ბრიტანული BBC ქართველი ტყუპი გოგონების, ემის და ანოს შესახებ წერს, რომლებიც წლების წინ, სამშობიარო სახლიდან გააშვილეს, ერთმანეთი კი "ტიკტოკის" ვიდეოს წყალობით იპოვეს. გოგონების ამბავი ამაღელვებელია და შეუძლებელია ემოციების გარეშე წაკითხვა.
"ემი და ანო ტყუპი გოგონები არიან, რომლებიც დედას დაბადებისთანავე წაართვეს და სხვადასხვა ოჯახში გაყიდეს. წლების შემდეგ, მათ ერთმანეთი შემთხვევით აღმოაჩინეს. უნდა უმადლოდნენ სატელევიზიო შოუ "ნიჭიერს და tiktok-ის ვიდეოს. წარსულში ჩაღრმავებით მიხვდნენ, რომ ისინი იმ ათასობით ახალშობილს შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოში საავადმყოფოებიდან მოიპარეს და გაყიდეს.
გოგონები ახლა ლაიფციგში არიან. ფაზლის ბოლო ნაწილის საპოვნელად. ორივე ძალიან ნერვიულობს. ეს გრძელი მოგზაურობის დასასრულია. საქართველოდან გერმანიაში თავსატეხის დაკარგული ნაწილის პოვნის იმედით გაემგზავრნენ. ისინი საბოლოოდ შეხვდებიან ბიოლოგიურ დედას.
გასული ორი წლის განმავლობაში გოგონები ცდილობდნენ აღედგინათ სრული სურათი იმისა, თუ რა მოხდა. როდესაც სიმართლე გაიგეს, მიხვდნენ, რომ საქართველოში ათასობით ბავშვს იპარავდნენ და ყიდდნენ სამშობიარო სახლებიდან ათწლეულების განმავლობაში. მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისა, ამ ამბების გამო, პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ.
12 წლის იყვნენ, როცა ემიმ ანო აღმოაჩინა.
ემი ხვიტია ნათლიასთან იყო, შავი ზღვის სანაპიროზე და საყვარელ სატელევიზიო გადაცემას "ნიჭიერს“ უყურებდა. შოუში გამოვიდა გოგონა, რომელიც "ჯაივს" ცეკვავდა და რომელიც ემის იდენტური იყო.
"ყველა ურეკავდა დედაჩემს და ეკითხებოდნენ, რატომ ცეკვავს ემი სხვა სახელით?“, - ამბობს გოგონა. ემიმ ოჯახში ამ თემაზე ლაპარაკი სცადა, თუმცა საუბარს თავი აარიდეს. “დედამ მითხრა, - ყველას ჰყავს ორეული“ - იხსენებს ემი.
ორასი მილის მოშორებით მცხოვრებ 19 წლის ახალგაზრდას, ანო სართანიას ეს ვიდეო მეგობარმა გაუგზავნა. ანომ თქვა, მაგარია, მე მგავს. ანო ცდილობდა ეპოვა პირსინგიანი გოგონა, მაგრამ ვერ იპოვა, ამიტომ უნივერსიტეტის WhatsApp-ის ჯგუფში ვიდეო გაავრცელა და დახმარება ითხოვა. ვიღაცამ, ვინც ემის იცნობდა, ნახა ვიდეო და გოგონები ერთმანეთთან "ფეისბუქით" დააკავშირა.
ემი მაშინვე მიხვდა, რომ ანო ის გოგო იყო, რომელიც წლების წინ "ნიჭიერში“ ნახა.
" - იმდენი ხანი გეძებდი“, - მისწერა ემიმ.
"- მეც გეძებდი..“, - იყო ანოს პასუხი.
გოგონები კირცხის სამშობიაროში დაიბადნენ, დასავლეთ საქართველოში, რომელიც უკვე აღარ არსებობს, მაგრამ მათი დაბადების მოწმებების მიხედვით, დაბადების თარიღებს შორის რამდენიმეკვირიანი სხვაობა იყო. მათ მოსწონდათ ერთი და იგივე მუსიკა, ორივეს უყვარდა ცეკვა და ვარცხნილობაც კი ერთნაირი ჰქონდათ. აღმოაჩინეს, რომ ჰქონდათ ერთი და იგივე გენეტიკური დაავადება, რომელსაც დისპლაზია ჰქვია.
ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, რომ ერთად ხსნიდნენ დიდ საიდუმლოს. "ყოველთვის, როცა ანოს შესახებ რაღაც ახალს ვიგებდი, ყველაფერი უფრო უცნაური ხდებოდა“, - ამბობს ემი.
