მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიას წასვლა არ იყო წარმატებული წასვლა - იდეალური წასვლა ვერ არის, ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს" - ხვიჩია
"მელიას წასვლა არ იყო წარმატებული წასვლა - იდეალური წასვლა ვერ არის, ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს" - ხვიჩია

მე­ლი­ას წას­ვლა არ იყო ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი წას­ვლა ერთი გუნ­დი­დან სად­მე სხვა­გან სა­ას­პა­რე­ზოდ - იდე­ა­ლუ­რი წას­ვლა ვერ არის ბო­ლოს შენს ამომ­რჩევ­ლებს იმის გარ­კვე­ვაც რომ უჭირთ, შე­ნით წახ­ვე­დი თუ გა­გაგ­დეს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ ნიკა მე­ლი­ას მიერ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ნიკა მე­ლი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ წას­ვლამ ჯერ კიდე ბევ­რი კი­თხვა და­ტო­ვა. ამას­თან, რო­გორც ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, ეს პრო­ცე­სი არ უნდა გახ­დეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბის და­კარ­გვის სა­ფუძ­ვე­ლი.

"ჩემი აზ­რით, ნიკა მე­ლი­ას ჰქონ­და შან­სი, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ ყო­ფი­ლი­ყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ ეს შან­სი არ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. წას­ვლა, რო­დე­საც 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ხარ და თან ვერ მი­დი­ხარ, იდე­ა­ლუ­რი წას­ვლაც ვერ არის თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით და ბო­ლოს შენს ამომ­რჩევ­ლებს იმის გარ­კვე­ვაც რომ უჭირთ, შე­ნით წახ­ვე­დი თუ გა­გაგ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიკა მე­ლი­ამ თქვა წა­მო­ვე­დიო, არ თქმუ­ლა, რა­ტომ, საით, მი­ზა­ნი რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ამი­ტომ, მე მგო­ნი, ბევ­რი რამე არ არის ჯერ­ჯე­რო­ბით ცხა­დი. თუმ­ცა ერთი რა­მეა ცხა­დი, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ახლა "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან“ წა­მო­ვი­და, არის ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ახლა ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი არ­გუ­მენ­ტით წა­მო­ვი­და "ნაც­მოძ­რა­ო­ბი­დან“, რომ პარ­ტი­ის ე.წ. "ვერ­ხუშ­კა" ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­მარ­ჯვე­ბას და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის ბრალ­დე­ბებს რომ ვუს­მენ­დი, მათ აქვთ ეჭვი, რომ სა­ერ­თოდ "ქო­ცე­ბი“ არი­ან "ნა­ცე­ბის“ "ვერ­ხუშ­კა­ში" და ამი­ტომ მო­დი­ან. მე მგო­ნია, ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ არ­გუ­მენ­ტით მო­დი­ან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვენ­თვის, სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­თვის. მე მგო­ნია, რომ ამ ხალ­ხმა უნდა სცა­დოს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა. ზო­გა­დად, მგო­ნია, რომ ნიკა მე­ლი­ას გას­ვლა არ უნდა იყოს იმის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ ოპო­ზი­ცი­ამ და­კარ­გოს ხმე­ბი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ამას­თან, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში "გირ­ჩი“ ერ­თა­დერ­თი და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი პარ­ტი­აა.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნა, მაგ­რამ არ იცის, რის­თვის, გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს და ფული იშო­ვოს. მე­ო­რეა, რო­მელ­საც უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რად არ იცის რის­თვის და მე­სა­მე პარ­ტია, რო­მე­ლიც არის ამა­თი და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი. თუ ამათ, ვერც ერ­თმა ვერ აიღო 50 %-ზე მეტი, მე­სა­მე პარ­ტია არის ის, რო­მელ­თა­ნაც ორი­ვეს უად­ვილ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა. ჩვენ გვინ­და, რომ ეს ვი­ყოთ. ჩვენ მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის არ ვიბ­რძვით, ვიბ­რძვით პირ­ვე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ასეთ კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ში - პირ­ვე­ლი ხდე­ბა ის, ვინც მე­სა­მეა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. ეს შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი არც "ნა­ცე­ბის­თვის“ და არც "ქო­ცე­ბის­თვის“ არ არის, მაგ­რამ იცი­ან, რომ ჩვენ ორი­ვეს ვაძ­ლევთ გა­რან­ტი­ას, რომ არა­ვის არ და­ვი­ჭერთ. არც "ქარ­თლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რებს არ და­ვი­ჭერთ, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვას და თა­ვი­დან გა­და­ნა­წი­ლე­ბას არ და­ვი­წყებთ, არც "ნა­ცე­ბის­თვის“ გა­ვაგ­რძე­ლებთ რეპ­რე­სი­ებს. "გირ­ჩი“ არის ყვე­ლა­ზე შემ­რი­გე­ბე­ლი პარ­ტია ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში. ყვე­ლამ იცის, რომ მათ არ ემუქ­რე­ბათ სის­ტე­მის მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბა. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია როცა არ­სე­ბობს, ეს სა­შუ­ა­ლე­ბაა რო­გორც ქვეყ­ნის­თვის, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვი­საც, რომ შიში დაძ­ლი­ონ, რათა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი გა­იხ­სნას“, - გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იულია
0

დაახვევიეს!

ალექს
9

ბრეგვაძის უკანონო კანონით იურიდიულ პირთა ახლებურად რეგისტრაციის შესახებ, გირჩს ეცვლება დასახელება და ამიერიდან თრიაქი ერქმვა, "გირჩი" ჟღერს როგორც შიშკი და რუსულია ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მელიას წასვლა არ იყო წარმატებული წასვლა - იდეალური წასვლა ვერ არის, ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს" - ხვიჩია

"მელიას წასვლა არ იყო წარმატებული წასვლა - იდეალური წასვლა ვერ არის, ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს" - ხვიჩია

მელიას წასვლა არ იყო ყველაზე წარმატებული წასვლა ერთი გუნდიდან სადმე სხვაგან საასპარეზოდ - იდეალური წასვლა ვერ არის ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს, - ამის შესახებ პარტია "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ ნიკა მელიას მიერ "ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას "ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლამ ჯერ კიდე ბევრი კითხვა დატოვა. ამასთან, როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ეს პროცესი არ უნდა გახდეს ოპოზიციური ხმების დაკარგვის საფუძველი.

"ჩემი აზრით, ნიკა მელიას ჰქონდა შანსი, "ნაცმოძრაობაში“ ყოფილიყო წარმატებული თავმჯდომარე, მაგრამ ეს შანსი არ იქნა გამოყენებული. წასვლა, როდესაც 9 თვის განმავლობაში მიდიხარ და თან ვერ მიდიხარ, იდეალური წასვლაც ვერ არის თავისი შინაარსით და ბოლოს შენს ამომრჩევლებს იმის გარკვევაც რომ უჭირთ, შენით წახვედი თუ გაგაგდეს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიამ თქვა წამოვედიო, არ თქმულა, რატომ, საით, მიზანი რა იქნება მომავალში, ამიტომ, მე მგონი, ბევრი რამე არ არის ჯერჯერობით ცხადი. თუმცა ერთი რამეა ცხადი, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა "ნაცმოძრაობიდან“ წამოვიდა, არის ნამდვილად გულწრფელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. ოპოზიციონერი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა "ქართულ ოცნებას“ და ახლა ძალიან უცნაური არგუმენტით წამოვიდა "ნაცმოძრაობიდან“, რომ პარტიის ე.წ. "ვერხუშკა" ვერ უზრუნველყოფს გამარჯვებას და ზოგიერთი ადამიანის ბრალდებებს რომ ვუსმენდი, მათ აქვთ ეჭვი, რომ საერთოდ "ქოცები“ არიან "ნაცების“ "ვერხუშკაში" და ამიტომ მოდიან. მე მგონია, ეს პოლიტიკოსები, რომლებიც ამ არგუმენტით მოდიან, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, სხვა პოლიტიკური ძალებისთვის. მე მგონია, რომ ამ ხალხმა უნდა სცადოს ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყება. ზოგადად, მგონია, რომ ნიკა მელიას გასვლა არ უნდა იყოს იმისთვის გამოყენებული, რომ ოპოზიციამ დაკარგოს ხმები, საბოლოო ჯამში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, არჩევნებისთვის პოლიტიკური პოზიციების გადანაწილებაზე საუბრისას, ხვიჩიამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვების პირობებში "გირჩი“ ერთადერთი დამაბალანსებელი პარტიაა.

"ქართულ ოცნებას“ უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ არ იცის, რისთვის, გარდა იმისა, რომ საკუთარი ძალაუფლება ჰქონდეს და ფული იშოვოს. მეორეა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ პოლიტიკურად არ იცის რისთვის და მესამე პარტია, რომელიც არის ამათი დამაბალანსებელი. თუ ამათ, ვერც ერთმა ვერ აიღო 50 %-ზე მეტი, მესამე პარტია არის ის, რომელთანაც ორივეს უადვილდება მუშაობა. ჩვენ გვინდა, რომ ეს ვიყოთ. ჩვენ მესამე ადგილისთვის არ ვიბრძვით, ვიბრძვით პირველობისთვის, მაგრამ ასეთ კონფიგურაციაში - პირველი ხდება ის, ვინც მესამეა, შინაარსობრივად. ეს შეიძლება მისაღები არც "ნაცებისთვის“ და არც "ქოცებისთვის“ არ არის, მაგრამ იციან, რომ ჩვენ ორივეს ვაძლევთ გარანტიას, რომ არავის არ დავიჭერთ. არც "ქართლი ოცნების“ ლიდერებს არ დავიჭერთ, ქონების წართმევას და თავიდან გადანაწილებას არ დავიწყებთ, არც "ნაცებისთვის“ გავაგრძელებთ რეპრესიებს. "გირჩი“ არის ყველაზე შემრიგებელი პარტია ქართულ პოლიტიკურ ცენტრში. ყველამ იცის, რომ მათ არ ემუქრებათ სისტემის მათ წინააღმდეგ გამოყენება. ასეთი პოლიტიკური პარტია როცა არსებობს, ეს საშუალებაა როგორც ქვეყნისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც, რომ შიში დაძლიონ, რათა პოლიტიკური პროცესები გაიხსნას“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე იხილეთ: