პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს" - მეცნიერების ვარაუდით, დედამიწა კლიმატური კატასტროფის წინაშე დადგება: ვის ემუქრება განსაკუთრებული საფრთხე?
"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს" - მეცნიერების ვარაუდით, დედამიწა კლიმატური კატასტროფის წინაშე დადგება: ვის ემუქრება განსაკუთრებული საფრთხე?

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად წლე­ბია იბ­რძვი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ყო­ველ­წლი­უ­რად, ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი, მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას დე­ბენ ამ პრობ­ლე­მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, კა­ცობ­რი­ო­ბა ნაკ­ლე­ბად ტრა­გი­კუ­ლად აღიქ­ვამს პრო­ცე­სებს, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ბევრ ად­გილ­ზე და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მო­აქვს.

  • მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დე­და­მი­წა საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რად­გან ნახ­შირ­ბა­დის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან ერ­თად ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შიშ დო­ნემ­დე იზ­რდე­ბა.

"ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა უსაფრ­თხო არ არის. გა­სუ­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დათ­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში 50 პრო­ცენტზე მე­ტით გა­ი­ზარ­და“.

პლა­ნე­ტა­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გა­მო­იწ­ვევს ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლი­დან გა­მოს­ვლას მო­მა­ვალ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მაგ­რამ სა­ხი­ფა­თო და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს ადა­მი­ანს ბუ­ნე­ბას:

"მი­ღებთ დო­მი­ნოს და­მან­გრე­ველ ეფექტს, მათ შო­რის მთე­ლი ეკო­სის­ტე­მე­ბის და­კარ­გვას, მა­სობ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბას, პო­ლი­ტი­კურ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას და ფი­ნან­სურ კო­ლაფსს“, - ამ­ბობს ტიმ ლენ­ტონ­მა, ექ­სე­თე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გლო­ბა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი­დან. მი­სი­ვე თქმით, და­უს­რუ­ლე­ბელ­მა კა­ტას­ტრო­ფებ­მა, მა­გა­ლი­თად, ქა­რიშ­ხლებ­მა და ხან­ძრებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ზრდაც.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შეა გრენ­ლან­დია და და­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­და, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ყი­ნუ­ლის დნო­ბას, თბილ წყლებ­ში მარ­ჯნის რი­ფე­ბის და­ღუპ­ვა­სა და ჩრდი­ლო ატ­ლან­ტი­კა­ში ატ­მოს­ფე­რუ­ლი ცირ­კუ­ლა­ცი­ის კო­ლაფსს გა­მო­იწ­ვევს.

თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა კი­დევ მო­ი­მა­ტებს, სას­მე­ლი წყლის ნაკ­ლე­ბო­ბის პრობ­ლე­მა ორ­ჯერ უფრო მეტ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა. მწე­რებს, ტემ­პე­რა­ტუ­რის 2.0 ცელ­სი­უ­სით მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე 50 პრო­ცენ­ტით უფრო მე­ტად ემუქ­რე­ბათ.

ამ­ჟა­მად დე­და­მი­წა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა პრე­ინ­დუსტრი­ულ დო­ნეს­თან შე­და­რე­ბით ერთი გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი. ბოლო დროს მომ­ხდა­რი ქა­რიშ­ხლე­ბის, გვალ­ვე­ბი­სა და ხან­ძრე­ბის ფონ­ზე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გავ­ლე­ნა უკვე სა­ხე­ზეა...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
3

რამოდენიმე საუკუნე ხომ მშვიდობაა და მერე იზამენ რამეს, ჩვენ რა

თამაზი
0

რაც უნდა წეროთ, ინდუსტრიული გიგანტები არ გაჩერდება და მოსახლეობის წილი ამ პროცესში 1%-იც არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს" - მეცნიერების ვარაუდით, დედამიწა კლიმატური კატასტროფის წინაშე დადგება: ვის ემუქრება განსაკუთრებული საფრთხე?

"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს" - მეცნიერების ვარაუდით, დედამიწა კლიმატური კატასტროფის წინაშე დადგება: ვის ემუქრება განსაკუთრებული საფრთხე?

გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად წლებია იბრძვიან ცნობილი ადამიანებიც. ყოველწლიურად, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მილიონობით დოლარის ინვესტიციას დებენ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, თუმცა, როგორც ჩანს, კაცობრიობა ნაკლებად ტრაგიკულად აღიქვამს პროცესებს, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ადგილზე დამანგრეველი შედეგები მოაქვს.

  • მეცნიერების ვარაუდით, უახლოეს მომავალში დედამიწა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ნახშირბადის დაბინძურებასთან ერთად ტემპერატურა საშიშ დონემდე იზრდება.

"ტემპერატურის მატება უსაფრთხო არ არის. გასული 20 წლის განმავლობაში, დათბობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა“.

პლანეტარული ცვლილებები არ გამოიწვევს ტემპერატურის კონტროლიდან გამოსვლას მომავალ საუკუნეებში, მაგრამ სახიფათო და ფართომასშტაბიან ზიანს მიაყენებს ადამიანს ბუნებას:

"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს, მათ შორის მთელი ეკოსისტემების დაკარგვას, მასობრივი გადაადგილებას, პოლიტიკურ არასტაბილურობას და ფინანსურ კოლაფსს“, - ამბობს ტიმ ლენტონმა, ექსეთერის უნივერსიტეტის გლობალური სისტემების ინსტიტუტიდან. მისივე თქმით, დაუსრულებელმა კატასტროფებმა, მაგალითად, ქარიშხლებმა და ხანძრებმა შეიძლება გამოიწვიოს მენტალური პრობლემები და არასტაბილურობა. მოსალოდნელია ინფექციურ დაავადებათა ზრდაც.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა გრენლანდია და დასავლეთ ანტარქტიდა, ტემპერატურის მატება ყინულის დნობას, თბილ წყლებში მარჯნის რიფების დაღუპვასა და ჩრდილო ატლანტიკაში ატმოსფერული ცირკულაციის კოლაფსს გამოიწვევს.

თუ ტემპერატურა კიდევ მოიმატებს, სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა ორჯერ უფრო მეტ ადამიანს შეეხება. მწერებს, ტემპერატურის 2.0 ცელსიუსით მატების შემთხვევაში გადაშენების საფრთხე 50 პროცენტით უფრო მეტად ემუქრებათ.

ამჟამად დედამიწაზე ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ერთი გრადუსი ცელსიუსით არის მომატებული. ბოლო დროს მომხდარი ქარიშხლების, გვალვებისა და ხანძრების ფონზე, კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე სახეზეა...წყარო