ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება სამების ტაძრიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს წინდა მატრონას ხატი სტალინის გამოსახულებასთან ერთად.
"ლავრენტი ბერიას, სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის ხატებს წერენ და უახლოეს პერიოდში ვიხილავთ ალბათ ხომ სამებაში? ჯალალ ედ დინის, აღა მაჰმად ხანის, ბუღა თურქის, აბულ ყასიმის და თემურ ლენგის ხატებიც არ დაგავიწყდეთ ემანდ. ეგენიც ერთობ სათნონი, სათუთნი და ქართველთ და ქრისტეს მოყვარენი იყვნენ. მარაზმი ხდება ეკლესიაში, მარაზმი და მეტი არაფერი! კიდევ კარგი რამდენიმე პატიოსან მღვდელს ვიცნობ: მართლა ქრისტეს რომ უძღვნიან ცხოვრებას და არა ჯიპებს, ნაშებს, ბიზნესის წილებს და აგერ უკვე სტალინის ხატებს" - წერს სოციალურ ქსელში ელისაშვილი.
ასევე იხილეთ:
ალეკო ელისაშვილს: - ჭკვიანი ბიჭი მეგონე, მაგრამ შევცდი, შენც პირწავარდნილი ანტიქრისტიანი ლიბერასტი ყოფილხარ. როგორღა უნდა აგიხსნან მღვდელმსახურებმა, რომ ხატებზე, შესაძლებელია, დიქტატორებიც მოხვდნენ და ქრისტეს გამცემიც(იხილე ქრისტეს ჯვარცმის მთავარი მოქმედი პირი - იუდა ისკარიოტელი, ხატზე, ,,საიდუმლო სერობა"),რომელიც ყველა მიწიერ დამნაშავეს აღემატება თავისი დანაშაულით. არა გრცხვენია მღვდელმსახურების ასე აუგად მოხსენიება?! თითქოს შენ უფრო განათლებული ხარ, ვიდრე რომელიმე მღვდელმსახური. იცოდე, მათთან შედარებით შენ ისეთივე უწიგნური და უვიცი ,,ქრისტიანი" ხარ, როგორიც ნატა ფერაძეა. ,,ცხელი გულით" ნათქვამი, მერწმუნე სიმართლეს არ შეესაბამება და სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება ჩაგაგდოს(როგორც ახლა). ჩემი რჩევაა, მიხედე შენს ,,ოპოზიციური ეკლესიის" სულგაყიდულ მრევლს, ლიბერასტულ საზოგადოებას(ლგბტ საზოგადოების და ენჯეოების ჩათვლით) და სამღვდელოება პატრიარქის თავკაცობით როგორე მიხედავს ეკლესიას დახატებს.
მურვან ყრუს ჯალათებიც არიან გამოსახული მოწამეთას მონასტრის კედელზე დავით და კონსტანტინე მხეიძეების წამებისას.