კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის კარდიოვასკულური დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის მოსახლეობაში
რა არის კარდიოვასკულური დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის მოსახლეობაში

კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია – ის სა­ერ­თო სიკ­ვდი­ლო­ბის 31% შე­ად­გენს. ამ პა­თო­ლო­გი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის 37% კი კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­ზე მო­დის.

რა არის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­გო­რია მისი გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი და რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ის? – ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ თო­დუ­ას კლი­ნი­კის კარ­დი­ო­ლოგ თეა თორ­დი­ას მივ­მარ­თეთ.

რა პა­თო­ლო­გი­ებს მო­ი­ცავს კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი?

კარ­დი­ო­ვას­კუ­ლურ და­ა­ვა­დე­ბებ­ში შე­დის ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლუ­რი, პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბი­სა და გუ­ლის რევ­მა­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ასე­ვე, გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბი, ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი და პულ­მო­ნუ­რი ემ­ბო­ლი­ზი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი და თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლის შემ­თხვე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ამ ორ­გა­ნო­ე­ბის სის­ხლძარ­ღვებ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მწვა­ვე მოშ­ლით.

რა იწ­ვევს კარ­დი­ო­ვას­კუ­ლურ და­ა­ვა­დე­ბებს?

კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბის უმ­თავ­რეს მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ათე­როსკლე­რო­ზი, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს არა მხო­ლოდ კო­რო­ნა­რულ არ­ტე­რი­ებს, არა­მედ მთე­ლი სხე­უ­ლის სის­ხლძარ­ღვებს. ათე­როსკლე­რო­ზის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქი, რო­მე­ლიც ვი­თარ­დე­ბა სის­ხლძარ­ღვის კე­დელ­ში და იწ­ვევს მის და­ზი­ა­ნე­ბას.

ასე­ვე, მათი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რევ­მა­ტიზ­მი და სხვა სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა და ა.შ.

რა არის მათი გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი ?

კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი ახ­დენს. მათ შო­რი­საა, ასა­კი, გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა (ჰი­პერ­ტენ­ზია), სის­ხლში მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის დონე (ჰი­პერ­ლი­პი­დე­მია), თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა (მათ შო­რის ელექტრო­სი­გა­რე­ტე­ბი), შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2, და­ბა­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, სიმ­სუქ­ნე, ნახ­შირ­წყლე­ბის და ნა­ჯე­რი ცხი­მე­ბის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა და თირკმე­ლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ისი­ნი?

კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს. თუმ­ცა ზო­გა­დი სიმპტო­მა­ტი­კა მო­ი­ცავს ტკი­ვილს გულ­მკერ­დში (ან­გი­ნა), ზე­წო­ლის,სიმ­ძი­მი­სა და დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბას გულ­მკერ­დის არე­ში, ქო­შინს, თავ­ბრუს­ხვე­ვა­სა და გო­ნე­ბის კარ­გვას, დაღ­ლას ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს.

ამას­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ში სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მათ შო­რი­საა, სი­ა­რუ­ლის დროს ტკი­ვი­ლი­სა და კრუნ­ჩხვის შეგ­რძნე­ბა ქვე­მო კი­დუ­რებ­ში, მათი შე­შუ­პე­ბა, იგი­ვე არე­ალ­ზე წყლუ­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი შე­ხორ­ცე­ბა, კი­დუ­რე­ბის გა­ცი­ვე­ბა და კა­ნის სი­წით­ლე, სა­ხის ან კი­დუ­რე­ბის და­ბუ­ჟე­ბა,რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე მხა­რეს, მე­ტყვე­ლე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბის ან სი­ა­რუ­ლის გაძ­ნე­ლე­ბა და სხვა.

რო­გორ ხდე­ბა კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

მათი დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის მივ­მარ­თავთ რო­გორც ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ, ისე ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებს. ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ტეს­ტებ­ში შე­დის ქო­ლეს­ტე­რი­ნის, შაქ­რის დო­ნის, სის­ხლის კო­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და სხვა პა­რა­მეტ­რე­ბის გან­სა­ზღვრა. ინ­სტრუ­მენ­ტულ კვლე­ვებ­ში კი წამ­ყვა­ნი მე­თო­დე­ბია ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­მა, ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფია, გუ­ლის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. ამას­თან ერ­თად, ზოგ­ჯერ ვა­ტა­რებთ სტრეს ტეს­ტებს (ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­თა და, ასე­ვე, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით), რომ­ლი­თაც ფას­დე­ბა გუ­ლის მუ­შა­ო­ბის უნა­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს. ამ ტი­პის ტეს­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს რო­გორც ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­მას, ასე­ვე ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ას და სცინ­ტიგ­რა­ფი­ას. მივ­მარ­თავთ გუ­ლის კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ა­საც, გუ­ლის კა­მე­რებ­სა და მის მკვე­ბავ სის­ხლძარ­ღვებ­ში სის­ხლის დი­ნე­ბი­სა და წნე­ვის შე­სა­ფა­სებ­ლად.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვუმ­კურ­ნა­ლოთ კარ­დი­ო­ვას­კუ­ლურ და­ა­ვა­დე­ბებს?

