Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში: New York Times-ის გამოძიება
ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში: New York Times-ის გამოძიება

ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა "ჰა­მა­სის" გეგ­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობ­და, ერთი წლით ადრე იცოდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ New York Times წერს. გა­მო­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჩა­ა­ტა­რეს გა­მო­ძი­ე­ბა და მო­ი­პო­ვეს სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბი.

New York Times-ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვას ჰქონ­და 40-გვერ­დი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად იყო აღ­წე­რი­ლი "ჰა­მა­სის" ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმის გეგ­მა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, ის­რა­ელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 1200 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

დო­კუ­მენ­ტი დაზ­ვერ­ვის წრე­ებ­ში კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით - "იე­რი­ხო­ნის კე­დე­ლი“ ვრცელ­დე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იქ არ იყო თავ­დას­ხმის შე­საძ­ლო თა­რი­ღი და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ გან­სა­ზღვრუ­ლი იყო ზუს­ტი პუნ­ქტე­ბი და ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც იგეგ­მე­ბო­და შე­ტე­ვა.

დო­კუ­მენ­ტში აღ­წე­რი­ლი იყო ის ია­რა­ღი, რა­კე­ტე­ბი დრო­ნე­ბი, სის­ტე­მე­ბი, რომ­ლი­თაც თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ასე­ვე სა­უ­ბა­რი იყო "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის მხა­რეს გა­და­ვი­დოდ­ნენ პა­რაპ­ლა­ნით, მან­ქა­ნი­თა და ფე­ხით.

რო­გორც New York Times-ი წერს, ის­რა­ე­ლის შიდა სამ­ხედ­რო შე­ფა­სე­ბა ამ გეგ­მის მი­მართ ასე­თი გახ­ლდათ - შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ირ­კვეს, ეს გეგ­მა არის თუ არა მი­ღე­ბუ­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი "ჰა­მა­სის" ლი­დე­რე­ბის მიერ. ასე­ვე, შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ირ­კვეს, ეს გეგ­მა რე­ა­ლო­ბა­ში რამ­დე­ნად "იმუ­შა­ვებს".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც გა­ირ­კვა, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, ელი­ტა­რუ­ლი დაზ­ვერ­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გა­აფრ­თხი­ლა ის­რა­ე­ლი, რომ "ჰა­მა­სმა" ახ­ლა­ხან ჩა­ა­ტა­რა სამ­ხედ­რო წვრთნა, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით წა­ა­გავ­და "იე­რი­ხო­ნის კედ­ლის“ დო­კუ­მენ­ტის სამ­ხედ­რო გეგ­მას. მაგ­რამ ღა­ზა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა სამ­ხედ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის პოლ­კოვ­ნიკ­მა ეს გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო.

  • "მე სრუ­ლი­ად უარ­ვყოფ მო­საზ­რე­ბას, რომ ეს სცე­ნა­რი წარ­მო­სახ­ვი­თია, ეს გეგ­მაა, რო­მე­ლიც ომის და­სა­წყე­ბად არის გა­მიზ­ნუ­ლი და არა უბ­რა­ლოდ, სოფ­ლის და­სარ­ბე­ვად“, - წერ­და დაზ­ვერ­ვის ანა­ლი­ტი­კო­სი და­შიფ­რულ წე­რი­ლებ­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მამ მო­ი­პო­ვა.

"ჩვენ უკვე გვაქვს მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა - 50 წლის წინ არ­სე­ბობ­და გეგ­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­სახ­ვი­თი ჩან­და. ჩვე­ნი ის­ტო­რია შე­საძ­ლოა გან­მე­ორ­დეს, თუ ფრთხი­ლად არ ვიქ­ნე­ბით“, - წერს ის კო­ლე­გებს თით­ქმის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რად და 1977 წლის იომ-ქი­ფუ­რის ომზე მი­უ­თი­თებს.

New York Times-ის ცნო­ბით, უც­ნო­ბია, იცო­და თუ არა "იე­რი­ხო­ნის კედ­ლის“ გეგ­მის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ -მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუმ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაფნა
0

ვთქვიი და წამოვიდა,მაგრამ რა ნიაღვარი ...სვასტიკი აკლიათ და მიიკრავენ მაგასაც...

