სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ - ახალი სერია, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება
"კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ - ახალი სერია, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება

„პა­ლიტ­რა L-ის“ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შექ­მნი­დან - 50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ 15 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა სე­რი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. მკი­თხვე­ლე­ბი დღემ­დე ცდი­ლო­ბენ გა­მორ­ჩე­ნი­ლი ტო­მე­ბის შევ­სე­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ამ მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

წიგ­ნე­ბის სია გა­მომ­ცემ­ლო­ბამ შე­ად­გი­ნა გა­მო­კი­თხვის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­შიც რო­გორც პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი მა­რი­კა დარ­ჩია გვი­ამ­ბობს, 80 000-მდე მკი­თხველ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 50 წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ „პა­ლიტ­რა L-მა“ მკი­თხვე­ლის დახ­მა­რე­ბით კი­დევ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 49 წიგ­ნის სე­რია შე­ად­გი­ნა. წლე­ბის შემ­დეგ კი მალე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ახა­ლი სე­რია „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერთხელ მა­ინც უნდა წა­ი­კი­თხო“, რომ­ლის შედ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს შე­უძ­ლია. ამის­თვის მხო­ლოდ გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბაა სა­ჭი­რო.,

გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მიჰ­ყე­ვით ბმულს ან და­რე­კეთ ნო­მერ­ზე 2 47 00 45

მსგავ­სი სე­რი­ე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ერთი მხრივ, თვა­ლი მი­ვა­დევ­ნოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტენ­დენ­ცი­ებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­მუ­შევ­რებს და მე­ო­რე მხრივ, გა­ვეც­ნოთ კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას.

პრო­ექ­ტის - „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ ავ­ტო­რი მა­რი­კა დარ­ჩია იხ­სე­ნებს, რო­გორ შე­იქ­მნა აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია. მისი თქმით, იდეა BBC-ის გა­მო­კი­თხვი­დან მო­დის, რო­დე­საც გა­მო­ცე­მამ მკი­თხველს სთხო­ვა, მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წიგ­ნე­ბის სია შე­ედ­გი­ნათ. ამის შემ­დეგ კი­დევ არა­ერ­თი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, მათ შო­რის New York Times-ის 2021 წლის გა­მო­კი­თხვაც, თუმ­ცა მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი პრო­ექ­ტად არ ითარ­გმნე­ბო­და ხოლ­მე.

მა­რი­კა დარ­ჩია იხ­სე­ნებს, რომ პრო­ექ­ტის შექ­მნის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ პირ­ველ ორ წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე მკი­თხვე­ლე­ბი სი­ე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, რათა გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ტო­მე­ბი შე­ევ­სოთ. სე­რი­ა­ზე მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ გა­მო­ცე­მე­ბი დიდი ტი­რა­ჟე­ბით გა­მო­დი­ო­და.

„ამ გა­მო­ცე­მის მო­სამ­ზა­დებ­ლად დიდი შრო­მა გავ­წი­ეთ. ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დიდი იყო. მკი­თხვე­ლებს გა­უჩ­ნდათ კი­თხვა, ძვე­ლი ტო­მე­უ­ლე­ბის­თვის რა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ და გა­მო­იკ­ვე­თა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა. ჩვენს ვუ­პა­სუ­ხეთ ამ მო­თხოვ­ნას და ასე შე­იქ­მნა ახა­ლი პრო­ექ­ტი - „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“, რო­მე­ლიც მა­კუ­ლა­ტუ­რის ახალ გა­მო­ცე­მებ­ში გა­დაც­ვლას მო­ი­აზ­რებ­და.

პრო­ექ­ტის იდე­ის ავ­ტო­რი მა­რი­კა დარ­ჩია გან­მარ­ტავს, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ახ­ლაც მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მკი­თხვე­ლის მო­საზ­რე­ბებს. ახა­ლი პრო­ექ­ტის - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო“ შექ­მნის იდეა კი ახა­ლი მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ის შე­საქ­მნე­ლად და­ი­ბა­და:

„გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა და გე­მოვ­ნე­ბა იც­ვლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ 15 წლის შემ­დეგ ვად­გენთ ახალ სიას. რო­გორც წინა პრო­ექ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ესეც გა­მო­კი­თხვა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია და „50 წიგ­ნის“ მსგავ­სად, რო­დე­საც სე­რი­ის შე­საქ­მნე­ლად ყვე­ლა პლატ­ფორ­მას, მათ შო­რის ბეჭ­დურ­საც ვი­ყე­ნებ­დით, მკი­თხვე­ლის­გან ვე­ლით აქ­ტი­უ­რო­ბას“, - გან­მარ­ტა მა­რი­კა დარ­ჩი­ამ.

