სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! უნდა აღიაროს, რომ მივუტევოთ... მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ" - ზარქუა
"პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! უნდა აღიაროს, რომ მივუტევოთ... მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ" - ზარქუა

პრე­ზი­დენტს ვკი­თხავ­დი, ნა­ნობს თუ არა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გა­მოხ­ტო­მებს?! - უნდა აღი­ა­როს, თუ უნდა, რომ მი­ვუ­ტე­ვოთ და მზად ვარ ვუ­თხრა - ჯი­გა­რი ხარ, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ფრან­გუ­ლა­დაც გა­და­ვუხ­დი მად­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას, რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რას ეტყო­და მას, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ჰქონ­დეს.

ზარ­ქუ­ას თქმით, სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის შემ­დეგ, პრე­ზი­დენტს კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ახ­სნას თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი და თქვას, რომ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

„მე კი­თხვას და­ვუს­ვამ­დი ნა­ნობს თუ არა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გა­მოხ­ტო­მებს, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და?! ნა­ნობს თუ არა, რომ რა­დი­კა­ლებს შე­ეკ­რა?! ვე­ლო­დე­ბი, რომ გა­მო­ვა და იტყვის - მე ვი­ყა­ვი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, მად­ლო­ბას გიხ­დით მთავ­რო­ბას და პარ­ლა­მენტს სტა­ტუ­სის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­პო­ვე­ბის­თვის და მე მეტს აღარ გა­ვა­კე­თებ. ეს მო­ლო­დი­ნი მაქვს, თუ ღირ­სე­ბა შერ­ჩე­ნია, ბო­დი­შის მოხ­და არ არის ცუდი ტონი. როცა დარ­წმუნ­დე­ბი, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვი და პარ­ლა­მენტს, სა­დაც სხვა­თა შო­რის, თვი­თო­ნაც მუ­შა­ობ­და „ფსევ­დო­რე­ფორ­მებს“ ეძახ­და, ამ „ფსევ­დო­რე­ფორ­მე­ბით“ და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად და ერ­თხმად მოგ­ვა­ნი­ჭა ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფომ სტა­ტუ­სი. მით უმე­ტეს, რე­ი­ტინ­გე­ბით, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ევ­რო­კავ­ში­რის 7 სა­ხელ­მწი­ფოს, ნატო-ს 9 სა­ხელ­მწი­ფოს ვუს­წრებთ, ეს მთავ­რო­ბის, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და ეს უნდა აღი­ა­როს ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, თუ უნდა მი­ვუ­ტე­ვოთ ის შეც­დო­მე­ბი და ვთქვათ, რომ რა მოხ­და მერე, ვის არ ეშ­ლე­ბა?! მე პი­რა­დად მზად ვარ ვუ­თხრა, ჯი­გა­რი ხარ ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო-თქო. ფრან­გუ­ლა­დაც ვე­ტყვი - მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი”, - გა­ნა­ცხა­და ზარ­ქუ­ამ.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია
0

ამ ბიჭს განათლებასა და ინტელექტთან ერთად, აშკარად ზრდილობა და შეგნებაც აკლია. 

...
0

 დეპუტატის და თანამდებობის პირის მეტყველება უნდა განსხვავდებოდეს. სიტყვა "ჯიგარი" არ უნდა იხმაროს ,უფრო მაღალფარდოვანი სიტყვები მოიძიე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! უნდა აღიაროს, რომ მივუტევოთ... მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ" - ზარქუა

"პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! უნდა აღიაროს, რომ მივუტევოთ... მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ" - ზარქუა

პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! - უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ ვუთხრა - ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით და რას ეტყოდა მას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

ზარქუას თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს კარგი შესაძლებლობა აქვს, ახსნას თავისი პოზიციები და თქვას, რომ შეცდომაში შეიყვანეს.

„მე კითხვას დავუსვამდი ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს, რასაც ადგილი ჰქონდა?! ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა?! ველოდები, რომ გამოვა და იტყვის - მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს, თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი. როცა დარწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვი და პარლამენტს, სადაც სხვათა შორის, თვითონაც მუშაობდა „ფსევდორეფორმებს“ ეძახდა, ამ „ფსევდორეფორმებით“ და შესრულებული პუნქტებით დამსახურებულად და ერთხმად მოგვანიჭა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ სტატუსი. მით უმეტეს, რეიტინგებით, რაც გამოქვეყნდა, ევროკავშირის 7 სახელმწიფოს, ნატო-ს 9 სახელმწიფოს ვუსწრებთ, ეს მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა აღიაროს ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუ უნდა მივუტევოთ ის შეცდომები და ვთქვათ, რომ რა მოხდა მერე, ვის არ ეშლება?! მე პირადად მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ ქალბატონო პრეზიდენტო-თქო. ფრანგულადაც ვეტყვი - მადლობას გადავუხდი”, - განაცხადა ზარქუამ.