დედამიწა მზის სისტემის მყარი ტიპის პლანეტაა, რომლის მიმართაც ინტერესი ადამიანებს ბავშვობიდანვე უჩნდებათ. სწორედ ბავშვობაში გაჩენილი ინტერესი შეიძლება გახდეს მომავალი პროფესიის, ჰობის, კვლევის საწყისი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების კითხვები შესაბამისად დავაკმაყოფილოთ და მათ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც საკითხის მიმართ ინტერესს კი არ გაუნელებს, არამედ პირიქით - გაუმძაფრებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთ ადრეულ ინტერესებში დიდ ადგილს იკავებს დედამიწა, რომელიც კოსმოსის ნაწილია. ეს უკანასკნელი კი ბავშვებს ასევე ძალიან აინტერესებთ და ამავდროულად, მისი სილამაზე ხიბლავთ.
ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ბავშვებს დედამიწის შესწავლის ინტერესი კიდევ უფრო გაუძლიეროთ.
· გააკეთეთ დედამიწის მაკეტი - ამისთვის დაგჭირდებათ მუყაო, ფერადი ფურცლები და საღებავები. იხელმძღვანელეთ ინტერნეტში განთავსებული ვიდეო ტუტორიალებით. მაკეტზე ზღვებისა და მთების მონიშვნის დროს ბავშვს აუხსენით როგორია დედამიწის შემადგენლობა, მისი ქანები და სხვა.
· წაიკითხეთ მარტივ ენაზე დაწერილი წიგნები - ეცადეთ, წიგნის კითხვის დროს ბავშვთან ერთად იყოთ და მიღებულ ინფორმაციაზე მოგვიანებით ერთად იმსჯელოთ. თუ მას გაუჭირდება, თავად წაუკითხეთ წიგნები. ერთ-ერთი საუკეთესოა „პალიტრა L-ის“ ახლახან გამოცემული „500 კითხვა-პასუხი დედამიწა“. წიგნში მარტივ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცემულია ყველა საინტერესო თემა დედამიწის შესახებ. ინფორმაცია კითხვა-პასუხის ფორმატშია მოცემული, რაც მის გაგებას კიდევ უფრო ამარტივებს. მასში იპოვით პასუხებს, ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა და დედამიწა? რატომ არის დედამიწა მზის სისტემის უნიკალური პლანეტა? როგორი იქნება დედამიწის და მზის მომავალი მილიარდობით წლის შემდეგ?
· ბავშვებს მიღებული ინფორმაციის უკეთესად აღქმაში მისი ვიზუალურად ნახვა ძალიან ეხმარება. ამიტომ ერთად უყურეთ მოკლე ვიდეოებსა და მარტივ დოკუმენტურ ფილმებს.
საწყის ეტაპზე კი თქვენს შვილს შეგიძლიათ გააცნოთ შემდეგი ინფორმაცია დედამიწის შესახებ, რომელიც მოწოდებულია წიგნიდან გამოცემული „500 კითხვა-პასუხი დედამიწა“.
დედამიწა, სხვა პლანეტებთან ერთად, წარმოიქმნა მზის ნისლეულიდან, როცა მტვერი და მყარი მასალა შემჭიდროვდა და უამრავი პლანეტოშენადედი, მათგან კი პროტოპლანეტები შექმნა. გრავიტაციის ზემოქმედებით მასის მატებასთან ერთად ისინი სფეროებად ჩამოყალიბდნენ.
დედამიწა, მერკური, ვენერა და მარსი მყარი ტიპის პლანეტებია. ეს შიდა პლანეტები ყველაზე ახლოსაა მზესთან და შედგება ქანებისგან, რომლებიც მზის მხურვალებას უძლებს. გარე პლანეტები აირებისგან შედგება.
დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, როდესაც ის ჩამოყალიბდა, დღევანდლისგან ძალიან განსხვავდებოდა. დედამიწა თითქმის მთლიანად დაფარული იყო მდუღარე, გავარვარებული მაგმით. გამდნარი მაგმა დედამიწის ზედაპირზე ვულკანებიდან დღესაც ამოდის.
მზის სისტემაში დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომლის ზედაპირსაც თხევადი წყალი ფარავს. ცოცხალი ფორმების წარმოშობა და ევოლუცია თხევადი წყლის არსებობაზეა დამოკიდებული.
ეს და სხვა საინტერესო ინფორმაცია წიგნიდან თქვენს პატარებს ინტერესებს დაუკმაყოფილებს და ამავდროულად, ფანტაზიას განუვითარებს. მისი შეძენა კი წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი.
R