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტის დამ­ყო­ლო­ბა. მათ, ვი­საც ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი აქვთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შეც­ვა­ლონ ცხოვ­რე­ბის წესი – და­იც­ვან დი­ე­ტა, და­კავ­დნენ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით, უარი თქვან თამ­ბა­ქო­ზე და ა.შ. ამას­თან ერ­თად, ვნიშ­ნავთ მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მივ­მარ­თავთ სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ვენ­ცი­ულ და ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებ­საც. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ცი­ენ­ტე­ბი ჩავ­რთოთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, რათა გა­ი­ზარ­დოს მათი ტო­ლე­რან­ტო­ბა ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის მი­მართ და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რი მე­ნე­ჯმენ­ტის და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აქ­ტი­უ­რი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს.

ზო­გა­დად, როცა ამ ტი­პის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას პა­ცი­ენ­ტი, რო­დის უნდა მი­ა­კი­თხოს მან ექიმს?

კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა უფრო ად­ვი­ლია მა­შინ, რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი ად­რე­ულ ეტაპ­ზეა დას­მუ­ლი. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექიმ­თან გეგ­მუ­რი ვი­ზი­ტე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ პა­ცი­ენტს უკვე აღე­ნიშ­ნე­ბა კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი, სპე­ცი­ა­ლისტს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, დრო­უ­ლი და სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი ან თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა მო­ი­შა­ლოს.

რო­გო­რია კარ­დი­ო­ვას­კუ­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია?

იმი­სათ­ვის, რომ ეს პა­თო­ლო­გი­ე­ბი ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტა, თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა, მა­გა­ლი­თად, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ს, სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის მა­ღა­ლი დო­ნი­სა და მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­წეს­რი­გე­ბა, წო­ნის კონ­ტრო­ლი, ჯან­სა­ღი კვე­ბა, დღე­ში სულ მცი­რე 30-60 წუ­თი­ა­ნია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

რა არის კარდიოვასკულური დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის მოსახლეობაში

რა არის კარდიოვასკულური დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის მოსახლეობაში

კარდიოვასკულური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია – ის საერთო სიკვდილობის 31% შეადგენს. ამ პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების 37% კი კორონარული არტერიების დაავადებაზე მოდის.

რა არის კარდიოვასკულური დაავადება, როგორია მისი განვითარების რისკ-ფაქტორები და როგორ ამოვიცნოთ ის? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის კარდიოლოგ თეა თორდიას მივმართეთ.

რა პათოლოგიებს მოიცავს კარდიოვასკულური დაავადებები?

კარდიოვასკულურ დაავადებებში შედის ცერებროვასკულური, პერიფერიული არტერიებისა და გულის რევმატული დაავადებები. ასევე, გულის თანდაყოლილი მანკები, ღრმა ვენების თრომბოზი და პულმონური ემბოლიზი. აღსანიშნავია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევები, ძირითადად, განპირობებულია ამ ორგანოების სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით.

რა იწვევს კარდიოვასკულურ დაავადებებს?

კარდიოვასკულური დაავადების უმთავრეს მიზეზად სახელდება ათეროსკლეროზი, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კორონარულ არტერიებს, არამედ მთელი სხეულის სისხლძარღვებს. ათეროსკლეროზის საფუძველს წარმოადგენს ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ვითარდება სისხლძარღვის კედელში და იწვევს მის დაზიანებას.

ასევე, მათი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ინფექციები, რევმატიზმი და სხვა სისტემური დაავადებები, სხვადასხვა მედიკამენტების მიღება და ა.შ.

რა არის მათი განვითარების რისკ-ფაქტორები ?

კარდიოვასკულური დაავადებების პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორი ახდენს. მათ შორისაა, ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონე (ჰიპერლიპიდემია), თამბაქოს მოხმარება (მათ შორის ელექტროსიგარეტები), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დაბალი ფიზიკური აქტივობა, სიმსუქნე, ნახშირწყლების და ნაჯერი ცხიმების ჭარბი მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და თირკმელების ქრონიკული დაავადებები.

როგორ ამოვიცნოთ კარდიოვასკულური დაავადებები, რა სიმპტომებით გამოიხატება ისინი?

კონკრეტული დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება კლინიკური ნიშნები განსხვავებული იყოს. თუმცა ზოგადი სიმპტომატიკა მოიცავს ტკივილს გულმკერდში (ანგინა), ზეწოლის,სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ქოშინს, თავბრუსხვევასა და გონების კარგვას, დაღლას ფიზიკური დატვირთვის დროს.

ამასთან ერთად, შესაძლოა გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოებში სისხლძარღვების დაზიანებაზე მიუთითებს. მათ შორისაა, სიარულის დროს ტკივილისა და კრუნჩხვის შეგრძნება ქვემო კიდურებში, მათი შეშუპება, იგივე არეალზე წყლულების გაძნელებული შეხორცება, კიდურების გაცივება და კანის სიწითლე, სახის ან კიდურების დაბუჟება,რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს სხეულის რომელიმე მხარეს, მეტყველების, მხედველობის ან სიარულის გაძნელება და სხვა.

როგორ ხდება კარდიოვასკულური დაავადებების დიაგნოსტირება?

მათი დიაგნოსტიკისთვის მივმართავთ როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. ლაბორატორიულ ტესტებში შედის ქოლესტერინის, შაქრის დონის, სისხლის კოაგულაციური თვისებებისა და სხვა პარამეტრების განსაზღვრა. ინსტრუმენტულ კვლევებში კი წამყვანი მეთოდებია ელექტროკარდიოგრამა, ექოკარდიოგრაფია, გულის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ამასთან ერთად, ზოგჯერ ვატარებთ სტრეს ტესტებს (ფიზიკური დატვირთვითა და, ასევე, მედიკამენტების გამოყენებით), რომლითაც ფასდება გულის მუშაობის უნარი ფიზიკური დატვირთვის დროს. ამ ტიპის ტესტები შეიძლება მოიცავდეს როგორც ელექტროკარდიოგრამას, ასევე ექოკარდიოგრაფიას და სცინტიგრაფიას. მივმართავთ გულის კათეტერიზაციასაც, გულის კამერებსა და მის მკვებავ სისხლძარღვებში სისხლის დინებისა და წნევის შესაფასებლად.

როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ კარდიოვასკულურ დაავადებებს?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კარდიოვასკულური დაავადებების მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის დამყოლობა. მათ, ვისაც ამ დაავადების დიაგნოზი აქვთ, აუცილებელია, შეცვალონ ცხოვრების წესი – დაიცვან დიეტა, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით, უარი თქვან თამბაქოზე და ა.შ. ამასთან ერთად, ვნიშნავთ მედიკამენტებსა და, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სხვადასხვა ინტერვენციულ და ქირურგიულ ჩარევებსაც. ასევე მნიშვნელოვანია, პაციენტები ჩავრთოთ რეაბილიტაციის პროგრამაში, რათა გაიზარდოს მათი ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ და, შესაბამისად, გაუმჯობესდეს მათი ცხოვრების ხარისხი.

აღსანიშნავია, რომ სწორი მენეჯმენტის და მკურნალობის შემთხვევაში ამ დიაგნოზის მქონე უამრავი ადამიანი აქტიური და სრულფასოვანი ცხოვრების წესით ცხოვრობს.

ზოგადად, როცა ამ ტიპის ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დგას პაციენტი, როდის უნდა მიაკითხოს მან ექიმს?

კარდიოვასკულური დაავადებების მკურნალობა უფრო ადვილია მაშინ, როდესაც დიაგნოზი ადრეულ ეტაპზეა დასმული. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან გეგმური ვიზიტები. იმ შემთხვევაში კი, თუ პაციენტს უკვე აღენიშნება კარდიოვასკულური დაავადების სიმპტომები, სპეციალისტს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. გაითვალისწინეთ, დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა მოიშალოს.

როგორია კარდიოვასკულური დაავადებების პრევენცია?

იმისათვის, რომ ეს პათოლოგიები ავიცილოთ თავიდან, მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, თანმხლები დაავადებების მართვა, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონისა და მაღალი არტერიული წნევის მოწესრიგება, წონის კონტროლი, ჯანსაღი კვება, დღეში სულ მცირე 30-60 წუთიანია ფიზიკური აქტივობა და, შეძლებისდაგვარად, სტრესული ფაქტორების შემცირება.

R