მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 დაღუპული, დაკარგულები და ფერფლის თითქმის 3-კილომეტრიანი სვეტი, რომელმაც მიმდებარე სოფლები დაფარა - ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)
11 დაღუპული, დაკარგულები და  ფერფლის თითქმის 3-კილომეტრიანი სვეტი, რომელმაც მიმდებარე სოფლები დაფარა - ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)

ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ სუ­მატ­რას და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მა­რა­პის მთა­ზე ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვას სულ მცი­რე, 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მათ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა შეძ­ლეს, კი­დევ 12 ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

მათი ძებ­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ამ დრო­ის­თვის შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

”ძა­ლი­ან სა­ში­შია ახლა ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფის სპი­კერ­მა ჯოდი ჰა­რი­ა­ვან­მა.

სუ­მატ­რა­ში კვი­რას, 3 დე­კემ­ბერს, რე­გი­ონ­ში ერთ-ერთო ყვე­ლა­ზე დიდი ვულ­კა­ნი მა­რა­პი ამო­იფ­რქვა.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვულ­კა­ნის სი­ახ­ლო­ვეს 75 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და. 49 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია მო­ხერ­ხდა, მათ­გან ბევ­რს დამ­წვრო­ბის გამო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

ვულ­კა­ნის ფერ­ფლის სვეტ­მა, რომ­ლის სი­მაღ­ლე თით­ქმის 3 კმ იყო, სამი მიმ­დე­ბა­რე სო­ფე­ლი და­ფა­რა.

ინ­დო­ნე­ზი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­გა­შის მე­ო­რე დონე გა­მო­ა­ცხა­და და მო­სახ­ლე­ო­ბას კრა­ტერ­თან 3 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე მის­ვლა აუკ­რძა­ლა.

მა­რა­პი არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნი კუნ­ძულ სუ­მატ­რა­ზე, მისი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ამოფრქვე­ვა 1979 წლის აპ­რილ­ში მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც და­ი­ღუ­პა 60 ადა­მი­ა­ნი.

ინ­დო­ნე­ზი­ის არ­ქი­პე­ლა­გი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 18 ათა­სი კუნ­ძუ­ლის­გან, წყნა­რი ოკე­ა­ნის ვულ­კა­ნუ­რი ცე­ცხლის რგოლ­ში მდე­ბა­რე­ობს. ამ ზო­ნა­ში ყვე­ლა სე­ზონ­ზე სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა.

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სულ 127 აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

11 დაღუპული, დაკარგულები და ფერფლის თითქმის 3-კილომეტრიანი სვეტი, რომელმაც მიმდებარე სოფლები დაფარა - ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)

11 დაღუპული, დაკარგულები და  ფერფლის თითქმის 3-კილომეტრიანი სვეტი, რომელმაც მიმდებარე სოფლები დაფარა - ინდონეზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანი ამოიფრქვა (ფოტო, ვიდეო)

ინდონეზიის კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში, მარაპის მთაზე ვულკანის ამოფრქვევას სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ, მათ გადარჩენილების გამოყვანა შეძლეს, კიდევ 12 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

მათი ძებნა უსაფრთხოების მიზნით ამ დროისთვის შეჩერებულია.

”ძალიან საშიშია ახლა ძიების გაგრძელება”, - განაცხადა სამაშველო ჯგუფის სპიკერმა ჯოდი ჰარიავანმა.

სუმატრაში კვირას, 3 დეკემბერს, რეგიონში ერთ-ერთო ყველაზე დიდი ვულკანი მარაპი ამოიფრქვა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის სიახლოვეს 75 ადამიანი იმყოფებოდა. 49 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, მათგან ბევრს დამწვრობის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ვულკანის ფერფლის სვეტმა, რომლის სიმაღლე თითქმის 3 კმ იყო, სამი მიმდებარე სოფელი დაფარა.

ინდონეზიის ხელისუფლებამ განგაშის მეორე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას კრატერთან 3 კილომეტრის მანძილზე მისვლა აუკრძალა.

მარაპი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კუნძულ სუმატრაზე, მისი ყველაზე დამანგრეველი ამოფრქვევა 1979 წლის აპრილში მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 60 ადამიანი.

ინდონეზიის არქიპელაგი, რომელიც შედგება 18 ათასი კუნძულისგან, წყნარი ოკეანის ვულკანური ცეცხლის რგოლში მდებარეობს. ამ ზონაში ყველა სეზონზე სეისმურად აქტიურობა აღინიშნება.

ინდონეზიაში სულ 127 აქტიური ვულკანია.