"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტს ქეთი დევდარიანს აკრიტიკებს. ჩერგოლეიშვილი დევდარიანის ვიდეოკომენტარს აზიარებს, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან რეჟისორ ოთარ იოსელიანის მიმართ დამოკიდებულებას ეხება.
"ადამიანის ფარისევლობას რომ საზღვარი არ აქვს, ამაზეა ეს მონოლოგი. ამ ქალის ორგანიზაციას (ყველას, სადაც ბოლო 12 წელია უმუშავია), ვირუსად ვყავარ გამოცხადებული და დაბლოკილი, იმიტომ რომ ამის პატრონს ვამხელ ოლიგარქობაში, პოლიტიკური პროცესის და პოლიტიკოსების ყიდვა-გაყიდვაში და ვარ ცამდე, 100 პროცენტით მართალი, კონკრეტული ფაქტებით შემიძლია ამის დამტკიცება.
ამ ქალის ორგანიზაციის პროპაგანდისტები ჩემს დაბლოკვას "პირადი შეურაცხყოფით" ხსნიან. ამ ქალის ყველა მეგობარი, რომელიც საჯარო სივრცეშია, გამართლებულად მიიჩნევს პირადი ბრაზის გამო პოლიტიკური აქტორების პროცესიდან გათიშვის მცდელობას. და ეს ფარისეველი თავხედი, დგას და ქოცებს ამხელს "პირად ბრაზს ვერ ახტებიანო”. ეგენი იმას მაინც აღიარებენ, რომ ქოცები არიან! ამიტომ არიან ლუზერები! ამიტომ არიან სრულიად არასანდოები. ამიტომ უნდა ჩაირეცხონ" - წერს ჩერგოლეიშვილი.
სერიალი ჩცდ ყელზე ადგათ ქოცებს. ეგაა რეალური მიზეზი. თვითონ რაღაცა იდიოტური სერიალების მეტი, მეორე დღეს სათაურიც რო არავის ახსოვს, ვერაფერი გადაიღეს.
ქოცებზე უარესი წარმოგიდგენიათ? ეს არის ჩერგო! ბიძინას ნაყიდი ყოფილი ნაცი, სპეც-პროგრამით... ვერც დევდარიანის ლანძღვა გიშველის და ვერც მიშასი ან ქოცების. სულ 0-დან 1-მდე იქნება თქვენი პარტიის რეიტინგი სანამ შენ არსებობ იქ!