სპორტი
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს”- სეზონის საუკეთესო მოაზროვნის, ქეთი დიასამიძის "რა? სად? როდის?“
“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს”- სეზონის საუკეთესო მოაზროვნის, ქეთი დიასამიძის "რა? სად? როდის?“

ქეთი დი­ა­სა­მი­ძე 14 წლი­დან, ოფი­ცი­ა­ლუ­რად “ინ­ტე­ლექტ კლუ­ბის” ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი წევ­რია. ა.წ. 17 დე­კემ­ბერს, ქეთი თა­მა­შის “რა? სად? რო­დის?” ზამ­თრის სე­რი­ის ფი­ნა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და "ბრო­ლის ბუს" მფლო­ბე­ლი გახ­და. გა­დავ­წყვი­ტეთ, მეტი გაგ­ვე­გო მისი ცხოვ­რე­ბის, მიზ­ნე­ბი­სა და "ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კლუბ­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­სა­ხებ.

ქე­თიმ ბავ­შვო­ბა ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­რა და 14 წლი­დან აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო თა­მა­შის “რა? სად? რო­დის?” ტურ­ნი­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამ­ბობს, რომ “ინ­ტე­ლექტ კლუბ­ში” სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვა.

“პირ­ვე­ლი­ვე თა­მა­ში­დან მივ­ხვდი, რომ ამ საქ­მეს კი­დევ ბევ­რი წელი ვერ და­ვა­ნე­ბებ­დი თავს", - ამ­ბობს ქეთი.

“ინ­ტე­ლექტ კლუბ­ში” მოღ­ვა­წე­ო­ბის გარ­და, ქე­თის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვს. ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, გა­ნათ­ლე­ბით რე­ჟი­სო­რი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა, მუ­შა­ობს ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­ტერ­ფე­ი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს გან­ცდებ­ზე, ელო­დით სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დით?

- გუნ­დის წარ­მა­ტე­ბა­ში არ­ცერ­თი წა­მით არ შემ­პარ­ვია ეჭვი, თუმ­ცა სა­კუ­თარ "ბრო­ლის ბუზე" არ მი­ფიქ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მი­ხარ­და მო­გე­ბა, თუმ­ცა­ღა ვფიქ­რობ­დი, რომ ამ პრი­ზის მი­სა­ღე­ბად კი­დევ ბევ­რი წელი დამ­ჭირ­დე­ბო­და.

- გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ, სად გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვო­ბა, რა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეთ და "ინ­ტე­ლექტ კლუბ­ში“ თა­მა­შის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ბავ­შვო­ბა ბა­თუმ­ში გა­ვა­ტა­რე, "ინ­ტე­ლექტ კლუბ­შიც" პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში შე­ვა­ბი­ჯე ფეხი. ვთა­მა­შობ­დი ბევრ გუნდში, არ ვტო­ვებ­დი ტურ­ნი­რებს და თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის შემ­დე­გაც ასე­თი შე­მარ­თე­ბით გა­ვაგ­რძე­ლე თა­მა­ში.

გა­ნათ­ლე­ბით რე­ჟი­სო­რი და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვარ, ამ­ჟა­მად ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინ­ტერ­ფე­ი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, ვიკ­ვლევ და ვა­ვი­თა­რებ მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას.

- რო­დის და­ი­წყეთ "ინ­ტე­ლექტ კლუბ­ში“ თა­მა­ში და რამ გა­ნა­პი­რო­ბა თქვე­ნი ამ კლუ­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

- ბუ­ნებ­რი­ვია, ეს თა­მა­ში მეც ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან შე­მიყ­ვარ­და, ოჯახ­თან ერ­თად დიდი ინ­ტე­რე­სით ვუ­ყუ­რებ­დი. ვცდი­ლობ­დით, ერ­თობ­ლი­ვად მივ­სუ­ლი­ყა­ვით სწორ პა­სუ­ხამ­დე და ეს ტრა­დი­ცია ახ­ლაც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. გუნდთან ერ­თად პირ­ველ ოფი­ცი­ა­ლურ ტურ­ნირ­ზე რომ ვი­თა­მა­შე, 14 წლის ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი­ვე თა­მა­ში­დან მივ­ხვდი, რომ ამ საქ­მეს კი­დევ ბევ­რი წელი ვერ და­ვა­ნე­ბებ­დი თავს.

- ამ­ჯე­რად მო­გი­წი­ათ თა­მა­ში საკ­მა­ოდ გა­მო­უც­დე­ლი კა­პიტ­ნის, თუმ­ცა დიდი მო­აზ­როვ­ნის გი­ორ­გი ბაქ­რა­ძის კა­პიტ­ნო­ბით, მოგ­ვი­ყე­ვით მის შე­სა­ხებ, რო­გო­რი იყო მისი მე­თა­უ­რო­ბით თა­მა­ში?

- გი­ორ­გი ბაქ­რა­ძეს­თან თა­მა­ში არის სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი. გარ­და იმი­სა, რომ უზა­დოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შეა, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. არ იშუ­რებს მხარ­და­ჭე­რას, მუდ­მი­ვად გამ­ხნე­ვებს და გიქ­მნის მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტს. ამი­ტომ ვი­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, მას­თან რომ მოვ­ხვდი გუნდში. რაც შე­ე­ხე­ბა კა­პიტ­ნო­ბას, ირი­ნა ფრუ­ი­ძეც და გი­ორ­გი ბაქ­რა­ძეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი ლი­დე­რე­ბი არი­ან.

- ორი­ო­დე სი­ტყვა გვი­თხა­რით თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ოჯახ­ში რო­გორ შეხ­ვდნენ თქვენს წარ­მა­ტე­ბას?

- ჩემი ოჯა­ხი ძა­ლი­ან გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ჩემს "ბრო­ლის ბუს", მგო­ნი, ჩემ­ზე მე­ტად გა­უ­ხარ­დათ. მი­რე­კავ­დნენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტე­ლე­ფო­ნი არ ჩერ­დე­ბო­და. ეს მხარ­და­ჭე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც აი­სა­ხა, არ ვე­ლო­დი ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

- თა­მა­ში­სას ისე ჩან­და, რომ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქალი ხართ, რო­მელ­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სწრა­ფად შე­უძ­ლია, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რი ხართ?

- სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ძლი­ე­რი ვარ, კი.

- ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო მა­მა­კაც­თა საქ­მედ მი­იჩ­ნე­ო­და, დღე­საც რომ გა­დავ­ხე­დოთ, კლუბ­ში უფრო მეტი სწო­რედ მა­მა­კა­ცია, რო­გორ გრძნობთ მათ შო­რის თავს და რას ფიქ­რობთ, გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ზო­გა­დად?

- არას­დროს მი­მაჩ­ნდა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი მხო­ლოდ მა­მა­კა­ცის საქ­მედ, მი­თუ­მე­ტეს, როცა ირ­გვლივ იყ­ვნენ ისე­თი მო­თა­მა­შე­ე­ბი, რო­გო­რიც არი­ან: ია მეტ­რე­ვე­ლი, ირი­ნა ფრუ­ი­ძე, ნინო ფე­რა­ძე, მარი კო­რინ­თე­ლი… ვფიქ­რობ, რომ კარ­გი მო­თა­მა­შე კარ­გი მო­თა­მა­შეა და ამას­თან სქესს არ აქვს კავ­ში­რი.

- და­სას­რულ, გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ...

- ჯერ კი­დევ ამ სი­ახ­ლის გა­და­ხარ­შვის პრო­ცეს­ში ვარ. ახლა გერ­მა­ნი­ა­ში ვარ, ფი­ნალ­საც აქ ვუ­ყუ­რე და ინ­ტერ­ნეტ­ში ვა­დევ­ნებ­დი თვალს მა­ყუ­რებ­ლე­ბის ემო­ცი­ებს. რაც ზუს­ტად ვიცი, ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, პირ­ვე­ლი რა­საც გა­ვა­კე­თებ, წა­ვალ "რა? სად? რო­დის?" ტურ­ნი­რის სა­თა­მა­შოდ.

  • ავ­ტო­რი: ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

ქართული თამაში ძალიან დაბალი დონეა. შეკითხვების უმეტესობა მხოლოდ ენიციკლოპედიურ ცოდნაზეა დამოკიდებული და არა ლოგიკასა და აზროვნებაზე.

თამარ დ
0

ძალიან მაგარი ხარ ! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს”- სეზონის საუკეთესო მოაზროვნის, ქეთი დიასამიძის "რა? სად? როდის?“

“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს”- სეზონის საუკეთესო მოაზროვნის, ქეთი დიასამიძის "რა? სად? როდის?“

ქეთი დიასამიძე 14 წლიდან, ოფიციალურად “ინტელექტ კლუბის” ერთ-ერთი გამორჩეული წევრია. ა.წ. 17 დეკემბერს, ქეთი თამაშის “რა? სად? როდის?” ზამთრის სერიის ფინალის გამარჯვებული და "ბროლის ბუს" მფლობელი გახდა. გადავწყვიტეთ, მეტი გაგვეგო მისი ცხოვრების, მიზნებისა და "ინტელექტუალურ კლუბში“ გატარებული დროის შესახებ.

ქეთიმ ბავშვობა ბათუმში გაატარა და 14 წლიდან აქტიურად დაიწყო თამაშის “რა? სად? როდის?” ტურნირებში მონაწილეობა, ამბობს, რომ “ინტელექტ კლუბში” საკუთარი თავი იპოვა.

“პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს", - ამბობს ქეთი.

“ინტელექტ კლუბში” მოღვაწეობის გარდა, ქეთის საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს. ამჟამად თბილისში ცხოვრობს, განათლებით რეჟისორი და ხელოვნებათმცოდნეა, მუშაობს ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერფეისების მიმართულებით.

- მოგვიყევით თქვენს განცდებზე, ელოდით სეზონის დასაწყისში, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდით?

- გუნდის წარმატებაში არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი, თუმცა საკუთარ "ბროლის ბუზე" არ მიფიქრია. ბუნებრივია, გამიხარდა მოგება, თუმცაღა ვფიქრობდი, რომ ამ პრიზის მისაღებად კიდევ ბევრი წელი დამჭირდებოდა.

- გვიამბეთ თქვენს შესახებ, სად გაატარეთ ბავშვობა, რა განათლება მიიღეთ და "ინტელექტ კლუბში“ თამაშის გარდა, რას საქმიანობთ?

- ბავშვობა ბათუმში გავატარე, "ინტელექტ კლუბშიც" პირველად ბათუმში შევაბიჯე ფეხი. ვთამაშობდი ბევრ გუნდში, არ ვტოვებდი ტურნირებს და თბილისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგაც ასეთი შემართებით გავაგრძელე თამაში.

განათლებით რეჟისორი და ხელოვნებათმცოდნე ვარ, ამჟამად ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერფეისების მიმართულებით ვმუშაობ, ვიკვლევ და ვავითარებ მომხმარებლის გამოცდილებას.

- როდის დაიწყეთ "ინტელექტ კლუბში“ თამაში და რამ განაპირობა თქვენი ამ კლუბით დაინტერესება?

- ბუნებრივია, ეს თამაში მეც ტელევიზორიდან შემიყვარდა, ოჯახთან ერთად დიდი ინტერესით ვუყურებდი. ვცდილობდით, ერთობლივად მივსულიყავით სწორ პასუხამდე და ეს ტრადიცია ახლაც შევინარჩუნეთ. გუნდთან ერთად პირველ ოფიციალურ ტურნირზე რომ ვითამაშე, 14 წლის ვიყავი. პირველივე თამაშიდან მივხვდი, რომ ამ საქმეს კიდევ ბევრი წელი ვერ დავანებებდი თავს.

- ამჯერად მოგიწიათ თამაში საკმაოდ გამოუცდელი კაპიტნის, თუმცა დიდი მოაზროვნის გიორგი ბაქრაძის კაპიტნობით, მოგვიყევით მის შესახებ, როგორი იყო მისი მეთაურობით თამაში?

- გიორგი ბაქრაძესთან თამაში არის საოცრად შთამბეჭდავი. გარდა იმისა, რომ უზადოდ განათლებული და ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეა, უბრალოდ, ძალიან თბილი ადამიანია. არ იშურებს მხარდაჭერას, მუდმივად გამხნევებს და გიქმნის მაქსიმალურ კომფორტს. ამიტომ ვიტყოდი, რომ ძალიან გამიმართლა, მასთან რომ მოვხვდი გუნდში. რაც შეეხება კაპიტნობას, ირინა ფრუიძეც და გიორგი ბაქრაძეც განსაკუთრებულად კარგი ლიდერები არიან.

- ორიოდე სიტყვა გვითხარით თქვენს პირად ცხოვრებაზე, ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს წარმატებას?

- ჩემი ოჯახი ძალიან გულშემატკივრობდა ჩემს "ბროლის ბუს", მგონი, ჩემზე მეტად გაუხარდათ. მირეკავდნენ 24 საათის განმავლობაში, ტელეფონი არ ჩერდებოდა. ეს მხარდაჭერა სოციალურ ქსელებშიც აისახა, არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას.

- თამაშისას ისე ჩანდა, რომ საკმაოდ ძლიერი ქალი ხართ, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება სწრაფად შეუძლია, რეალურ ცხოვრებაში როგორი ხართ?

- საკუთარ თავზე საუბარი გამიჭირდება. თუმცა მიმაჩნია, რომ ძლიერი ვარ, კი.

- ინტელექტუალური თამაშები წლების განმავლობაში უფრო მამაკაცთა საქმედ მიიჩნეოდა, დღესაც რომ გადავხედოთ, კლუბში უფრო მეტი სწორედ მამაკაცია, როგორ გრძნობთ მათ შორის თავს და რას ფიქრობთ, გენდერულ თანასწორობაზე ზოგადად?

- არასდროს მიმაჩნდა ინტელექტუალური თამაშები მხოლოდ მამაკაცის საქმედ, მითუმეტეს, როცა ირგვლივ იყვნენ ისეთი მოთამაშეები, როგორიც არიან: ია მეტრეველი, ირინა ფრუიძე, ნინო ფერაძე, მარი კორინთელი… ვფიქრობ, რომ კარგი მოთამაშე კარგი მოთამაშეა და ამასთან სქესს არ აქვს კავშირი.

- დასასრულ, გვიამბეთ თქვენი გეგმების შესახებ...

- ჯერ კიდევ ამ სიახლის გადახარშვის პროცესში ვარ. ახლა გერმანიაში ვარ, ფინალსაც აქ ვუყურე და ინტერნეტში ვადევნებდი თვალს მაყურებლების ემოციებს. რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, პირველი რასაც გავაკეთებ, წავალ "რა? სად? როდის?" ტურნირის სათამაშოდ.

  • ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი