სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.
სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუშავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც არის საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდირებულია ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი გადასასვლელი, საჯარო სივრცე, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემო... წაიკითხეთ ვრცლად
ყველა კომენტარში ჩანს მკითხველის უნდობლობა მერიისადმი... წესით, ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს კალაძისათვის, მაგრამ ცხადია. რომ ის ამ ჩვენი კომენტარების კითხვით არ შეიწუხებს თავს - მაგრად ჰკიდია, რას ფიქრობს ხალხი!.. P.S. ისე, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა სისულელეაო, ეს არ შველის საცობებსო, რომ გამოგვიცხადა ბატონმა მერმა, ახლა რა ხდება? რაო, ქუჩების დავიწროება არ გამოდგა საუკეთესო მეთოდი საცობების პრევენციისთვის?
დანიური ფირმა?:))) ე.ი. დანიაში გაიგეს და ჩვენ სამშენებლო კომპანიებს ყურიც არ მოუკრია ამ პროექტისთვიის.:))) ისე ხშირად მიფიქრია ამ საზღვარგარეთ გახსნილი კომპანიების უკან. ისევ ჩვენი თაღლითი მოჩალიჩე ყველაფერჩიკი საქმოსანი საკმაოდ დაკრიშული ტიპები ხომ არ დგანან.