ისრაელი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ცეცხლის შეწყვეტისადმი მოწოდებაზე აშშ-ის ვეტოს მიესალმება.
ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა.
ნეთანიაჰუ აშშ-ის პოზიციას მიესალმება და როგორც „სწორს” აფასებს.
"სხვა ქვეყნებმაც უნდა გაიგონ, რომ შეუძლებელია ერთი მხრივ "ჰამასის" განადგურებას უჭერდე მხარს, და მეორე მხრივ მოუწოდებდე ომის შეჩერებისკენ, რაც ხელს შეუშლის ჰამასის განადგურება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აქედან გამომდინარე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ისრაელი გააგრძელებს გამართლებულ ომს, რომელიც მიზნად ისახავს "ჰამასის" განადგურებას და დანარჩენი საომარი მიზნების მიღწევას, რომლებიც დავისახეთ“.
ქურდს იჭერდე და მის დაჭერაში 500 უდანაშაულო მოკლა, ეგრე სად არის მოშე... ამას რატომ არ ასანქცირებს ამერიკა და ევროპა, ნიანგის ცრემლებს რომ ყრიან, თითქოს მხარს რომ არ უჭერენ პალესტინელების გენოციდს.
გენოციდი !!!!!!!!!