"ომი დასრულებასთან ახლოს არ არის", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელი არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს.
"ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნება და ის დასრულებასთან ახლოს არ არის. ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ერთიანობა და ჩვენი მისიის დაცვა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში რეზერვისტების ბრიგადა მოინახულა.
"ყველამ მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გავჩერდეთ და დასრულებამდე გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ომი ჯერ არ დაწყებულო,ყველაფერი წინაა....
მაინც მალე მოამთავრებთ, თორემ ირანი ჩაერევა რუსეთის დახმარებით! თქვენი სიმამაცე პატივისცემას იწვევს, მაგრამ ამ ორ მონსტრს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში საქართველო დაღუპვის პირამდე მიიყვანეს, სამწუხაროდ, ვერ გაუმკლავდებით.