მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას" - დათო ტურაშვილი
"გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას" - დათო ტურაშვილი

მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვი­ლის თქმით, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მოხ­სნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რია. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს, ამ ად­გილ­ზე იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა კე­კე­ლი­ძე­სა­ვით პრინ­ცი­პუ­ლი.

"სამ­წუ­ხა­როდ, არ არის კარ­გი ინ­ფორ­მა­ცია, რად­გან ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­და­წყვი­ტეს, ამ ად­გი­ლა­საც ჰყავ­დეთ ადა­მი­ა­ნი, ვინც არ იქ­ნე­ბა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე­სა­ვით პრინ­ცი­პუ­ლი და არ ექ­ნე­ბა თა­ვი­სი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია. ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად თვთო­ნაც ახ­სნეს თა­ვი­სი­ვე ფრა­ზა­ში, რო­დე­საც უთხრეს, რომ კარ­გად მუ­შა­ობ, მაგ­რამ უნდა წახ­ვი­დე, რად­გან ამ­დე­ნი წე­ლია ხარ. მაგ ლო­გი­კით, მას­ზე დიდ­ხანს თა­ვად არი­ან და თვი­თონ უნდა წა­ვიდ­ნენ. ეგ უნდა ეთ­ქვა მა­შინ პა­პუ­აშ­ვილს, მო­ვი­და უკვე ჩემი წას­ვლის დრო და შე­ნი­ცო.

ფაქ­ტია, რომ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს სწო­რედ იმის გამო უშ­ვე­ბენ, რომ ის არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ას და როცა არ ეთან­ხმე­ბა ამას, თა­მა­მად და ღიად გა­მო­ხა­ტავს და ამ­ბობს", - აცხა­დებს დათო ტუ­რაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, ეროვ­ნუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ ცოტა ხნის წინ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­დაც წერ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა მოს­თხო­ვა. დღეს­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია შეც­ვლის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 74 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
19

ტურიკ,რა კარგი ახალგაზრდა იყავი და ეს რა დღეში ჩაიგდეს თავი. რამეს მიგვითითებენ და გულის ორანჭვები გეწყება,არა და იმდენად არაადეკვატური გახდი რომ, მართლა გული მწყდება! შეეშვით ხალხო ყველაფრის პოლიტიკური სარჩულით განხილვას,ეს ამაზრზენია უკვე .. იქ ნიკოლოზიაქ ქათამაძე,იქ სანაცეთი და....არაა ეს პოლიტიკა,სახელმწიფო სტრუქტურას და მორჩით სოეკულაციებს!

დდდ
14

დაინტერესებულ პირთ უპრობლემოდ შეგიძლიათ, მოიძიოთ გიორგი კეკელიძის მიერ ამ 11 წელიწადში ნაკეთებ საქმეთა ნუსხა, მაგრამ გაფრთხილებთ - სტატია საკმაოდ მოცულობითია და ისეთი რთული და შეუცნობადი უნარების მეტ-ნაკლებად გამართულ ფლობას მოითხოვს, როგორიც გახლავთ კითხვა, წაკითხულის გააზრება და მისთ... ნუ, მაინც წარმატებას გისურვებთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას" - დათო ტურაშვილი

"გიორგი კეკელიძეს იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას" - დათო ტურაშვილი

მწერალ დათო ტურაშვილის თქმით, გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, ამ ადგილზე იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება კეკელიძესავით პრინციპული.

"სამწუხაროდ, არ არის კარგი ინფორმაცია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტეს, ამ ადგილასაც ჰყავდეთ ადამიანი, ვინც არ იქნება გიორგი კეკელიძესავით პრინციპული და არ ექნება თავისი განსხვავებული პოზიცია. ეს ძალიან მარტივად თვთონაც ახსნეს თავისივე ფრაზაში, როდესაც უთხრეს, რომ კარგად მუშაობ, მაგრამ უნდა წახვიდე, რადგან ამდენი წელია ხარ. მაგ ლოგიკით, მასზე დიდხანს თავად არიან და თვითონ უნდა წავიდნენ. ეგ უნდა ეთქვა მაშინ პაპუაშვილს, მოვიდა უკვე ჩემი წასვლის დრო და შენიცო.

ფაქტია, რომ გიორგი კეკელიძეს სწორედ იმის გამო უშვებენ, რომ ის არ ეთანხმება ხელისუფლებას და კონკრეტულ პარტიას და როცა არ ეთანხმება ამას, თამამად და ღიად გამოხატავს და ამბობს", - აცხადებს დათო ტურაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მას კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

წაიკითხეთ ასევე: