მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთში ვირუსული აფეთქების შემდეგ, ბავშვებში პნევმონიის შემთხვევები იზრდება აშშ-სა და ნიდერლანდებშიც - ჯანმო ჩინეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს
ჩინეთში ვირუსული აფეთქების შემდეგ, ბავშვებში პნევმონიის შემთხვევები იზრდება აშშ-სა და ნიდერლანდებშიც - ჯანმო ჩინეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს

მა­სა­ჩუ­სეტ­სი აშშ-ს მე­ო­რე შტა­ტი გახ­და, რო­მელ­მაც ბავ­შვთა პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ვირუ­სუ­ლი აფეთ­ქე­ბა და­ფიქ­სირ­და ჩი­ნეთ­ში და შემ­თხვევ­ბი იზ­რდე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­შიც.

"რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის სე­ზო­ნია და ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს. მოჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, ხვე­ლე­ბით, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნით, ციებ-ცხე­ლე­ბით",- გა­ნა­ცხა­და ჯონ კე­ლიმ, რედ­ვუ­დის პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის ექიმ­მა.

"გვაშ­ფო­თებს, რომ ეს ქვე­და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ებს გიწ­ვევს და სა­ბო­ლო­ოდ ფილ­ტვებ­შიც ვრცელ­დე­ბა".

ჯონ კე­ლის თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, მაგ­რამ არის გარ­თუ­ლე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც.

პნევ­მო­ნი­ამ იფეთ­ქა ოჰა­ი­ოს შტატ­შიც.

"ავად­მყო­ფო­ბა ოჰა­ი­ოს სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და და­ღუ­პულ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 8 წე­ლია", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ოლ­ქში.

ბავ­შვებ­ში პნევ­მო­ნი­ის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა ნი­დერ­ლან­დებ­შიც. 4 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში და­ა­ვა­დე­ბა 100 000-დან 145-ს აქვს, რაც საგ­რძნობ­ლად აჭარ­ბებს ჩვე­ულ რი­ცხვს. ეს პნევ­მო­ნი­ის ყვე­ლა­ზე დიდი აფეთ­ქე­ბაა, რო­მე­ლიც უტ­რეხ­ტში და­ფუძ­ნე­ბულ კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ფიქ­სი­რე­ბია.

თუმ­ცა კვლავ გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მოხ­ში­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მია ჩი­ნეთ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ბავ­შვთა პნევ­მო­ნი­ას. ჩი­ნე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი ნელ-ნელა ივ­სე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბით და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და­აბ­რუ­ნეს ნიღ­ბე­ბი. Wall Street Journal-ის ცნო­ბით, პე­კი­ნის ზო­გი­ერ­თმა სკო­ლამ ინ­ფექ­ცი­ე­ბის მოხ­ში­რე­ბის გამო, სკო­ლებ­ში სწავ­ლის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის­გან "და­მა­ტე­ბით ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს" ითხოვს. ამ­გვა­რი მო­თხოვ­ნა რუ­ტი­ნუ­ლია, თუმ­ცა Wall Street Journal-ის თქმით, გა­ე­როს სა­ა­გენ­ტოს­თვის მისი გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა "შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა".

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
6

მთავარია დიდებშიც არ ვრცელდებოდეს, რაც ყველაფრის ისევ დახურვას და ხალხის სახლებში ჩაკეტვას გამოიწვევს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ჩინეთში ვირუსული აფეთქების შემდეგ, ბავშვებში პნევმონიის შემთხვევები იზრდება აშშ-სა და ნიდერლანდებშიც - ჯანმო ჩინეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს

ჩინეთში ვირუსული აფეთქების შემდეგ, ბავშვებში პნევმონიის შემთხვევები იზრდება აშშ-სა და ნიდერლანდებშიც - ჯანმო ჩინეთისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს

მასაჩუსეტსი აშშ-ს მეორე შტატი გახდა, რომელმაც ბავშვთა პნევმონიის შემთხვევების რაოდენობა სწრაფად იზრდება. თავდაპირველად ვირუსული აფეთქება დაფიქსირდა ჩინეთში და შემთხვევბი იზრდება ნიდერლანდებშიც.

"რესპირატორული ვირუსების სეზონია და ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. მოჰყავთ ბავშვები ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით, ხველებით, ცხვირიდან გამონადენით, ციებ-ცხელებით",- განაცხადა ჯონ კელიმ, რედვუდის პედიატრიული კლინიკის ექიმმა.

"გვაშფოთებს, რომ ეს ქვედა რესპირატორული ინფექციებს გიწვევს და საბოლოოდ ფილტვებშიც ვრცელდება".

ჯონ კელის თქმით, პაციენტების უმეტესობა რამდენიმე დღეში უმჯობესდება, მაგრამ არის გართულებისა და გარდაცვალების შემთხვევებიც.

პნევმონიამ იფეთქა ოჰაიოს შტატშიც.

"ავადმყოფობა ოჰაიოს სხვადასხვა რაიონშია გავრცელებული და დაღუპულთა საშუალო ასაკი 8 წელია", - აცხადებენ ადგილობრივი ჯანდაცვის ოლქში.

ბავშვებში პნევმონიის შემთხვევების რაოდენობა იზრდება ნიდერლანდებშიც. 4 წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადება 100 000-დან 145-ს აქვს, რაც საგრძნობლად აჭარბებს ჩვეულ რიცხვს. ეს პნევმონიის ყველაზე დიდი აფეთქებაა, რომელიც უტრეხტში დაფუძნებულ კვლევით ინსტიტუტს ბოლო წლების განმავლობაში დაუფიქსირებია.

თუმცა კვლავ გაურკვეველი რჩება, უკავშირდება თუ არა რომელიმე ქვეყანაში მოხშირებული ეპიდემია ჩინეთში გავრცელებულ ბავშვთა პნევმონიას. ჩინეთის საავადმყოფოები ნელ-ნელა ივსება პაციენტებით და ყოველდღიურობაში დააბრუნეს ნიღბები. Wall Street Journal-ის ცნობით, პეკინის ზოგიერთმა სკოლამ ინფექციების მოხშირების გამო, სკოლებში სწავლის პროცესი შეაჩერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოფიციალური მოთხოვნა გამოსცა, რომელიც ჩინეთისგან "დამატებით ეპიდემიოლოგიური და კლინიკური კვლევების შედეგებს" ითხოვს. ამგვარი მოთხოვნა რუტინულია, თუმცა Wall Street Journal-ის თქმით, გაეროს სააგენტოსთვის მისი გასაჯაროვება "შედარებით იშვიათი მოვლენაა".

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა