვნებას, სახეების ხატვის ინდივიდუალურ მანერას, სტილის სრულყოფილებას, მსუყე ლექსიკას, რითაც განსაკუთრებით მდიდარია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება და რისგანაც თითქმის დაცლილია თანამედროვე პროზა“.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორსა და წიგნის ბოლოსიტყვაობის ავტორს კონსტანტინე გამსახურდიას ვკითხეთ, მწერლის რომელ რომანებს გამოარჩევდა. როგორც აღნიშნა, ოთხივე მათგანი: „დიონისოს ღიმილი“, „მთვარის მოტაცება“, „დიდოსტატის მარჯვენა“ და „დავით აღმაშენებელი“ მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

„ოღონდ ყველას რაღაც თავისებური კუთხე გააჩნია, ვგულისხმობ ამბის განვითარების, წარმოჩენისა და იდეების მხატვრულ განხორციელებას“, -აღნიშნა მან.

კონსტანტინე გამსახურდიას ინფორმაციით, ბოლოსიტყვაობაში მკითხველი მწერლის შესახებ სხვადასხვა საინტერესო ფაქტს შეიტყობს:

„მკითხველი გააკეთებს ისეთ აღმოჩენებს, რაც მან აქამდე ყურმოკვრით იცოდა, მაგალითად, რომ არსებობს რომანი „ბელადი“ ან ბიოგრაფიული რომანი გოეთეს ცხოვრებაზე. რაც შეეხება მათი შექმნის წინაპირობებს, არც ეს იცოდა მკითხველმა. მაგალითად, არ იცოდა, რომ რომანი გოეთეს ცხოვრებაზე ეძღვნება გოეთეს გარდაცვალების 100 წლის თავს და კონსტანტინე გამსახურდია იყო ის შემოქმედი, რომელიც გამოეხმაურა ამ მოვლენას. საბჭოთა საქართველოში საეჭვოა, რომ ვინმე გამოხმაურებოდა ამ თარიღს. რაც შეეხება „ბელადს“, ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ თავად რომანი არის ბელადის მიერ დაწუნებული, ვგულისხმობ სტალინს. მან ჩათვალა, რომ ამას მის ბიოგრაფიასთან არაფერი აქვს საერთო და პრაქტიკულად აკრძალა მისი გაგრძელებაც და მისი ხელახალი გამოცემაც. როდესაც დესტალინიზაციის ეპოქაში ჰკითხეს, რატომ დაწერა აღნიშნული რომანი, უპასუხა, თვითონ მწერალმა უპასუხა, „მე გულით დავწერე, არც არწივი მიწოდებია მისთვის, არც ლომი და არც გენიოსიო“.

ამ ნაწარმოებში ცოცხლად არის აღწერილი გორის ცხოვრება, რაც ასევე საინტერესო იქნება მკითხველისთვის“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

კითხვაზე, რეალურად, სიცოცხლე გადაირჩინა თუ არა მწერალმა აღნიშნული რომანით, კონსტანტინე გამსახურდია პასუხობს, რომ მისი აზრით, შეიძლებოდა, ასე ყოფილიყო:

„თვითონ ის ფაქტი, რომ ხელი მოჰკიდა ამ ნაწარმოებს, ჩემი აზრით ეს მას უკვე ჩაეთვლებოდა, მაგრამ ზოგადად, კრიტიკაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ახალ სოციალისტურ და კომუნისტურ სტილს კონსტანტინე გამსახურდია ვერ ასახავდა. იგი ძალიან კარგად და მარჯვედ ასახავდა ძველის დამხობას, ძველი სამყაროს დაისს, მაგრამ ვერ ასახავდა ახალი ცხოვრების დამკვიდრებას და თავად ბელადმაც და მისმა გარემოცვამაც ასე ჩათვალა, რომ მწერალი ეცადა, მაგრამ ვერ გაართვა თავი ამოცანას. როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო, რომ გაეგრძელებინა და დაეწერა მეორე და მესამე ნაწილი; ვერ შეძლო კომუნიზმისა და სოციალიზმის ტრიუმფი აღეწერა... აღეწერა იგი სწორედ დიდი ბელადის სახით“, - განმარტა კონსტანტინე გამსახურდიამ.

რაც შეეხება „გოეტეს ცხოვრების რომანს“, კონსტანტინე გამსახურდიას განმარტებით, აღნიშნულმა ნამუშევარმა ამ ჟანრში სხვა ავტორებს ერთგვარად გზა გაუჭრა. მისი შეფასებით, მოგეჩვენებათ, რომ ეს წიგნი ბელეტრისტიკაა, თუმცა ამავდროულად, ის საკითხის ბიოგრაფიულ გაშლას წარმოადგენს.

„ამ მხრივაც ძალიან საინტერესო ჟანრია მიგნებული. შეიძლება ითქვას, რომ ის რაღაცით, ალბათ, სტილით წააგავს თომას მანის ნამუშევარს - „ლოტე ვაიმარში“, - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მისივე ინფორმაციით, მწერლის შემოქმედების სრულყოფილი ტომეული ჯერჯერობით გამოცემული არ არის. ამასთან, არ არსებობს აკადემიურად შესწავლილი და დადგენილი ტექსტი. საბჭოთა ცენზურა კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებებს თვითნებურად ექცეოდა, ამოკლებდა და ცვლიდა ტექსტს, ადგილებს, გამოთქმებს, რაც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულის შესწავლას სჭირდება კომპეტენტურ მკვლევართა კომისიის შექმნა, რისი მცდელობაც ერთხელ - ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში იყო, თუმცა მცდელობა მცდელობად დარჩა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, ის ფლობს მეთოდს, თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა რეალობის რეკონსტრუქცია ამა თუ იმ პასაჟთან ან კონიუნქტურასთან დაკავშირებით. ამგვარი კომისიის შექმნის შემთხვევაში, ის გამოთქვამს მზაობას, თავადაც ჩაერთოს კვლევით საქმიანობაში.

R