სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო" - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ
"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო" - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი კლი­ნი­კის შე­ნო­ბას­თან აქ­ცი­ას მარ­თავს. მე­დი­კო­სე­ბი მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბის დე­მონ­ტაჟს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც ქი­რურ­გმა, მალ­ხაზ გო­გუ­ამ აღ­ნიშ­ნა, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო. ჩვენ­თან მი­დი­ო­და შეხ­ვედ­რე­ბი, სა­დაც გვპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ არა­ფერს არ გა­და­წყვეტ­დნენ ჩვენ­თან მო­თათ­ბი­რე­ბის გა­რე­შე, სა­ექ­სპერ­ტო დას­კვნე­ბის გა­რე­შე. ჩვე­ნი ვა­რი­ან­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნის მო­თხოვ­ნა იყო, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა, რომ დრო­ის გაყ­ვა­ნის მიზ­ნით იყო, ვი­თომ და­სა­წყნა­რებ­ლად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­უ­ღე­ბე­ლია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კა იხუ­რე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით. 4 წელი ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ეს სა­ა­ვად­მყო­ფო?! ონ­კო­ლო­გი­ის კლი­ნი­კის მა­გა­ლი­თი გვაქვს, რო­მე­ლიც ასე­თი და­პი­რე­ბით მი­ა­ტო­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბებს, ეს არის ჩვე­ნი მოს­ყიდ­ვის და გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ქი­რურ­გმა, მალ­ხაზ გო­გუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ძი­რი­თა­დი სამ­კურ­ნა­ლო კორ­პუ­სის ნაც­ვლად, ახა­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი აშენ­დე­ბა.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟის გამო მთავ­რო­ბა კომ­პენ­სა­ცი­ებ­სა და სხვა კლი­ნი­კებ­ში და­საქ­მე­ბას სთა­ვა­ზობს.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თა­ნამ­შრომ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე შე­თა­ვა­ზე­ბი­დან მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი აირ­ჩი­ონ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

მაგ რესპუბლიკურს დაანებონ თავი, გაარემონტონ შეძლებისდაგვარად და თუ ახალის აშენება უნდათ, სხვა ადგილზე ააშენონ, ასე მთავრობას უფრო ნაკლები თანხაც დაეხარჯება, აბა დემონტაჯს ბევრი ამბავი უნდა....

ლალი
3

მეც მიკვირს, მანდვე შენდება ახალი კორპუსი ავერსის კლინიკის და ორი დიდი საავადმყოფო გვერდიგვერდ იქნება მიტყუპული?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო" - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ

"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო" - რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის შენობასთან აქციას მართავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კლინიკის შენობასთან აქციას მართავს. მედიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს.

როგორც ქირურგმა, მალხაზ გოგუამ აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. ჩვენთან მიდიოდა შეხვედრები, სადაც გვპირდებოდნენ, რომ არაფერს არ გადაწყვეტდნენ ჩვენთან მოთათბირების გარეშე, საექსპერტო დასკვნების გარეშე. ჩვენი ვარიანტების წარმოდგენის მოთხოვნა იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დროის გაყვანის მიზნით იყო, ვითომ დასაწყნარებლად. დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისთვისაც. ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკა იხურება გაურკვეველი ვადით. 4 წელი ქვეყანას არ სჭირდება ეს საავადმყოფო?! ონკოლოგიის კლინიკის მაგალითი გვაქვს, რომელიც ასეთი დაპირებით მიატოვეს. რაც შეეხება შეთავაზებებს, ეს არის ჩვენი მოსყიდვის და გაჩუმების მცდელობა“, - აღნიშნა ქირურგმა, მალხაზ გოგუამ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.