სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველომ და სომხეთმა "სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - რა განაცხადეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა?
საქართველომ და სომხეთმა "სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - რა განაცხადეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი, დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, ეწ­ვია. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სომ­ხე­თის პრე­მი­ერს ვიცე-პრე­მი­ე­რი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე დახ­ვდნენ. მან შეხ­ვედ­რა უკვე გა­მარ­თა ქარ­თველ კო­ლე­გა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას მო­ე­წე­რა ხელი.

"ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი შეხ­ვედ­რა გვქონ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, გან­ვი­ხი­ლეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, პარტნი­ო­რო­ბას, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, გვქონ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კო­მი­სი­ის რი­გით მე-13 სხდო­მა, სა­დაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ, რო­მე­ლიც ეხე­ბა ვაჭ­რო­ბას, ეკო­ნო­მი­კას და ზო­გა­დად, ურ­თი­ერ­თო­ბებს. მინ­და სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა, სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვამ მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წია. სომ­ხე­თი არის რი­გით მე-6 სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ასე­ვე რი­გით მე­ო­რე სა­ექ­სპორ­ტო ქვე­ყა­ნა, რაც ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ჩვენ­თვის. გა­სულ წელს სომ­ხე­თი­დან, თით­ქმის, მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი, ვი­ზი­ტო­რი გვეს­ტუმ­რა, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყო დღე­ვან­დე­ლი დღის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­ზეც ჩვენ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით. ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში და­ვა­ა­ნონ­სეთ, რომ მო­ვა­წერ­დით ხელს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ის­ტო­რი­უ­ლად ვართ ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, მე­გობ­რე­ბი, არამ­ხო­ლოდ მე­ზობ­ლე­ბი. გვაქვს კარ­გი პარტნი­ო­რო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. დე-ფაქ­ტო ჩვენ ისე­დაც ვი­ყა­ვით სტრა­ტე­გი­უ­ლი მე­გობ­რე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი. დღეს უკვე ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა გა­ფორმ­და და ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ვა­წე­რეთ ხელი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­თან­ხმე­ბას. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მად­ლი­ე­რე­ბი ვართ ჩვე­ნი სო­მე­ხი კო­ლე­გე­ბის. ორი­ვე მთავ­რო­ბა მზად ვართ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვა­ვი­თა­როთ ჩვე­ნი სა­ვაჭ­რო -ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ მათ ფა­ში­ნი­ა­ნის­გან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ მო­ის­მი­ნეს.

"სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის იყო მომ­ხრე, რომ რე­გი­ონ­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა დამ­ყარ­დეს. ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ­მა კარ­გად იცის ჩემი და ჩვე­ნი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია, ჩვენ ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვით და ვართ, რომ ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს და ხალ­ხს სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს. ჩვენ დიდი ოპ­ტი­მიზ­მით და იმე­დის თვა­ლით შევ­ყუ­რებთ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე დი­ა­ლოგს, მინ­და გა­მოვ­თქვა ჩვე­ნი იმე­დი, რომ სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მალე გა­ა­ფორ­მე­ბენ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას, რაც უდა­ვოდ ხელს შე­უ­წყობს და გა­აგ­რძე­ლებს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის, ჩვე­ნი ერე­ბის­თვის.

"მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სომ­ხეთ­ში, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა გვაქვს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ დი­ნა­მი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე­ვე ბა­ტონ პრე­მი­ერ­თან კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნეთ, რომ დე­კემ­ბე­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი, თვე იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლომ მო­ი­პო­ვა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და ქვე­ყა­ნა უკვე ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა გახ­და, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, ჩვე­ნი ხალ­ხი­სათ­ვის, არა­მედ რე­გი­ო­ნის­თვი­საც.

კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ახლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ღა­ლი ტემ­პით გაგ­რძელ­დეს ახა­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ ბა­ტო­ნი ფა­ში­ნი­ა­ნის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მი­მართ, რო­გო­რი­ცაა შავი ზღვის კა­ბე­ლის პრო­ექ­ტი და სხვა პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­ზეც ჩვენ ახლა ვმუ­შა­ობთ. კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, დღე­ვან­დე­ლი დღე იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ის­ტო­რი­უ­ლი, მად­ლო­ბა ჩემს მე­გო­ბარს, ჩემს კო­ლე­გას - ბა­ტონ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს და მის გუნდს“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის მზად არის, თა­ვი­სი წვლი­ლი, კონ­ტრი­ბუ­ცია შე­ი­ტა­ნოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც მთე­ლი რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს და ხალ­ხებს მო­უ­ტანს სარ­გე­ბელს.