ახა­ლი სე­რი­ის „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერთხელ მა­ინც უნდა წა­ი­კი­თხო“ შექ­მნის პრო­ცე­სი ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­მო­ცე­მებს კი მკი­თხვე­ლი სულ მალე იხი­ლავს.

გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მიჰ­ყე­ვით ბმულს ან და­რე­კეთ ნო­მერ­ზე 2 47 00 45

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ - ახალი სერია, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება

"კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ - ახალი სერია, რომელიც თქვენი ბიბლიოთეკისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება

„პალიტრა L-ის“ წარმატებული პროექტის შექმნიდან - 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ 15 წელი გავიდა, თუმცა სერიის მიმართ ინტერესი არ წყდება. მკითხველები დღემდე ცდილობენ გამორჩენილი ტომების შევსებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიამ მკითხველის ინტერესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა.

წიგნების სია გამომცემლობამ შეადგინა გამოკითხვის მეშვეობით, რომელშიც როგორც პროექტის ავტორი მარიკა დარჩია გვიამბობს, 80 000-მდე მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. 50 წიგნის გამოცემის შემდეგ „პალიტრა L-მა“ მკითხველის დახმარებით კიდევ მნიშვნელოვანი 49 წიგნის სერია შეადგინა. წლების შემდეგ კი მალე წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება ახალი სერია „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“, რომლის შედგენაში მონაწილეობა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაა საჭირო.,

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე 2 47 00 45

მსგავსი სერიები საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, თვალი მივადევნოთ თანამედროვე ლიტერატურულ ტენდენციებსა და მნიშვნელოვან ნამუშევრებს და მეორე მხრივ, გავეცნოთ კლასიკურ ლიტერატურას.

პროექტის - „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ავტორი მარიკა დარჩია იხსენებს, როგორ შეიქმნა აღნიშნული სერია. მისი თქმით, იდეა BBC-ის გამოკითხვიდან მოდის, როდესაც გამოცემამ მკითხველს სთხოვა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების სია შეედგინათ. ამის შემდეგ კიდევ არაერთი გამოკითხვა ჩატარდა, მათ შორის New York Times-ის 2021 წლის გამოკითხვაც, თუმცა მიღებული შედეგები პროექტად არ ითარგმნებოდა ხოლმე.

მარიკა დარჩია იხსენებს, რომ პროექტის შექმნის შემდეგ ჩატარებულ პირველ ორ წიგნის ფესტივალზე მკითხველები სიებით მიდიოდნენ, რათა გამოტოვებული ტომები შეევსოთ. სერიაზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ გამოცემები დიდი ტირაჟებით გამოდიოდა.

„ამ გამოცემის მოსამზადებლად დიდი შრომა გავწიეთ. ინტერესი ძალიან დიდი იყო. მკითხველებს გაუჩნდათ კითხვა, ძველი ტომეულებისთვის რა მოეხერხებინათ და გამოიკვეთა მაკულატურის გადამუშავების საჭიროება. ჩვენს ვუპასუხეთ ამ მოთხოვნას და ასე შეიქმნა ახალი პროექტი - „მაკულიტერატურა“, რომელიც მაკულატურის ახალ გამოცემებში გადაცვლას მოიაზრებდა.

პროექტის იდეის ავტორი მარიკა დარჩია განმარტავს, რომ გამომცემლობა ახლაც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მკითხველის მოსაზრებებს. ახალი პროექტის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ შექმნის იდეა კი ახალი მკითხველის ინტერესების გამოსავლენად და საინტერესო სერიის შესაქმნელად დაიბადა:

„გარკვეული პერიოდის შემდეგ ლიტერატურული მეხსიერება და გემოვნება იცვლება. ამ შემთხვევაში ჩვენ 15 წლის შემდეგ ვადგენთ ახალ სიას. როგორც წინა პროექტების შემთხვევაში, ესეც გამოკითხვაზე დამყარებული პროექტია და „50 წიგნის“ მსგავსად, როდესაც სერიის შესაქმნელად ყველა პლატფორმას, მათ შორის ბეჭდურსაც ვიყენებდით, მკითხველისგან ველით აქტიურობას“, - განმარტა მარიკა დარჩიამ.

ახალი სერიის „კიდევ 15 წიგნი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა წაიკითხო“ შექმნის პროცესი ისევ მიმდინარეობს, გამოცემებს კი მკითხველი სულ მალე იხილავს.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე 2 47 00 45

R