პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
"თავს ასე თავისუფლად ვგრძნობ" - ლეგენდარული პამელა ანდერსონი უმაკიაჟოდ და ქართველი ფოტოგრაფის ობიექტივში: ვინ არის დავით გიორგაძე, რომელმაც მსახიობს ფოტოები გადაუღო
11:55 / 04-01-2024
პამელა ანდერსონი გლამურულ მაკიაჟზე კიდევ ერთხელ ამბობს უარს და ბუნებრივ სილამაზეს უთმობს გზას.
56 წლის მსახიობი მორიგ სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო და Proenza Schouler-ის 2024 წლის საგაზაფხულო კოლექციისთვის იპოზიორა. მას ფოტოები კი ქართველმა ფოტოგრაფმა, დავით გიორგაძემ გადაუღო.
ფოტოგადაღებისთვის შერჩეული მინიმალისტური ფონი და ავეჯი 56 წლის მსახიობსა და მოდელს კიდევ უფრო თავდაჯერებულ და მშვიდ იერს ანიჭებს.
ბრენდმა იმაზეც იზრუნა, რომ პამელას რამდენიმე ახლო კადრი გადაეღოთ. "მაშველების" საცურაო კოსტიუმის შთაგონებით, წითელი ფერის კაბა შეურჩიეს.
პამელა ანდერსონისთვის ეს პირველი ფოტოსესია არ ყოფილა, სადაც უმაკიაჟოდაა.
მან Pandora-ს სამკაულებისთვის აგვისტოში გადაიღო ფოტოები, სადაც ბრენდის მიერ ლაბორატორიაში შექმნილი ბრილიანტის სამკაულები ეკეთა.
პამელა ოქტომბერში ჩატარებულ პარიზის მოდის კვირეულსაც უმაკიაჟოდ დაესწრო, რის გამოც საზოგადოებამ ის შეაქო და გამბედაობა მოუწონა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს თითქმის ყველა ცერემონიაზე პამელა უმაკიაჟოდ ჩნდებოდა.
ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა WWD-ის ციფრულ გარეკანზე ბუნებრივი და შეულამაზებელი გარეგნობით გამოჩნდა.
"პარიზის მოდის კვირეულზე მოსვლამდე, როცა ლამაზ ტანსაცმელში ვეწყობოდი, ვიფიქრე, რომ არ მსურდა სხვებისთვის კონკურენცია გამეწია. იმას არ ვცდილობ, რომ ოთახში ყველაზე ლამაზი ვიყო",- განაცხადა პამელამ.
ანდერსონი ამბობს, რომ მისთვის ახალ იმიჯს შვება მოაქვს: "ასე თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ",- დასძინა მან..
რაც შეეხება ქართველ ფოტოგრაფს, დავით გიორგაძეს, ის მოდის ინდუსტრიაში წამყვანი და ცნობილი გამოცემებისა თუ ბრენდებისთვის მუშაობს. Vogue-ს კორეული გამოცემის იანვრის გარეკანის ფოტო სწორედ დავითის გადაღებულია.
ვაააჰ, ამ თვითაღიარებული სელებრითებით რო ავსებთ ამ მედიას, ამ კაცზე რატო არაფერი ვიცით?! კორეული ვოგისთვის თუ იღებს, თან ქავერს, ეს ძაან სერიოზული ამბავია. აი, ჯენერები და კარდაშიანები მუდამ გოიმებად დარჩებიან, ვინც არ უნდა გადაიღოს და დაწეროს, ჰადიდების არ იყოს. პამელა კი ნამდვილად ცალკე აღსანიშნავი ფენომენია. "ბეიუოთჩის" დროს ნამდვილად ჰადიდების, ჯენერებების, კარდაშიანდბის დონე იყო, ეხლა კი ბევრად გასვეცკებულ, გალაქშერებულა. 10-დან ათი ქულა. ყოჩაღ პამელა. გოუ, გოუ გელ. ასევე დიდი წარმატებები დავითს