საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კეკელიძე წერს, რომ პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა - "მითხრა, რომ უნდა წავიდე, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი"
გიორგი კეკელიძე წერს, რომ პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა - "მითხრა, რომ უნდა წავიდე, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი"

ეროვ­ნუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სკან­და­ლურ პოსტს წერს. მისი თქმით, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა მოს­თხო­ვა.

"პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შემ­ხვდა და მი­თხრა, რომ უნდა წა­ვი­დე და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რად­გან 11 წელი ბევ­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გად ვმუ­შა­ობ­დი და გა­ნახ­ლე­ბის დროა. მე მშვი­დად ვუ­თხა­რი, რომ იუ­რი­დი­უ­ლად ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ არ­სე­ბობს სხვა სა­მარ­თა­ლი და ამ სა­მარ­თლით, ეს არის ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბა.

მერე გა­მო­ვე­დი, პარ­ლა­მენ­ტის კი­ბე­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი და ვფიქ­რობ­დი იმ სა­ო­ცარ გეგ­მებ­ზე, სა­ო­ცარ ხალ­ხთან ერ­თად რომ მქონ­და, იმ წლებ­ზე, დღე­ებ­ზე და წუ­თებ­ზე, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს შე­ვა­ლიე და რომ მქონ­და ერთი დიდი ოც­ნე­ბა - გა­მეხ­სნა ლე­გენ­და­რუ­ლი პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი, რომ­ლის რეს­ტავ­რა­ცია უკვე და­ი­წყო და მე უკვე შო­რი­დან გა­ვი­ხა­რებ ამ ამ­ბით. და მერე გა­მახ­სენ­და, რომ ეს არის ჩვე­ნე­ბუ­რი ალ­გო­რით­მი და რომ ეს ასეც უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქ­ნე­ბა სამდღი­ა­ნი წუ­ხი­ლი და სამდღი­ა­ნი და­გეგ­მი­ლი ლან­ძღვა - მერე რა, რომ უმი­ზე­ზო. და მერე ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. და ეს ასეც უნდა იყოს.თქვე­ნი", - წერს კე­კე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გორდი
4

ოპოზიის პარტიის წარმომადგენელი 11 იყო, შეუწუხებლად დირექტორი და მაინც უკმატოფილოა.... ვირო მადლიო ნათქვამია.

???
8

ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რამდენჯერ იკლავდა თავს, ან აქამდე როგორ გააჩერეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გიორგი კეკელიძე წერს, რომ პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა - "მითხრა, რომ უნდა წავიდე, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი"

გიორგი კეკელიძე წერს, რომ პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა - "მითხრა, რომ უნდა წავიდე, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი"

ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სკანდალურ პოსტს წერს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა.

"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.

მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს.თქვენი", - წერს კეკელიძე.