მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას - იაირ ნეთანიაჰუს ქაოსური ცხოვრება და როლი მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში
სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას - იაირ ნეთანიაჰუს ქაოსური ცხოვრება და როლი მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის ვაჟი 7 ოქ­ტომ­ბრის მოვ­ლე­ნებ­ში ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებს ადა­ნა­შა­უ­ლებს - ვინ არის იაირ ნე­თა­ნი­აჰუ და რა როლი აქვს მას მა­მის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ვა­ჟიშ­ვილ­მა, იაირ ნე­თა­ნი­აჰუმ თა­ვის "ტე­ლეგ­რამ­ზე“ გა­ავ­რცე­ლა პოს­ტი, სა­დაც 7 ოქ­ტომ­ბერს ჰა­მა­სის მიერ თავ­დას­ხმა­ში ქვეყ­ნის თავ­დაც­ვას, შინ ბეთ­სა და უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლოს ადა­ნა­შა­უ­ლებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას The Times of Israel ავ­რცე­ლებს.

  • იაირ ნე­თა­ნი­აჰუმ, რო­მე­ლიც მა­ი­ა­მი­ში მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში გა­და­ვი­და და ის­რა­ე­ლის ომის მი­უ­ხე­და­ვად კვლა­ვაც იქ რჩე­ბა, გა­ა­ზი­ა­რა კლი­პი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შეც­ვა­ლა უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ღა­ზას სექ­ტო­რის სა­ზღვარ­ზე ცე­ცხლის გახ­სნის შე­სა­ხებ.

კლიპ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ვი­დეო კო­ჰე­ლე­თის პო­ლი­ტი­კის ფო­რუ­მი­დან, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი­დან, რომ­ლის იდე­ებ­მაც მთავ­რო­ბის სა­და­ვო სა­სა­მარ­თლო პროგ­რა­მის იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი შეც­ვა­ლა. ია­ირ­მა ასე­ვე გა­ა­ზი­ა­რა 2 ოქ­ტომ­ბერს ტე­ლე­კომ­პა­ნია "კან­ში“ გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტი­დან სქ­რი­ნი, სა­დაც ამ­ბობ­დნენ: "შინ ბე­თი­სა და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გზავ­ნი­ლი პო­ლი­ტი­კურ ეშე­ლონს: ღა­ზას სექ­ტორ­ში მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად - ეკო­ნო­მი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რად­გან ღა­ზამ უნდა იარ­სე­ბოს".

თა­ვის 14 ათას გა­მომ­წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შვილ­მა ასე­ვე გა­უ­ზი­ა­რა სა­თა­უ­რი მე-12 არ­ხის მოხ­სე­ნე­ბი­დან მოთ­ვალ­თვა­ლე ჯა­რის­კა­ცე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც აფრ­თხი­ლებ­დნენ „ჰა­მა­სის“ გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ღა­ზას სა­ზღვარ­ზე თავ­დას­ხმამ­დე თვე­ე­ბით ადრე, მაგ­რამ მე­თა­უ­რებ­მა ეს გაფრ­თხი­ლე­ბა არაფ­რად ჩა­აგ­დეს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვაჟი სა­ცხოვ­რებ­ლად ფლო­რი­და­ში მას შემ­დეგ გა­და­ვი­და, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბის შე­წყვე­ტა მას დედ-მა­მამ სთხო­ვა, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი აძ­ლი­ე­რებ­და და­ძა­ბუ­ლო­ბას ის­რა­ელ­ში და ამ­ძაფ­რებ­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ გან­ხეთ­ქი­ლე­ბას შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან. მას აკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის­თვის, რომ ომის და­წყე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის დარ­ჩა აშშ-ში, მა­შინ რო­დე­საც ათო­ბით ათა­სი ის­რა­ე­ლე­ლი სამ­შობ­ლო­ში სწო­რედ 7 ოქ­ტომ­ბრის მერე დაბ­რუნ­და, ხოლო 300 000-ზე მეტი რე­ზერ­ვის­ტი პირ­ვე­ლად წა­ვი­და ომში. გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ია­ი­რი მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობ­და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და სამ­ხედ­რო და სას­წრა­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ყი­დუ­ლობ­და.

7 ოქ­ტომ­ბერს ათა­სო­ბით ტე­რო­რის­ტი ღა­ზას სექ­ტო­რი­დან სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით შე­მიჭ­რა ის­რა­ე­ლის სა­ზღვარ­ზე. მათ მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს და­ახ­ლო­ე­ბით 240 ადა­მი­ა­ნი, 1200 კი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. და­ღუ­პულ­თა უმე­ტე­სო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

პრე­მი­ე­რის უფ­რო­სი ვაჟი იაირ ნე­თა­ნი­აჰუ 1991 წლის 26 ივ­ლისს ის­რა­ელ­ში და­ი­ბა­და. ის არის ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­რო­სი ვაჟი.

და­ამ­თავ­რა იე­რუ­სა­ლი­მის ებ­რა­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. ნე­თა­ნი­აჰუ ასე­ვე სწავ­ლობ­და ჰერცლი­ის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ ცენ­ტრში და და­ამ­თავ­რა ხე­ლოვ­ნე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი სამ­თავ­რო­ბო კვლე­ვებ­ში. ამ­ჟა­მად ის არის ის­რა­ე­ლე­ლი პოდ­კას­ტე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტი. ნე­თა­ნი­აჰუ ცნო­ბი­ლია მა­მის აქ­ტი­უ­რი დაც­ვით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში: 2017 წელს მან „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­ა­ზი­ა­რა მემე, რო­მე­ლიც მა­მა­მი­სის პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და, რომ­ლებ­საც ჯორჯ სო­რო­სი აკონ­ტრო­ლებს. ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის გამო მალე მას პოს­ტის წაშ­ლა მო­უ­წია. 2018 წლის დე­კემ­ბერ­ში „ფე­ის­ბუქ­მა“ ის 24 სა­ა­თით დაბ­ლო­კა. მი­ზე­ზი ან­ტი­მუ­სულ­მა­ნუ­რი კონ­ტენ­ტის პუბ­ლი­კა­ცია იყო.

მისი ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის იყო: "სამ­ყა­რო­ში არა­სო­დეს იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბად მოვ­ლე­ნილ ამ მონ­სტრებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც 1964 წლის შემ­დეგ თა­ვის თავს "პა­ლეს­ტი­ნე­ლებს“ უწო­დე­ბენ“.

2018 წლის იან­ვარ­ში, იგი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია: 2015 წელს ნე­თა­ნი­აჰუს თელ-ავი­ვის სტრიპ­ტიზ კლუბ­ში ვი­ზი­ტის ჩა­ნა­წერ­მა გა­ჟო­ნა. ჩა­ნა­წერ­ში ნე­თა­ნი­აჰუმ, სტრიპ­ტი­ზი­ო­რე­ბის გან­სჯის გარ­და, გა­ნი­ხი­ლა სა­და­ვო გა­ზის გა­რი­გე­ბა, რო­მელ­საც ხელი მა­მა­მის­მა მო­ა­წე­რა.

მალე ნე­თა­ნი­აჰუმ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და 1 მი­ლი­ო­ნი შე­კე­ლის ოდე­ნო­ბის სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა მისი მძღო­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რი ჩა­წე­რა. 2019 წლის 7 ივ­ლისს მან მო­ი­გო ცი­ლის­წა­მე­ბის სარ­ჩე­ლი ის­რა­ე­ლის ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტის, აბი ბი­ნი­ა­მი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იმის გამო, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ნე­თა­ნი­აჰუ ოფ­შო­რულ ან­გა­რი­შებ­ში მი­ლი­ო­ნებს მა­ლავ­და.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა ამაზრზენია ასეთი საქციელის გამართლება
0

ეგრეა ყოველთვის, ფლორიდაში "მუშაობდა მოხალისედ" :)? , და იქნებ წინახაზზე იყო მისი საჭიროება და ფლორიდაში მოხალისედ სხვა რიგითი ოჯახის წევრი გაგეგზავნათ სამუშაოდ?. მერე ჩავა ისრაელში და მემკვიდრეობით მოუნდება ქვეყნის მართვა :)

იორამი
3

ადრე გამოქვეყნებული იყო, თითქოს ნეთანიახუს ვაჟი საბრძოლველად მოხალისედ იყო წასული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას - იაირ ნეთანიაჰუს ქაოსური ცხოვრება და როლი მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

სკანდალი ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილის გარეშემო: რატომ გაექცა მშობლებს ფლორიდაში და რის გამო აკრიტიკებს ისრაელის თავდაცვას - იაირ ნეთანიაჰუს ქაოსური ცხოვრება და როლი მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ისრაელის პრემიერის ვაჟი 7 ოქტომბრის მოვლენებში ქვეყნის თავდაცვის ძალებს ადანაშაულებს - ვინ არის იაირ ნეთანიაჰუ და რა როლი აქვს მას მამის პოლიტიკურ ცხოვრებაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაჟიშვილმა, იაირ ნეთანიაჰუმ თავის "ტელეგრამზე“ გაავრცელა პოსტი, სადაც 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ თავდასხმაში ქვეყნის თავდაცვას, შინ ბეთსა და უმაღლეს სასამართლოს ადანაშაულებს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

  • იაირ ნეთანიაჰუმ, რომელიც მაიამიში მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა და ისრაელის ომის მიუხედავად კვლავაც იქ რჩება, გააზიარა კლიპი იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა უმაღლესმა სასამართლომ უსაფრთხოების ზომები და ინსტრუქციები ღაზას სექტორის საზღვარზე ცეცხლის გახსნის შესახებ.