ტოტო
5

როგორც რუსებმა თვითონ ააფეთქეს მოსკოვში კორპუსები მეორე ჩეჩნური ომის წინ, როგორც 11 სექტემბერი შტატებმა, ეხლაც ისრაელის სპეცსამსახურების გარეშე ვერ მოხდებოდა 7 ოქტომბერი. საერთაშორისო საზოგადოების თვალში რომ გაემართლებინა პალესტინელების გენოციდი და სრული კონტროლი აეღო ღაზაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში: New York Times-ის გამოძიება

ისრაელმა ერთი წლით ადრე იცოდა "ჰამასის" თავდასხმის გეგმის შესახებ - რა ეწერა საიდუმლო დოკუმენტებში და რატომ არ მიაქციეს ყურადღება "იერიხონის გეგმას" ისრაელში: New York Times-ის გამოძიება

ისრაელის ოფიციალურმა პირებმა "ჰამასის" გეგმის შესახებ, რომელიც ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმას გულისხმობდა, ერთი წლით ადრე იცოდნენ, - ამის შესახებ New York Times წერს. გამოცემის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და მოიპოვეს საიდუმლო დოკუმენტები.

New York Times-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო დაზვერვას ჰქონდა 40-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი "ჰამასის" ფართომასშტაბიანი თავდასხმის გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ, ისრაელში დაახლოებით, 1200 ადამიანი დაიღუპა.

დოკუმენტი დაზვერვის წრეებში კოდური სახელწოდებით - "იერიხონის კედელი“ ვრცელდებოდა. აღსანიშნავია, რომ იქ არ იყო თავდასხმის შესაძლო თარიღი დაკონკრეტებული, მაგრამ განსაზღვრული იყო ზუსტი პუნქტები და ობიექტები, რომლებზეც იგეგმებოდა შეტევა.

დოკუმენტში აღწერილი იყო ის იარაღი, რაკეტები დრონები, სისტემები, რომლითაც თავდასხმა განხორციელდებოდა, ასევე საუბარი იყო "ჰამასის" მებრძოლებზე, რომლებიც ისრაელის მხარეს გადავიდოდნენ პარაპლანით, მანქანითა და ფეხით.

როგორც New York Times-ი წერს, ისრაელის შიდა სამხედრო შეფასება ამ გეგმის მიმართ ასეთი გახლდათ - შეუძლებელი გაირკვეს, ეს გეგმა არის თუ არა მიღებული და დამტკიცებული "ჰამასის" ლიდერების მიერ. ასევე, შეუძლებელია გაირკვეს, ეს გეგმა რეალობაში რამდენად "იმუშავებს".

აღსანიშნავია, რომ როგორც გაირკვა, მიმდინარე წლის ივლისში, ელიტარული დაზვერვის განყოფილებამ არაერთხელ გააფრთხილა ისრაელი, რომ "ჰამასმა" ახლახან ჩაატარა სამხედრო წვრთნა, რომელიც მრავალი თვალსაზრისით წააგავდა "იერიხონის კედლის“ დოკუმენტის სამხედრო გეგმას. მაგრამ ღაზაზე პასუხისმგებელმა სამხედრო განყოფილების პოლკოვნიკმა ეს გაფრთხილებები უგულებელყო.

  • "მე სრულიად უარვყოფ მოსაზრებას, რომ ეს სცენარი წარმოსახვითია, ეს გეგმაა, რომელიც ომის დასაწყებად არის გამიზნული და არა უბრალოდ, სოფლის დასარბევად“, - წერდა დაზვერვის ანალიტიკოსი დაშიფრულ წერილებში, რომელიც გამოცემამ მოიპოვა.

"ჩვენ უკვე გვაქვს მსგავსი გამოცდილება - 50 წლის წინ არსებობდა გეგმა, რომელიც წარმოსახვითი ჩანდა. ჩვენი ისტორია შესაძლოა განმეორდეს, თუ ფრთხილად არ ვიქნებით“, - წერს ის კოლეგებს თითქმის წინასწარმეტყველურად და 1977 წლის იომ-ქიფურის ომზე მიუთითებს.

New York Times-ის ცნობით, უცნობია, იცოდა თუ არა "იერიხონის კედლის“ გეგმის შესახებ პრემიერ -მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე