ისრაელმა გააფართოვა თავისი სახმელეთო სამხედრო კამპანია ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ხან იუნისში. ამავდროულად, მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილშიც. მოსახლეობის უმეტესობას გაქცევა მოუწია, ტერიტორიის მთელ სიგრძეზე ბრძოლა მძვინვარებს - ხალხი ამბობს, რომ ქალაქში უსაფრთხო ადგილი აღარ მოიძებნება.
„ღამე არ გვძინავს, ვფხიზლობთ, ვცდილობთ ბავშვები დავაძინოთ და ფეხზე ვდგავართ იმის შიშით, რომ მალე დაგვბომბავენ. დღისით კი იგივე ტრაგედია მეორდება“ - ამბობს 57 წლის ზაინაბ ხალილი, რომელსაც ნათესავებთან ერთად ხან იუნისის დატოვება აიძულეს.
რთული ვითარებაა საავადმყოფოებშიც - ნასერის საავადმყოფოს დირექტორის, ნაჰედ აბუ ტაიმას განცხადებით, ექიმები დაჭრილებს ვეღარ უმკლავდებიან:
„კონტროლი დავკარგეთ. სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ასობით დაჭრილი მოჰყავთ. სამედიცინო მარაგის ნაკლებობის გამო, იძულებულები ვართ დაჭრილებს საავადმყოფოს დერეფნებში ვუმკურნალოთ“ – ამბობს ის.
ბოლო მონაცემებით, ხან იუნისში, დაღუპულთა რიცხვმა 133 -ს მიაღწია, დაჭრილია 259-ი, ათასამდე ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ასევე დადასტურდა 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი 25 წლის ჯარისკაცის, საარ ბარუხის გარდაცვალება.
გაუმარჯოს ისრაელს..ძირს ისლამური ტერორიზმი
თაგვმა თხარა, თხარაო.