მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად" - ხაბეიშვილი
"ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად" - ხაბეიშვილი

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არა­თუ შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, არა­მედ და­მა­ტე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მა­ტუ­რია, ამას ვინ შე­ას­რუ­ლებს? რუ­სუ­ლი პარ­ტია ამას არ გა­ა­კე­თებს და ამი­ტო­მაა 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს ბრძო­ლა კვლავ მი­იყ­ვა­ნოს ბო­ლომ­დე, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე , - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა ლი­დე­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტორ­თან, სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ექ­სპერტთან რონ ნე­რინგთან შეხ­ვედ­რამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ხა­ბე­იშ­ვილ­მა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ­დე ამ სა­კი­თხზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობ­და, რომ ევ­რო­კავ­ში­რის რე­ზო­ლუ­ცი­ებს და კან­დი­და­ტის სტა­ტუსს აქვს ჩა­ლის ფასი; კა­ლა­ძე ამ­ბობ­და, თუ სტა­ტუსს არ მოგ­ვცე­მენ, თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვო­ნო. „სა­დაც უნდა იქ წა­ი­ღონ, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი“ - ასე მე­ტყვე­ლებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას კარ­გად ეს­მის, მათ შო­რის ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ამას სა­ჯა­როდ ამ­ბო­ბენ, რომ ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მათ შო­რის მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბის, სა­დაც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად და­ღე­ჭეს რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 48 სა­ათ­ში. ამი­ტომ, ერ­თა­დერ­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს ამ პრო­ცესს - ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ისი­ნი არა­თუ შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, არა­მედ და­მა­ტე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პუნ­ქტე­ბი, რომ­ლე­ბიც პრობ­ლე­მა­ტუ­რია. ამას ვინ შე­ას­რუ­ლებს? რუ­სუ­ლი პარ­ტია ამას არ გა­ა­კე­თებს. ამი­ტო­მაა 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს ბრძო­ლა კვლავ მი­იყ­ვა­ნოს ბო­ლომ­დე, გა­მარ­ჯვე­ბამ­დე“,- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად შეხ­ვედ­რას, ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან სამდღი­ა­ნი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და კამ­პა­ნი­ის მარ­თვის თე­მა­ზე ექ­ნე­ბათ.

„სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და კამ­პა­ნი­ის მარ­თვა - ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვექ­ნე­ბა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა. ვემ­ზა­დე­ბით რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად. ამის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა ვიბ­რძო­ლოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ რა­მეს - „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა- გა­მარ­ჯვე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ“ კამ­პა­ნია წარ­მარ­თოს ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­ი­მარ­ჯვოს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 62 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
2

ბიჭო, მერამდენე არჩევენბია ამას გაიძახი, ხალხი მხარს უჭერს ოპოზიციას, თქვენ ხმებს ვერი იცავთ ან ფული ბაბაბია, ეგ ხართ სულ.

ზურა
0

არ ვარ ოცნებისტი, მაგრამ შენმა დამარცხებულმა თავი უნდა ჩამოიხრჩოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად" - ხაბეიშვილი

"ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად" - ხაბეიშვილი

რეკომენდაციები არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია, ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს და ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

"ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებს და კანდიდატის სტატუსს აქვს ჩალის ფასი; კალაძე ამბობდა, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონო. „სადაც უნდა იქ წაიღონ, კანდიდატის სტატუსი“ - ასე მეტყველებდნენ. შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს - ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია. ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს. ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ამერიკელ პარტნიორებთან სამდღიანი სამუშაო შეხვედრები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კამპანიის მართვის თემაზე ექნებათ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა - ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს - „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.