კლიპში წარმოდგენილი იყო ვიდეო კოჰელეთის პოლიტიკის ფორუმიდან, კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრიდან, რომლის იდეებმაც მთავრობის სადავო სასამართლო პროგრამის იდეოლოგიური საფუძველი შეცვალა. იაირმა ასევე გააზიარა 2 ოქტომბერს ტელეკომპანია "კანში“ გასული სიუჟეტიდან სქრინი, სადაც ამბობდნენ: "შინ ბეთისა და თავდაცვის ძალების გზავნილი პოლიტიკურ ეშელონს: ღაზას სექტორში მშვიდობის შესანარჩუნებლად - ეკონომიკური ოპერაციები, რადგან ღაზამ უნდა იარსებოს".

თავის 14 ათას გამომწერს პრემიერ-მინისტრის შვილმა ასევე გაუზიარა სათაური მე-12 არხის მოხსენებიდან მოთვალთვალე ჯარისკაცების შესახებ, რომლებიც აფრთხილებდნენ „ჰამასის“ გეგმების შესახებ ღაზას საზღვარზე თავდასხმამდე თვეებით ადრე, მაგრამ მეთაურებმა ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდეს.

პრემიერ-მინისტრის ვაჟი საცხოვრებლად ფლორიდაში მას შემდეგ გადავიდა, რაც სოციალურ ქსელში აქტიურობის შეწყვეტა მას დედ-მამამ სთხოვა, რადგან ეს ყველაფერი აძლიერებდა დაძაბულობას ისრაელში და ამძაფრებდა დიპლომატიურ განხეთქილებას შეერთებულ შტატებთან. მას აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ ომის დაწყების მიუხედავად, ის დარჩა აშშ-ში, მაშინ როდესაც ათობით ათასი ისრაელელი სამშობლოში სწორედ 7 ოქტომბრის მერე დაბრუნდა, ხოლო 300 000-ზე მეტი რეზერვისტი პირველად წავიდა ომში. გასულ კვირას პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იაირი მოხალისედ მუშაობდა შეერთებულ შტატებში და სამხედრო და სასწრაფო სამსახურებისთვის აღჭურვილობას ყიდულობდა.

7 ოქტომბერს ათასობით ტერორისტი ღაზას სექტორიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შემიჭრა ისრაელის საზღვარზე. მათ მძევლად აიყვანეს დაახლოებით 240 ადამიანი, 1200 კი ადგილზე დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ.

პრემიერის უფროსი ვაჟი იაირ ნეთანიაჰუ 1991 წლის 26 ივლისს ისრაელში დაიბადა. ის არის ისრაელის პრემიერ-მინისტრის უფროსი ვაჟი.

დაამთავრა იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი. ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში. ნეთანიაჰუ ასევე სწავლობდა ჰერცლიის ინტერდისციპლინურ ცენტრში და დაამთავრა ხელოვნების მაგისტრის ხარისხი სამთავრობო კვლევებში. ამჟამად ის არის ისრაელელი პოდკასტერი და პოლიტიკური აქტივისტი. ნეთანიაჰუ ცნობილია მამის აქტიური დაცვით სოციალურ ქსელებში: 2017 წელს მან „ფეისბუქზე“ გააზიარა მემე, რომელიც მამამისის პოლიტიკურ ოპონენტებს განასახიერებდა, რომლებსაც ჯორჯ სოროსი აკონტროლებს. ნეგატიური რეაქციების გამო მალე მას პოსტის წაშლა მოუწია. 2018 წლის დეკემბერში „ფეისბუქმა“ ის 24 საათით დაბლოკა. მიზეზი ანტიმუსულმანური კონტენტის პუბლიკაცია იყო.

მისი ერთ-ერთი კომენტარი შემდეგი შინაარსის იყო: "სამყაროში არასოდეს იქნება მშვიდობა ადამიანებად მოვლენილ ამ მონსტრებთან ერთად, რომლებიც 1964 წლის შემდეგ თავის თავს "პალესტინელებს“ უწოდებენ“.

2018 წლის იანვარში, იგი სკანდალში გაეხვია: 2015 წელს ნეთანიაჰუს თელ-ავივის სტრიპტიზ კლუბში ვიზიტის ჩანაწერმა გაჟონა. ჩანაწერში ნეთანიაჰუმ, სტრიპტიზიორების განსჯის გარდა, განიხილა სადავო გაზის გარიგება, რომელსაც ხელი მამამისმა მოაწერა.

მალე ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა და 1 მილიონი შეკელის ოდენობის სარჩელი შეიტანა მისი მძღოლის წინააღმდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, საუბარი ჩაწერა. 2019 წლის 7 ივლისს მან მოიგო ცილისწამების სარჩელი ისრაელის ლეიბორისტული პარტიის აქტივისტის, აბი ბინიამინის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ ნეთანიაჰუ ოფშორულ ანგარიშებში მილიონებს მალავდა.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა