მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ იქცა ჩემი ქორწილი ჯოჯოხეთად?...." - რატომ "გააგდო" ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნირო ქორწილიდან: მსახიობი სტრესული დღის დეტალებს იხსენებს
"როგორ იქცა ჩემი ქორწილი ჯოჯოხეთად?...." - რატომ "გააგდო" ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნირო ქორწილიდან: მსახიობი სტრესული დღის დეტალებს იხსენებს

ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სმა რო­ბერტ დე ნირო ქორ­წი­ლი­დან გა­აგ­დო. ლო­უ­რენ­სმა 2024 წლის "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე E! News-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და კუკ მა­რო­ნი­ზე ქორ­წი­ლის დღის სტრე­სუ­ლი მოვ­ლე­ნა გა­იხ­სე­ნა.

33 წლის მსა­ხი­ო­ბის მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, მისი ქორ­წი­ლი ჯო­ჯო­ხე­თად მას შემ­დეგ იქცა, რაც ამინ­დი აი­რია და ზედ­მე­ტად აცივ­და. ჯე­ნი­ფერ­მა თა­ვის სტუმ­რებ­ზე და­ი­წყო ნერ­ვი­უ­ლო­ბა: "ეს ისე­თი სტრე­სუ­ლი იყო, დრო­ის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი და მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, სხვე­ბი თუ ერ­თო­ბოდ­ნენ."

ლო­უ­რენ­სმა იმა­ზეც კი იხუმ­რა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გამო პა­ტარ­ძლო­ბა მის­თვის სა­ში­ნელ მო­გო­ნე­ბად იქცა: "არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა რო­გორ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი იმა­ზე, რომ სტუმ­რებს შეს­ცივ­დე­ბო­დათ, ჩემი მე­გობ­რე­ბი კი მა­ტყუ­ებ­დნენ და მარ­წმუ­ნებ­დნენ, რომ არა­ვის სცი­ო­და და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო."

ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც სტუმ­რე­ბის ტყუ­ი­ლებს არ აჰ­ყვა, ჯე­ნი­ფე­რის დედა, კა­რე­ნი აღ­მოჩ­ნდა. მან ქა­ლიშ­ვილს პირ­და­პირ უთხრა: "ისე ცივა, რომ ბე­ბი­ა­შე­ნი ლა­მის გარ­და­იც­ვა­ლაო".

ლო­უ­რენსს და მა­რო­ნის სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბა ნი­უ­პორ­ტში, როდ აი­ლენ­დის სა­სახ­ლე­ში გა­ი­მარ­თა და წყვილს 150 სტუ­მა­რი ჰყავ­და მიწ­ვე­უ­ლი. ვარ­სკვლა­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბის სტუმ­რებს შო­რის იყო ადე­ლი, ემა სტო­უ­ნი, ეშლი ოლ­სე­ნი, ნი­კოლ რიჩი, კა­მე­რინ დი­ა­ზი და... 80 წლის დე ნირო. რო­გორც ჯე­ნი­ფე­რი ყვე­ბო­და, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად დე ნი­რო­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და: "გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე ბობი (რო­ბერ­ტი), რო­მე­ლიც არა­ვის იც­ნობ­და და მარ­ტო და­ხე­ტი­ა­ლობ­და. ეგ­რე­ვე მივ­ხვდი, რომ ამის კე­თე­ბა სა­ერ­თოდ არ ეხა­ლი­სე­ბო­და. ჩემ­თვის გა­ვი­ფიქ­რე, რომ სა­ერ­თოდ არ მსურ­და მისი იქ ყოფ­ნა."

"ამი­ტომ წა­ვე­დი და ჩავ­ჩურ­ჩუ­ლე, სახ­ლში წა­სუ­ლი­ყო. ის ზედ­მე­ტად კე­თი­ლი და კულ­ტუ­რუ­ლია, ამი­ტომ ჩემს მშობ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი გა­ნაგ­რძო, მაგ­რამ მე ხელ­მე­ო­რედ ვუ­თხა­რი, რომ წა­სუ­ლი­ყო." ჯე­ნი­ფე­რი გა­მო­ტყდა, რომ დე ნი­როს წას­ვლის შემ­დეგ გუ­ლი­დან ლოდი მო­ეხ­სნა და თავი ბევ­რად უკეთ იგ­რძნო.

