კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის სმენის ნერვის სიმსივნე და როგორ გამოიხატება ის? — ინტერვიუ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგთან
რა არის სმენის ნერვის სიმსივნე და როგორ გამოიხატება ის? — ინტერვიუ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგთან

სმე­ნის ნერ­ვის სიმ­სივ­ნე არც ისე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. აშშ-ს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 100 000 მო­სახ­ლე­ზე წე­ლი­წად­ში მისი ერთი ან ორი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტთა დაკ­ვირ­ვე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სმე­ნის ნერ­ვის სიმ­სივ­ნე იშ­ვი­ა­თია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, უფრო მეტი გა­ვი­გოთ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, რათა შევ­ძლოთ მისი სიმპტო­მე­ბის ამო­კი­თხვა დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

სმე­ნის ნერ­ვის სიმ­სივ­ნე­ზე სა­სა­უბ­როდ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ნე­ი­რო­ქი­რურგ და­ვით ბე­რი­ძეს მივ­მარ­თეთ.

პირ­ველ რიგ­ში, გთხოვთ, აგ­ვიხ­სე­ნით რა არის სმე­ნის ნერ­ვის სიმ­სივ­ნე?

სმე­ნის ნერ­ვის სიმ­სივ­ნეს ნევ­რი­ნო­მას, იგი­ვე ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი შვა­ნო­მას (აკუს­ტი­კუ­რი ნევ­რი­ნო­მა) სა­ხე­ლი­თაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ის წარ­მო­ად­გენს სმე­ნის ნერ­ვის გარ­სის უჯრე­დე­ბის­გან გან­ვი­თა­რე­ბულ სიმ­სივ­ნეს, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია. სიმ­სივ­ნე ხში­რად წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1-2 მმ-ით იზ­რდე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს მისი სწრა­ფად მზარ­დი აგ­რე­სი­უ­ლი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი ფორ­მე­ბიც. ის შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს სხე­უ­ლის ყვე­ლა მი­და­მო­ში, სა­დაც ნერ­ვია, თუმ­ცა თა­ვის ტვინ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად სმე­ნის ნერ­ვის შვა­ნო­მე­ბი გვხვდე­ბა. იგი ძი­რი­თა­დად გავ­ლე­ნას ახ­დენს სმე­ნა­სა და წო­ნას­წო­რო­ბა­ზე.

მო­სახ­ლე­ო­ბის რა კონ­ტინ­გენ­ტში გვხვდე­ბა ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი შვა­ნო­მა?

ეს სიმ­სივ­ნე, ძი­რი­თა­დად, მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდას­რულ ფე­ნა­ში ვლინ­დე­ბა, ორი­ვე სქეს­ში თით­ქმის თა­ნა­ბა­რი გა­ნა­წი­ლე­ბით. ზო­გი­ერ­თი სტა­ტის­ტი­კით, მდედ­რო­ბით სქეს­ში უფრო ხში­რია მისი შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ბავ­შვთა ასაკ­ში ეს და­ა­ვა­დე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ გვხვდე­ბა. ასე­ვე, არ­სე­ბობს გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბას­თან (ნე­ირო­ფიბ­რო­მა­ტოზ­თან) ასო­ცი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და არის მრავ­ლო­ბი­თი ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა სმე­ნის ნერ­ვის სიმ­სივ­ნე?

შემ­თხვე­ვა­თა 90%-ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმ­სივ­ნე ვლინ­დე­ბა სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბით იმ მხა­რეს, რო­მელ მხა­რე­საც გაჩ­ნდა წარ­მო­ნაქ­მნი. სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმპტო­მია ყურ­ში ხმა­უ­რი, შუ­ი­ლი, წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვა. ასე­ვე, რად­გა­ნაც სმე­ნი­სა და სა­ხის ნერ­ვე­ბი ანა­ტო­მი­უ­რად ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ხის ნერ­ვის სიმპტო­მა­ტი­კის გა­ჩე­ნაც, რაც ვლინ­დე­ბა სა­ხის მი­მი­კუ­რი კუნ­თე­ბის უნებ­ლიე მოძ­რა­ო­ბით ან დამ­ბლით, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხის დე­ფორ­მა­ცი­ით. თუ სიმ­სივ­ნე დიდი ზო­მი­საა სიმპტო­მებს თან ახ­ლავს თა­ვის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­დეს გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა და ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა.

რო­გორ ხდე­ბა ვეს­ტი­ბუ­ლუ­რი შვა­ნო­მას დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა?

ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კის ოქ­როს სტან­დარტს წარ­მო­ად­გენს მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია კონ­ტრას­ტუ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბით. ასე­ვე, სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის ხა­რის­ხის დად­გე­ნა-აუ­დი­ოგ­რა­მა და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას, ტაქ­ტი­კა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ისეთ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა სიმ­სივ­ნის ზომა, ლო­კა­ლი­ზა­ცია, პა­ცი­ენ­ტის ასა­კი, ჩი­ვი­ლე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა იყოს 3 ტი­პის:

დაკ­ვირ­ვე­ბა/კონ­ტრო­ლი — სიმ­სივ­ნის მცი­რე ზო­მის შემ­თხვე­ვა­ში (1 სმ-მდე), რო­დე­საც სიმპტო­მე­ბი არ არის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ და­ა­ვა­დე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გით შე­მო­ვი­ფარ­გლოთ. ეს გუ­ლის­ხმობს რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით სა­კონ­ტრო­ლო მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას კონ­ტრას­ტით. ამ დროს ფას­დე­ბა წარ­მო­ნაქ­მნის ზრდის ხა­რის­ხი.

რა­დი­ო­ქი­რურ­გია — მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის (1-3 სმ) სიმ­სივ­ნე­ე­ბის დროს, შე­საძ­ლოა, მკურ­ნა­ლო­ბის გზად არ­ჩე­ულ იქ­ნას რა­დი­ო­ქი­რურ­გია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია წარ­მო­ნაქ­მნის ზრდის კონ­ტრო­ლი­სათ­ვის.

ნე­ი­რო­ქი­რურ­გია — სა­შუ­ა­ლო და დიდი ზო­მის (3 სმ-ზე მეტი) სიმ­სივ­ნე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის დროს, უმე­ტე­სად, მივ­მარ­თავთ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას და სიმ­სივ­ნის ამოკ­ვე­თას. ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის დროს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ისე­თი უახ­ლე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ინ­ტრა­ო­პე­რა­ცი­უ­ლი ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი. მისი მეშ­ვე­ო­ბით მი­ნი­მუ­მამ­დე მცირ­დე­ბა რის­კე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად მკვეთ­რად ზრდის ოპე­რა­ცი­ის ეფექ­ტუ­რო­ბას. თუ კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სმე­ნის ნერ­ვი­ნო­მა ტო­ტა­ლუ­რად და წარ­მა­ტე­ბით ამო­იკ­ვე­თა, იმა­ვე ად­გი­ლას წარ­მო­ნაქ­მნის ახ­ლი­დან გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს.

რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის?

ისე­ვე რო­გორც, ზო­გა­დად, ყვე­ლა სიმ­სივ­ნე, სმე­ნის ნევ­რი­ნო­მის შემ­თხვე­ვა­შიც, რაც უფრო ადრე აღ­მო­ვა­ჩენთ წარ­მო­ნაქ­მნს, მით უფრო მა­ღა­ლია და­ა­ვა­დე­ბის­გან სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა. ასე რომ, სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტმა არ უნდა გა­და­დოს ვი­ზი­ტი ექიმ­თან. დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­თა და ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რა არის სმენის ნერვის სიმსივნე და როგორ გამოიხატება ის? — ინტერვიუ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგთან

რა არის სმენის ნერვის სიმსივნე და როგორ გამოიხატება ის? — ინტერვიუ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგთან

სმენის ნერვის სიმსივნე არც ისე გავრცელებული დაავადებაა. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე წელიწადში მისი ერთი ან ორი შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტთა დაკვირვებით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ სმენის ნერვის სიმსივნე იშვიათია, აუცილებელია, უფრო მეტი გავიგოთ დაავადების შესახებ, რათა შევძლოთ მისი სიმპტომების ამოკითხვა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

სმენის ნერვის სიმსივნეზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგ დავით ბერიძეს მივმართეთ.

პირველ რიგში, გთხოვთ, აგვიხსენით რა არის სმენის ნერვის სიმსივნე?

სმენის ნერვის სიმსივნეს ნევრინომას, იგივე ვესტიბულური შვანომას (აკუსტიკური ნევრინომა) სახელითაც მოიხსენიებენ. ის წარმოადგენს სმენის ნერვის გარსის უჯრედებისგან განვითარებულ სიმსივნეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია. სიმსივნე ხშირად წელიწადში დაახლოებით 1-2 მმ-ით იზრდება, თუმცა არსებობს მისი სწრაფად მზარდი აგრესიული ავთვისებიანი ფორმებიც. ის შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ყველა მიდამოში, სადაც ნერვია, თუმცა თავის ტვინში ყველაზე ხშირად სმენის ნერვის შვანომები გვხვდება. იგი ძირითადად გავლენას ახდენს სმენასა და წონასწორობაზე.

მოსახლეობის რა კონტინგენტში გვხვდება ვესტიბულური შვანომა?

ეს სიმსივნე, ძირითადად, მოსახლეობის ზრდასრულ ფენაში ვლინდება, ორივე სქესში თითქმის თანაბარი განაწილებით. ზოგიერთი სტატისტიკით, მდედრობით სქესში უფრო ხშირია მისი შემთხვევები, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. ბავშვთა ასაკში ეს დაავადება პრაქტიკულად არ გვხვდება. ასევე, არსებობს გენეტიკურ დაავადებასთან (ნეიროფიბრომატოზთან) ასოცირებული შემთხვევებიც, რომლებიც შედარებით განსხვავებული მიმდინარეობით ხასიათდება და არის მრავლობითი ლოკალიზაციის.

რა სიმპტომებით ვლინდება სმენის ნერვის სიმსივნე?

შემთხვევათა 90%-ში აღნიშნული სიმსივნე ვლინდება სმენის დაქვეითებით იმ მხარეს, რომელ მხარესაც გაჩნდა წარმონაქმნი. სმენის დაქვეითების შემდეგ ყველაზე ხშირი სიმპტომია ყურში ხმაური, შუილი, წონასწორობის დარღვევა. ასევე, რადგანაც სმენისა და სახის ნერვები ანატომიურად ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს, შესაძლებელია სახის ნერვის სიმპტომატიკის გაჩენაც, რაც ვლინდება სახის მიმიკური კუნთების უნებლიე მოძრაობით ან დამბლით, შესაბამისად, სახის დეფორმაციით. თუ სიმსივნე დიდი ზომისაა სიმპტომებს თან ახლავს თავის ტკივილი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს გულისრევა, ღებინება და ყლაპვის გაძნელება.

როგორ ხდება ვესტიბულური შვანომას დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ამ დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტული გაძლიერებით. ასევე, სმენის დაქვეითების ხარისხის დადგენა-აუდიოგრამა და ა.შ.

რაც შეეხება მკურნალობას, ტაქტიკა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სიმსივნის ზომა, ლოკალიზაცია, პაციენტის ასაკი, ჩივილები და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მკურნალობის ტაქტიკა შეიძლება იყოს 3 ტიპის:

დაკვირვება/კონტროლი — სიმსივნის მცირე ზომის შემთხვევაში (1 სმ-მდე), როდესაც სიმპტომები არ არის მკვეთრად გამოხატული, შესაძლოა, მხოლოდ დაავადების მონიტორინგით შემოვიფარგლოთ. ეს გულისხმობს რამდენიმეთვიანი ინტერვალით საკონტროლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარებას კონტრასტით. ამ დროს ფასდება წარმონაქმნის ზრდის ხარისხი.

რადიოქირურგია — მცირე და საშუალო ზომის (1-3 სმ) სიმსივნეების დროს, შესაძლოა, მკურნალობის გზად არჩეულ იქნას რადიოქირურგია, რომელიც საკმაოდ ეფექტურია წარმონაქმნის ზრდის კონტროლისათვის.

ნეიროქირურგია — საშუალო და დიდი ზომის (3 სმ-ზე მეტი) სიმსივნეების შემთხვევაში ან მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, უმეტესად, მივმართავთ ქირურგიულ ჩარევას და სიმსივნის ამოკვეთას. ოპერაციის შესრულების დროს უმნიშვნელოვანესია ისეთი უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიცაა ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი. მისი მეშვეობით მინიმუმამდე მცირდება რისკები, რაც თავისთავად მკვეთრად ზრდის ოპერაციის ეფექტურობას. თუ კეთილთვისებიანი სმენის ნერვინომა ტოტალურად და წარმატებით ამოიკვეთა, იმავე ადგილას წარმონაქმნის ახლიდან გაჩენის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.

რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის?

ისევე როგორც, ზოგადად, ყველა სიმსივნე, სმენის ნევრინომის შემთხვევაშიც, რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ წარმონაქმნს, მით უფრო მაღალია დაავადებისგან სრულად განკურნების ალბათობა. ასე რომ, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა გადადოს ვიზიტი ექიმთან. დროული დიაგნოსტირებითა და ეფექტური მკურნალობით, შესაძლებელია ჩვეული ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნება.

R