სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა
ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) მიერ და­ნერ­გილ ნეტო-აღ­რი­ცხვის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ნეტო-აღ­რი­ცხვის ქსელ­ში ჩარ­თუ­ლია 1039 სად­გუ­რი, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 64 მე­გა­ვატს შე­ად­გენს. მათ შო­რის სს „თე­ლა­სის“ გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­ში ჩარ­თუ­ლია 314 სად­გუ­რი, ხოლო სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ ქსელ­ში - 725.

სე­მე­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, მომ­ხმა­რე­ბელს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს შე­უძ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის - მზის, ქა­რის, წყლის, მათ შო­რის ჩამ­დი­ნა­რე წყლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხოლო ჭარ­ბად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია მი­ყი­დოს გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ნეტო-აღ­რი­ცხვა არ წარ­მო­ად­გენს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას და ჭარ­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან.

სე­მეკ­მა ნეტო-აღ­რი­ცხვის რე­გუ­ლა­ცია 2016 წელს და­ნერ­გა. რე­გუ­ლა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­სა და სა­ბაზ­რო პრინ­ცი­პებ­ზე. სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ზრდა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სე­მე­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხელ­შემ­წყო­ბი და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართულია 1039 სადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 314 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 725.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით.

NS