სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სროლის მომენტში გამოცდაზე ვიყავი, სხვა შენობაში... მკვლელი ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, არავინ იცის თავდასხმის მოტივი" - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი პრაღიდან?
"სროლის მომენტში გამოცდაზე ვიყავი, სხვა შენობაში... მკვლელი ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, არავინ იცის თავდასხმის მოტივი" - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი პრაღიდან?

ჩე­ხეთ­ში 23 დე­კემ­ბე­რი გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და, შუ­ა­დღი­სას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ზა­რე­ბი და­ი­რე­კე­ბა და და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტივს მი­ა­გე­ბენ. გუ­შინ მსოფ­ლიო უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლის მოწ­მე გახ­და.

24 წლის ჩეხ­მა სტუ­დენ­ტმა ხუთ­შა­ბათს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით სა­კუ­თა­რი მამა მოკ­ლა, შემ­დეგ კი პრა­ღის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრო­ლა მო­ა­წყო. ჯამ­ში, 15 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, მათ შო­რის 14 უშუ­ა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამა­ვე დროს და­შავ­და 25 პირი. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად თავ­დამ­სხმე­ლიც.

ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, თავ­დამ­სხმე­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი არ ყო­ფი­ლა და ის მარ­ტო მოქ­მე­დებ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიტ რა­კუ­სან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სრო­ლას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩომ ჩე­ხეთ­ში გან­ცხა­დე­ბა მა­ლე­ვე გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ და­ღუ­პუ­ლებ­სა და და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ არი­ან.

"ქა­ლაქ პრა­ღა­ში, კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გან­გე­ბოდ, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ამოქ­მედ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ცხე­ლი ხაზი: +420 777 222 053, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ, დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ზე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1347 წელს და­არ­სდა - იგი ევ­რო­პა­ში ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი. იქ სწავ­ლო­ბენ რო­გორც ჩეხი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. მათ შო­რის არის ქარ­თვე­ლი ანა­ნო მუშ­კუ­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც პრა­ღი­დან AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რა:

"სრო­ლის მო­მენ­ტში გა­მოც­და­ზე ვი­ყა­ვი, სხვა შე­ნო­ბა­ში. სახ­ლში მი­სულ­მა ვნა­ხე ეს ამ­ბა­ვი. ერ­თმა­ნეთს ეძებ­დნენ ჩემი კურ­სე­ლე­ბი, ერთი ჩვე­ნი კურ­სე­ლი არ ჩან­და და ცოტა შეგ­ვე­შინ­და თა­ვი­დან, თუმ­ცა გა­მოჩ­ნდა მა­ლე­ვე. პა­ნი­კაა, რა თქმა უნდა, იმი­ტომ, რომ არა­ვინ იცის მო­ტი­ვი რა იყო თავ­დამ­სხმე­ლის და შე­იძ­ლე­ბა თუ არა, გან­მე­ორ­დეს სა­ში­ნე­ლე­ბა ისევ.

მე დღეს მოვფრი­ნავ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­დაც ასე მქონ­და ბი­ლე­თი ნა­ყი­დი. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ყვე­ლა ლექ­ცია გა­ა­უქ­მა. რო­გორც ვიცი, გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა სტუ­დენ­ტია, რაც შე­ე­ხე­ბა მკვლელს, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. უნდა ვთქვა, რომ ეს ად­გი­ლი (კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი) ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია, ჩარ­ლის ხიდ­თან ახ­ლოს არის. მე შე­და­რე­ბით გა­რე­უ­ბან­ში ვცხოვ­რობ, აქაც ყველ­გან პო­ლი­ცია დგას", - გვიყ­ვე­ბა მუშ­კუ­დი­ა­ნი პრა­ღი­დან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
ავტორი:

"სროლის მომენტში გამოცდაზე ვიყავი, სხვა შენობაში... მკვლელი ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, არავინ იცის თავდასხმის მოტივი" - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი პრაღიდან?

"სროლის მომენტში გამოცდაზე ვიყავი, სხვა შენობაში... მკვლელი ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, არავინ იცის თავდასხმის მოტივი" - რას ჰყვება ქართველი სტუდენტი პრაღიდან?

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. გუშინ მსოფლიო უდიდესი დანაშაულის მოწმე გახდა.

24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 14 უშუალოდ უნივერსიტეტში. ამავე დროს დაშავდა 25 პირი. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და ის მარტო მოქმედებდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სროლას საერთაშორისო ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საქართველოს საელჩომ ჩეხეთში განცხადება მალევე გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

"ქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე" - ნათქვამია განცხადებაში.

კარლის უნივერსიტეტი 1347 წელს დაარსდა - იგი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტადაა მიჩნეული. იქ სწავლობენ როგორც ჩეხი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუდენტები. მათ შორის არის ქართველი ანანო მუშკუდიანი, რომელიც პრაღიდან AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"სროლის მომენტში გამოცდაზე ვიყავი, სხვა შენობაში. სახლში მისულმა ვნახე ეს ამბავი. ერთმანეთს ეძებდნენ ჩემი კურსელები, ერთი ჩვენი კურსელი არ ჩანდა და ცოტა შეგვეშინდა თავიდან, თუმცა გამოჩნდა მალევე. პანიკაა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არავინ იცის მოტივი რა იყო თავდამსხმელის და შეიძლება თუ არა, განმეორდეს საშინელება ისევ.

მე დღეს მოვფრინავ საქართველოში, ისედაც ასე მქონდა ბილეთი ნაყიდი. უნივერსიტეტმა ყველა ლექცია გააუქმა. როგორც ვიცი, გარდაცვლილთა უმეტესობა სტუდენტია, რაც შეეხება მკვლელს, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა, ისტორიის ფაკულტეტზე. უნდა ვთქვა, რომ ეს ადგილი (კარლის უნივერსიტეტი) ყველაზე აქტიური ტურისტული ადგილია, ჩარლის ხიდთან ახლოს არის. მე შედარებით გარეუბანში ვცხოვრობ, აქაც ყველგან პოლიცია დგას", - გვიყვება მუშკუდიანი პრაღიდან.

წაიკითხეთ ასევე: