საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი შესრულებულია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის სამიტისთვის იკრიბებიან.
კითხვაზე, როგორია მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება, ორბანმა უპასუხა: „თქვენ ყველას უყვარხართ“.
როგორც ცნობილია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია. მან გასულ კვირას, პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში ამაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და განაცხადა, უკრაინა ამისთვის მზად არ არისო. მან ასევე გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია. ამ განცხადების შემდეგ მას შეხვედრა მოუწია უკრაინის პრეზიდენტთან. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეხვედრა მოულოდნელად არგენტინაში მოხდა.მისივე თქმით, ორბანს სთხოვა, ერთი მიზეზი მაინც დაასახელოს თუ რატომ არ უნდა იყოს უკრაინა ევროკავშირში და პასუხს ელოდება.
მიდი ორბან მიაწექი. მაგი ევროს ჩინოვნიკები ყველაფრის ღირსია.
ჯიგარია ორბანი მაგრად ეწვით ამ კაცზე ლიბერასტებს,მაგრამ ოკანისგადაღმა რესპუბლიკელების ლობი ყავს და მათი რუპორია ევროპაში,მაგიტომ არავის გადაუღუნონ ,როგორც აქამდე ვერ უღუნავენ აგერ 14 წელია უკვე! :))