"ოპ­ტი­მიზ­მით შევ­ყუ­რებთ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის მიმ­დი­ნა­რე დი­ა­ლოგს - იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ მალე გა­ა­ფორ­მე­ბენ სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბას, რაც გა­აძ­ლი­ე­რებს რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბას და ხელს შე­უ­წყობს სტა­ბი­ლუ­რო­ბას". - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია და კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ ქვეყ­ნებ­მა ძა­ლის­ხმე­ვა უნდა გა­ზარ­დონ და შე­ძე­ნი­ლით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო დამ­სწრე­ნო, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, სომ­ხეთ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ დღეს მი­აღ­წი­ეს დიდ წინსვლას. ბა­ტონ პრე­მი­ერ­თან მო­ვა­წე­რეთ ხელი ერ­თობ­ლივ დეკ­ლა­რა­ცი­ას სომ­ხეთ -სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ეს ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია და გა­მო­ხა­ტავს ჩვენს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბას. ეს მიღ­წე­ვა კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს, რომ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა გავ­ზარ­დოთ და შე­ძე­ნი­ლით არ დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ ასე­ვე სხდო­მის დროს. ბა­ტონ ღა­რი­ბაშ­ვილ­თან გან­ხილ­ვე­ბის დროს ასე­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, უწყე­ბებს და­ვა­ვა­ლოთ ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის სა­კი­თხის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად. ასე­ვე ვი­სა­უბ­რე აზერ­ბა­ი­ჯან­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ძა­ლის­ხმე­ვა­ზე. ხაზი გა­ეს­ვა, რომ მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­უ­ლი და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ხელს არ შე­უ­წყობს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს. როცა შე­ვა­თან­ხმებთ და სა­ჯა­რო პრინ­ცი­პებ­ზე მშვი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელს მო­ვა­წერთ, მა­შინ იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი მშვი­დო­ბა რე­გი­ონ­ში. ჩემს სი­ტყვას ვას­რუ­ლებ იმით, რომ ერ­თობ­ლი­ვი დად­გე­ნი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, და­ვიც­ვათ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და გა­ვაღ­რმა­ოთ კა­ნო­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ გზა­ზე შე­საძ­ლო წარ­მოქ­მნი­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა გან­ვი­ხი­ლოთ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის პრინ­ცი­პით. ბა­ტო­ნო ღა­რი­ბაშ­ვი­ლო, დიდი მად­ლო­ბა ჩემი და ჩემი დე­ლე­გა­ცი­ის თბი­ლი მი­ღე­ბის­თვის და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

აბა ნატოში და ეუროკავშირში უნდა შევიდეს საქართველოო?

ლილი
0

წაიყვანენ სომხები თავიანთ ხალხს ახალციხიდან და დაუბრუნებენ დედა სამშობლოს?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

საქართველომ და სომხეთმა "სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - რა განაცხადეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა?

საქართველომ და სომხეთმა "სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ მემორანდუმი გააფორმეს - რა განაცხადეს ღარიბაშვილმა და ფაშინიანმა?

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციასთან ერთად, ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. მან შეხვედრა უკვე გამართა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან, რომლის განცხადებითაც საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას და ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწია. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. გასულ წელს სომხეთიდან, თითქმის, მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს კარგი პარტნიორობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე ეს მოცემულობა გაფორმდა და ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერები ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე მთავრობა მზად ვართ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

როგორც საქართველოს პრემიერმა განმარტა, რეგიონული პროექტების მიმართ მათ ფაშინიანისგან დადასტურებული ინტერესის შესახებ მოისმინეს.

"საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. ბატონმა პრემიერმა კარგად იცის ჩემი და ჩვენი მთავრობის პოზიცია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთლიანად რეგიონის ქვეყნებს და ხალხს სარგებელს მოუტანს. ჩვენ დიდი ოპტიმიზმით და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, მინდა გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააგრძელებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ერებისთვის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ისევე, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და მნიშვნელოვანია, ამ დინამიკის შენარჩუნება. ასევე ბატონ პრემიერთან კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, თვე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისათვის, არამედ რეგიონისთვისაც.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ახლა აუცილებელია მაღალი ტემპით გაგრძელდეს ახალი, რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტების მიმართ, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული, მადლობა ჩემს მეგობარს, ჩემს კოლეგას - ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი, კონტრიბუცია შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებს და ხალხებს მოუტანს სარგებელს.

"ოპტიმიზმით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს - იმედს გამოვთქვამ, რომ მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც გააძლიერებს რეგიონში მშვიდობას და ხელს შეუწყობს სტაბილურობას". - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გაზარდონ და შეძენილით არ დაკმაყოფილდნენ.

"პატივცემულო დამსწრენო, საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებო, სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. ბატონ პრემიერთან მოვაწერეთ ხელი ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ -საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს. ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.