"ფეისბუქში" პირველი საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ, ერთმანეთს შეხვდნენ. რუსთაველის მეტროს ესკალატორთან მათ ცოცხლად ერთმანეთი პირველად დაინახეს.
"ჩახუტება არ მიყვარს, მაგრამ რომ დავინახე, მას ჩავეხუტე“, - ამბობს ანო.
მაშინ გადაწყვიტეს, რომ ოჯახებისგან სიმართლის თქმა მოეთხოვათ და აღმოჩნდა, რომ 2002 წელს, რამდენიმე კვირის ინტერვალით იშვილეს.
"ეს გიჟური ამბავია, მაგრამ სიმართლეა“, - ამბობს ემი და ცრემლებს იწმენდს.
გოგონებმა დაიწყეს გარკვევა და დაადგინეს, რომ ოფიციალურ დაბადების მოწმობაში ინფორმაცია დაბადების თარიღის შესახებ არასწორი იყო.
როგორც ემის დედა (რომელსაც შვილის გაჩენა არ შეუძლია) ამბობს, მეგობარმა უთხრა, რომ ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში "არასასურველი ბავშვი იყო“. მას ექიმებისთვის ფულის გადახდა მოუწევდა და სანაცვლოდ, შეეძლო ბავშვი წაეყვანა და გაეზარდა. ანოს დედაც იგივე ისტორიას ჰყვება.
არცერთმა ოჯახმა არ იცოდა, რომ მათ ტყუპისცალი იშვილეს. რა თანხის სანაცვლოდ იშვილეს ბავშვები, ამ ინფორმაციას ოჯახები არ ამხელენ. ტყუპს აინტერესებდა, გაყიდეს თუ არა ბიოლოგიურმა მშობლებმა ისინი მოგების მიღების მიზნით.
ემის სურდა ბიოლოგიური დედის პოვნა, მაგრამ ანო არ იყო დარწმუნებული და ამბობდა - "რატომ გინდა იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელმაც გვიღალატა?“
მოგვიანებით, ემიმ იპოვა "ფეისბუქის“ ჯგუფი "ვეძებ“ და თავისი ამბის შესახებ დაწერა. გოგონებს უპასუხა ახალგაზრდა ქალმა გერმანიიდან. ის ამბობდა, რომ დედამისმა კირცხის სამშობიაროში ტყუპი გოგონები გააჩინა 2002 წელს და მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, რომ გოგონები გარდაიცვალნენ, ახლა ქალს ეჭვი ეპარებოდა.
"ეს ის ადამიანია, რომელსაც შენი გაყიდვა შეეძლო და სიმართლეს არ გეტყვის“, - აფრთიხლებდა ანო ემის, თუმცა მიუხედავად სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად ტყუპისცალთან ერთად წავიდა.
ლაიფციგის სასტუმროში ემი და ანო ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად ემზადებიან. ანო ამბობს, რომ გადაიფიქრა და შეხვედრა აღარ სურს, მაგრამ ეს წამიერი რყევაა. გოგონების დედა მეორე ოთახშია.
ემი ყოყმანით აღებს კარს, ანო მიჰყვება, აზა წინ მიიწევს და მჭიდროდ ეხვევა გოგონებს. წუთები გადის, დედა და შვილები ჩახუტებულები არიან, ხმას არავინ იღებს. ემის ცრემლები სდის, ანო სტოიკური და ურყევია, ცოტა გაღიზიანებულადაც გამოიყურება. სამივე ცალკე რჩება, სასაუბროდ...
მოგვიანებით გოგონებმა თქვეს, რომ დედამ განუმარტა - მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, როცა გაიღვიძა, საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩვილები დაბადებიდან მალევე გარდაიცვალნენ. აზას თქმით, ემისთან და ანოსთან შეხვედრამ მის ცხოვრებას ახალი აზრი შესძინა.
ერთმანეთთან ახლოს არ არიან, თუმცა ურთიერთობენ.
ჩვენს ლამაზ ქართულ ენას ნუ ანაგვიანებთ უცხოერი სიტყვებით. გასაგებია, გინდათ "სვეტებად" ჩანდეთ მაგრამ სინამდილეში მდაბიობად ჩანხართ. "ფაზლი" არის თავსატეხი ქართულად. მილი არ არის ჩვენთან მიღებული ერთეული, ჩვენთან არის კილომეტრი: 1 მილი=1.6 კმ. ასეთი გაუნათლებლები საიდან ხართ? წაიკითხეთ აქ კომენტარები და ისწავლეთ ქართულად წერა
თამუნა მუსერიძე რომ არა ეს ამბავი ჩაივლიდა და არც თქვენ გეცოდინებოდათ,არც ჩვენ და არც მაგათ...რატო არ დაწერეთ და დააფასეთ თამუნა ამ საქმეში?