ლო­უ­რენ­სი და მა­რო­ნი 2018 წლი­დან ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. წყვილს 1 წლის წინ ვა­ჟიც შე­ე­ძი­ნა, სა­ხე­ლად საი.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა, თანაც ძალიან სასარგებლო❗️

😁😁😁🤮🤮🤮

papa ge
1

საერთოდ რატომ დაპატიჟა,სრული იდიოტიზმი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"როგორ იქცა ჩემი ქორწილი ჯოჯოხეთად?...." - რატომ "გააგდო" ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნირო ქორწილიდან: მსახიობი სტრესული დღის დეტალებს იხსენებს

"როგორ იქცა ჩემი ქორწილი ჯოჯოხეთად?...." - რატომ "გააგდო" ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნირო ქორწილიდან: მსახიობი სტრესული დღის დეტალებს იხსენებს

ჯენიფერ ლოურენსმა რობერტ დე ნირო ქორწილიდან გააგდო. ლოურენსმა 2024 წლის "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე E! News-ს ინტერვიუ მისცა და კუკ მარონიზე ქორწილის დღის სტრესული მოვლენა გაიხსენა.

33 წლის მსახიობის მონაყოლის მიხედვით, მისი ქორწილი ჯოჯოხეთად მას შემდეგ იქცა, რაც ამინდი აირია და ზედმეტად აცივდა. ჯენიფერმა თავის სტუმრებზე დაიწყო ნერვიულობა: "ეს ისეთი სტრესული იყო, დროის მხიარულად გატარებას ვეღარ ვახერხებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სხვები თუ ერთობოდნენ."

ლოურენსმა იმაზეც კი იხუმრა, რომ ამ ყველაფრის გამო პატარძლობა მისთვის საშინელ მოგონებად იქცა: "არასდროს დამავიწყდება როგორ ვნერვიულობდი იმაზე, რომ სტუმრებს შესცივდებოდათ, ჩემი მეგობრები კი მატყუებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ არავის სციოდა და ყველაფერი კარგად იყო."

ერთადერთი ადამიანი, ვინც სტუმრების ტყუილებს არ აჰყვა, ჯენიფერის დედა, კარენი აღმოჩნდა. მან ქალიშვილს პირდაპირ უთხრა: "ისე ცივა, რომ ბებიაშენი ლამის გარდაიცვალაო".

ლოურენსს და მარონის საქორწინო წვეულება ნიუპორტში, როდ აილენდის სასახლეში გაიმართა და წყვილს 150 სტუმარი ჰყავდა მიწვეული. ვარსკვლავებით დატვირთული წვეულების სტუმრებს შორის იყო ადელი, ემა სტოუნი, ეშლი ოლსენი, ნიკოლ რიჩი, კამერინ დიაზი და... 80 წლის დე ნირო. როგორც ჯენიფერი ყვებოდა, ის ყველაზე მეტად დე ნიროზე ნერვიულობდა: "გავიხედე და დავინახე ბობი (რობერტი), რომელიც არავის იცნობდა და მარტო დახეტიალობდა. ეგრევე მივხვდი, რომ ამის კეთება საერთოდ არ ეხალისებოდა. ჩემთვის გავიფიქრე, რომ საერთოდ არ მსურდა მისი იქ ყოფნა."

"ამიტომ წავედი და ჩავჩურჩულე, სახლში წასულიყო. ის ზედმეტად კეთილი და კულტურულია, ამიტომ ჩემს მშობლებთან საუბარი განაგრძო, მაგრამ მე ხელმეორედ ვუთხარი, რომ წასულიყო." ჯენიფერი გამოტყდა, რომ დე ნიროს წასვლის შემდეგ გულიდან ლოდი მოეხსნა და თავი ბევრად უკეთ იგრძნო.

ლოურენსი და მარონი 2018 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. წყვილს 1 წლის წინ ვაჟიც შეეძინა, სახელად საი.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა