Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელანიას ეფექტი - დონალდ ტრამპის დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როგორ დაიკლო წონაში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა
მელანიას ეფექტი  - დონალდ ტრამპის დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როგორ დაიკლო წონაში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა

აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ჯერ კი­დევ 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში პი­რა­დი ექი­მის დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია ტრამ­პის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და წო­ნის კლე­ბა­ზე.

მას შემ­დეგ არა­ერ­თი სპე­კუ­ლა­ცია გაჩ­ნდა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის დაკ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თის აზ­რით, ეს წო­ნა­ში კლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

თუმ­ცა ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო Page Six-თან ამ­ბობს, რომ ეს ორი რა­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა: მე­ლა­ნია ტრამ­პის და ჯან­სა­ღი კვე­ბის. მი­სი­ვე თქმით, ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლის წყა­ლო­ბით, ტრამპმა და­ახ­ლო­ე­ბით, 15 კგ და­იკ­ლო.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ის ახლა უფრო მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვებს მი­ირ­თმევს და გა­ცი­ლე­ბით ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბა.

ისი­ნი ტრამ­პის ამ სა­ხეც­ვლი­ლე­ბას მის მე­უღ­ლეს, მე­ლა­ნი­ას მი­ა­წე­რენ. "უკვე დიდი ხა­ნია, რაც დო­ნალ­დი Mar-a-Lago-ს სა­სა­დი­ლოს თავს არი­დებს და ნა­ყინ­სა და შო­კო­ლა­დის ნამ­ცხვრებ­ზე უარს ამ­ბობს",- აცხა­დე­ბენ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მე­გობ­რე­ბი.

ექი­მის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც ტრამპმა ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ვკი­თხუ­ლობთ: "მო­ხა­რუ­ლი ვარ გაც­ნო­ბოთ, რომ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. მან წო­ნა­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დი­ე­ტი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წყა­ლო­ბით და­იკ­ლო".

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
2

ამათი გაყინული და უაზრო სახეები აღარ დამანახა!

უსაქმური
12

მე აშშ უფრო მნიშვნელოვანი ინმფორმაცია მაქვს ტრამპი არ ჩავიდა მელანიას დედის გარდაცვალებ რომ გაიგო ჩავიდა მხოლოდ დაკრძალვი დღეს და ბოლოს მელანიამ არ მიცა უფლება ჩამჯდარიყო იმ მანქანაში სადაც ოჯახის წევრები იყვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

მელანიას ეფექტი - დონალდ ტრამპის დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როგორ დაიკლო წონაში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა

მელანიას ეფექტი  - დონალდ ტრამპის დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი: როგორ დაიკლო წონაში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში პირადი ექიმის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში საუბარია ტრამპის ჯანმრთელობაზე და წონის კლებაზე.

მას შემდეგ არაერთი სპეკულაცია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა ყოფილმა პრეზიდენტმა ზედმეტი კილოგრამების დაკლება. ზოგიერთის აზრით, ეს წონაში კლების მედიკამენტის დამსახურებაა.

თუმცა ექსპრეზიდენტთან დაახლოებული წყარო Page Six-თან ამბობს, რომ ეს ორი რამის დამსახურებაა: მელანია ტრამპის და ჯანსაღი კვების. მისივე თქმით, ცხოვრების წესის შეცვლის წყალობით, ტრამპმა დაახლოებით, 15 კგ დაიკლო.

ყოფილი პრეზიდენტის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ის ახლა უფრო მცირე რაოდენობის საკვებს მიირთმევს და გაცილებით ჯანსაღად იკვებება.

ისინი ტრამპის ამ სახეცვლილებას მის მეუღლეს, მელანიას მიაწერენ. "უკვე დიდი ხანია, რაც დონალდი Mar-a-Lago-ს სასადილოს თავს არიდებს და ნაყინსა და შოკოლადის ნამცხვრებზე უარს ამბობს",- აცხადებენ ყოფილი პრეზიდენტის მეგობრები.

ექიმის დასკვნაში, რომელიც ტრამპმა ნოემბერში გამოაქვეყნა, ვკითხულობთ: "მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ზოგადი ჯანმრთელობა არაჩვეულებრივია. მან წონაში გაუმჯობესებული დიეტისა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობების წყალობით დაიკლო".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა