პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება
თბილისში 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება

თბი­ლის­ში, 9 დე­კემ­ბერს, სა­ხალ­ხო მარ­ში იგეგ­მე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“„დე­მოკ­რა­ტი­ის მცვე­ლე­ბის“ დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­შის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რომ სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბამ­დე, ქარ­თველ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ მი­აწ­ვდი­ნოს სა­კუ­თა­რი ხმა ევ­რო­პას.

გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძის თქმით, ამ მიზ­ნით სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი 27-ვე სა­ხელ­მწი­ფოს ელჩს ხვდე­ბი­ან და მათ 70-ზე მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სურ­ვილს აწ­ვდი­ან.

„როცა უკვე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მონ­დო­მე­ბის ხარ­ჯზე გვაქვს ევ­რო­კო­მი­სი­ის მხრი­დან და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ძლი­ე­რი ხმა კი­დევ ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­დან მის­წვდეს ევ­რო­კავ­ში­რის 27-ვე სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დერს.

ამ მიზ­ნით, ჩვენ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ვხვდე­ბო­დით და ვხვდე­ბით 27-ვე სა­ხელ­მწი­ფოს ელჩს და ვაწ­ვდით მათ 70-ზე მეტი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სურ­ვილს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში და­უ­ჭი­რონ მხა­რი. ვი­ნა­ი­დან ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი ამ სა­კი­თხი­სად­მი, მათ სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტი, თუ რა­ტომ უნდა და­უ­ჭი­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რი. არ­გუ­მენ­ტებს შო­რის დიდი სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­გან, რო­მე­ლიც მარ­შის სა­ხით იგეგ­მე­ბა.

70-ზე მეტ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა 27-ვე სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებს. ჩვენ ელ­ჩებს დღე­საც ვხვდე­ბით, მა­ნამ­დეც შევ­ხვდით და მო­მა­ვალ­შიც შევ­ხვდე­ბით. შე­ვეც­დე­ბით, რომ მა­ნამ, სა­ნამ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა, ყვე­ლა მათ­განს ჰქონ­დეს ჩვე­ნი წე­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

მშვე­ნი­ე­რა­ძის თქმით, მარ­ში 9 დე­კემ­ბრის 14:00 სა­ათ­ზე რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან და­ი­წყე­ბა და ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა გა­იშ­ლე­ბა.

„მარ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად მსვლე­ლო­ბის სა­ხით გა­ი­მარ­თე­ბა. და­ი­წყე­ბა 9 დე­კემ­ბრის 14:00 სა­ათ­ზე რეს­პუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან, მსვლე­ლო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ რუს­თა­ვე­ლის გავ­ლით და გა­და­ვალთ ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე, სა­დაც გა­იშ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა, რო­მე­ლიც ახლა იკე­რე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ დრო­შის თი­თო­ე­უ­ლი ვარ­სკვლა­ვი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში იკე­რე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თი­ა­ნო­ბის ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხში.

მარშში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლე­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, მთა­ვა­რია ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას უჭერ­დეს მხარს“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მშვე­ნი­ე­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჰ..
0

კაცო, თუ მისაწვდენი იყო, რით ვეღარ მივაწვდინეთ აქამდე ეს ჩვენი ხმა ევროპასა ჰა?!..

soso
1

გილოცავთ ყველას,მშვენიერაძემ გადაგვარჩინა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თბილისში 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება

თბილისში 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება

თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“„დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, რომ სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ამ მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები 27-ვე სახელმწიფოს ელჩს ხვდებიან და მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს აწვდიან.

„როცა უკვე ქართველი ხალხის მონდომების ხარჯზე გვაქვს ევროკომისიის მხრიდან დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ეს ძლიერი ხმა კიდევ ერთხელ საქართველოდან მისწვდეს ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერს.

ამ მიზნით, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვხვდებოდით და ვხვდებით 27-ვე სახელმწიფოს ელჩს და ვაწვდით მათ 70-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სურვილს, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში დაუჭირონ მხარი. ვინაიდან ზოგიერთი სახელმწიფო სკეპტიკურად არის განწყობილი ამ საკითხისადმი, მათ სჭირდებათ დამატებითი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დაუჭირონ საქართველოს მხარი. არგუმენტებს შორის დიდი სიგნალი იქნება ძლიერი მესიჯის გაგზავნა საქართველოსგან, რომელიც მარშის სახით იგეგმება.

70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა 27-ვე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენ ელჩებს დღესაც ვხვდებით, მანამდეც შევხვდით და მომავალშიც შევხვდებით. შევეცდებით, რომ მანამ, სანამ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება გაიმართება, ყველა მათგანს ჰქონდეს ჩვენი წერილი“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.

„მარში თავდაპირველად მსვლელობის სახით გაიმართება. დაიწყება 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან, მსვლელობას გავაგრძელებთ რუსთაველის გავლით და გადავალთ ევროპის მოედანზე, სადაც გაიშლება მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა, რომელიც ახლა იკერება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროშის თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იკერება, როგორც სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში.

მარშში მონაწილეობა თითოეულ მოქალაქეს შეეძლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მთავარია ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდეს მხარს“, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.