პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება" - ჯანდაცვის სამინისტრო
"მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება" - ჯანდაცვის სამინისტრო

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფასი ჯერ არ მოქ­მე­დებს, აფ­თი­ა­ქებ­ში იმ­პორ­ტის ფას­თან შე­და­რე­ბით, 32-ჯერ ძვი­რად, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფას­ნა­მა­ტით იყი­დე­ბა,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მე­დი­კა­მენ­ტებს დიდ ფარ­მა­ცევ­ტულ ქსე­ლებ­ში თით­ქმის იდენ­ტუ­რი ფასი აქვს. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ჭარ­ბი ფას­ნა­მა­ტი და ფა­სე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა აჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ ად­გი­ლი აქვს ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ შე­თან­ხმე­ბას და დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის არა­სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბას.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია წამ­ლე­ბის ფა­სის ხე­ლოვ­ნუ­რი ზრდა. არ­სე­ბუ­ლი არა­სა­მარ­თლი­ა­ნი ფა­სე­ბი­თა და არა­ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ით, სექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, აზა­რა­ლებს მო­ქა­ლა­ქე­ებს. ნა­თე­ლია, რომ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე არ ხდე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ფას­წარ­მოქ­მნა, ბა­ზარ­ზე მოქ­მედ დიდ ეკო­ნო­მი­კურ აგენ­ტებს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი - იზღუ­დე­ბა ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია.

მსხვი­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ფა­სო პო­ლი­ტი­კა კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კი­თხის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს, რო­მელ­საც ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენტს გა­დას­ცემს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ აღ­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თლი­ან, რე­ფე­რენ­ტულ ფა­სებს (ფა­სის ზედა ზღვარს) და­ა­წე­სებს, რო­მელ­ზე მა­ღალ ფა­სა­დაც მათი გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უშანგი
0

ამ ე.წ. აფთიაქების უფროსები შობას დადგებიან დიდი სანთლებით ხელში, ზოგიც ეზიარება. ეტყობა ქურდობა და მევახშეობა ცოდვად არ მიაჩნიათ.

დაქცეული ქვეყანა
0

11 წელია ასეა,ეხლა (გაიღვიძედ-?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება" - ჯანდაცვის სამინისტრო

"მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება" - ჯანდაცვის სამინისტრო

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

"ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე უახლოეს მომავალში სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.